საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა პუბლიცისტ რაულ ჩილაჩავასთან

თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში, თსუ ბიბლიოთეკამ  ქართველ პოეტს, მთარგმნელს, დიპლომატს, პუბლიცისტ რაულ ჩილაჩავას უმასპინძლა.  გაიმართა ავტორის შვიდწიგნეულის განხილვა, რისთვისაც მას მიენიჭა რუსთაველის პრემია. შეხვედრაზე გამოცემის მნიშვნელობასა და ავტორის შემოქმედებაზე ისაუბრეს.  შვიდწიგნეულის შექმნის ისტორიასა და შინაარსობრივ თავისებურებები დამსწრეთ თავად ავტორმა გააცნო.

რაულ ჩილაჩავა 160-ზე მეტი გამოცემის ავტორია. იგი არის საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიას საპატიო დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს, უკრაინისა და ლატვიის მწერალთა ეროვნული კავშირების წევრი, მწერალთა და პუბლიცისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ასევე უკრაინის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წევრი. საზოგადოებრივი და დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებში, რაულ ჩილაჩავა 1992-2005 წლებში უკრაინის მიგრაციის საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო 2005-2010 წლებში  უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში.

 

თარიღი: 22/05/2026