გილოცავთ შობა-ახალ წელს!
თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები ხანდაზმულებს ეწვივნენ
სასწავლო პროცესი თსუ პროფესიული განათლების ცენტრში
„ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ - პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება თსუ-ში
თსუ პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თბილისში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და Ida Virumaa-ს შორის
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა საყურადღებოდ!
ახალი სასწავლო წელი თსუ პროფესიული განათლების ცენტრში
ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღეა!
თსუ-ს კურსდამთავრებულები
ერეკლე ძნელაძე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტია. იგი წარმატებით უძღვება საქმიანობას და არასრულწლოვნებისთვის რეკრეაციულ, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებებს აწყობს. ერეკლე თსუ პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ (ქუთაისი) 2021 წლის კურსდამთავრებულია.
პროფესიულ პროგრამაზე სწავლა 2020 წელს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით სურდა ცოდნის გაღრმავება. „მსურდა კონკრეტული მიმართულებით გამეღრმავებინა ცოდნა და ჩავირიცხე თსუ პროფესიული განათლების ცენტრში პროგრამაზე „ღონისძიების ორგანიზება“. პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მეხმარება ახალგაზრდებისთვის სწორად და საინტერესოდ დავგეგმო სხვადასხვა სახის ღონისძიებები“,-განაცხადა ერეკლე ძნელაძემ.
მერი გოჩიაშვილი 9 წელია რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მუშაობს. ბიბლიოთეკაში წარმატებულ საქმიანობაში თსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებული ცოდნა ეხმარება. წლებია საბიბილიოთეკო საქმიანობას და კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვას უძღვება. მერი 2018 წლის კურსდამთავრებულია.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოცხადების პერიოდში მერი უკვე ბიბლიოთეკის თანამშრომელი იყო, ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მის გადაწყვეტილებაზე ესწავლა ბიბლიოთეკარის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. „პროფესიული საგანამათლებლო პროგრამის გამოცხადებისთანავე შევიტანე საბუთები, სწავლის პერიოდში ბევრი რამ გავიგე საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ტერმინოლოგიის შესახებ. დროის სწორად გადანაწილება ვისწავლე. გვასწავლიდნენ ძალიან გამოცდილი, კვალიფიციური კადრები და საბოლოო ჯამში, ეს პროგრამა ჩემი საქმიანობის დახვეწაში ძალიან დამეხმარა“,-აღნიშნა მერი გოჩიაშვილმა. მერი 2018 წლის კურსდამთავრებულია.
მისი ისტორია თსუ ბიბლიოთეკაში დასაქმების შესახებ კეთილ ზღაპარს გავს. 2010 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ზუსტად იმ წელს უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზი გაიხსნა, რომელსაც ხშირად სტუმრობდა. „როდესაც თსუ-ში ჩავაბარე, იმ პერიოდში ასეთი ტრადიცია იყო: უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დადგმულ ნაძვის ხეზე სტუდენტები სურვილებს ვაბამდით. ჩემი სურვილი ბიბლიოთეკაში დასაქმება იყო. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაარკვია ვისი სურვილი იყო. ისიც გაიგეს, რომ სამკითხველო დარბაზში ძალიან დიდი სიხშირით დავდიოდი და სამი თვით ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ ამიყვანეს. მოგვიანებით ხელშეკრულება გამიგრძელეს და დღემდე ბიბლიოთეკაში ვმუშაობ“,- განაცხადა მერი გოჩიაშვილმა.
ლაშა ნაბორაშვილი თსუ პროფესიული განათლების ცენტრის 2021 წლის კურსდამთავრებულია. პროფესიულ პროგრამაზე „საოფისე საქმე“ სწავლა გერმანიაში სტაჟირების შემდეგ გადაწყვიტა და თვლის, რომ ეს სწორი არჩევანი იყო. გარდა იმისა, რომ მან თსუ პროფესიული განათლების ცენტრში ახალი პროფესია აითვისა, დასაქმების შესაძლებლობაც მიეცა.
„ჩემი მოლოდინი გამართლდა და, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ შემიძლია აღვნიშნო, რომ ამ პროგრამამ საშუალება მომცა მიმეღო ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ვიყენებ დღეს პრაქტიკულ საქმიანობაში, მეხმარება განვითარებაში და მაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას ვიყო თსუ პროფესიული განათლების ცენტრის წარმატებული გუნდის ღირსეული წევრი“,-განაცხადა ლაშა ნაბორაშვილმა.
უმაღლესი განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მიიღო შრომის უსაფრთხოება და მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებაზე. გარკვეული პერიოდი მომსახურების სფეროშიც მუშაობდა მენეჯერად. ამის შემდეგ გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ადმინისტრირების განხრით სტაჟირება სასტუმროში „BEECH RESORT FLEESENSEE“ გაიარა .
„საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მიღებული პრაქტიკის გასაღრმავებლად, გადავწყვიტე ჩამებარებინა თსუ პროფესიული განათლების ცენტრში , რადგან არსებული პროგრამა „საოფისე საქმე“ იძლევა იმ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რომელიც უშუალოდ იყო კავშირში ჩემს განვლილ პრაქტიკასთან“, აღნიშნა ლაშამ.
სწავლა წარმატებით დაასრულა და ცენტრში სტაჟირების თაობაზე წინადადება მიიღო, რამაც დიდი სტიმული მისცა. წარმატებული კურსდამთავრებული დღეს უკვე თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მატერიალური რესურსების მართვის მენეჯერია.
„უნივერსიტეტი იყო და იქნება განათლების ერთ-ერთ საუკეთესო წყარო ჩვენს ქვეყანაში. აკადემიურმა გარემომ და კარგმა ლექტორებმა პირველ რიგში შემძინა ცხოვრების სასიამოვნო თვეები, გამიფართოვა და მეტად სტრუქტურიზებული გახადა ჩემი ცოდნა და პრაქტიკაში ამ ცოდნის გამოყენების მეტი საშუალება მომცა“, -სოფიო კვაშილავა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის „ღონისძიებების ორგანიზება“ 2021 წლის კურსდამთავრებულია.
მიუხედავად დიდი ოჯახისა, ცხოვრების ყველა ეტაპზე ახალ ცოდნას და გამოცდილებას ეძებს. მეუღლე, 11 შვილი და 2 შვილიშვილი მისთვის ყველა საქმიანობაში მთავარი საყრდენია. ბოლო სამუშაო გამოცდილებაც სწორედ მრავალშვილიან ოჯახებს უკავშირდება.
„მიუხედავად დიდი ოჯახისა, დაკავებული ვარ მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციაში “გენი ქართული“, რომლის მიზანია ჯანსაღი იჯახის პოპულარიზაცია და მრავალშვილიანობის დადებითი კუთხით წარმოჩენა“, - ამბობს სოფიო. მას არ ახსენდება პერიოდი სწავლის გარეშე. თსუ პროფესიული განათლების ცენტრში სწავლის დაწყებაც არ იყო მოულოდნელი ოჯახის წევრებისთვის. გადაწყვეტილების მისაღებად ხელშემწყობი ფაქტორი პანდემიით გამოწვეული ჰიბრიდული სწავლის მოდელი გახდა და 2021 წელს ღონისძიებების ორგანიზების შესწავლა გადაწყვიტა. ახალმა პროფესიამ მრავალშვილიან დედათა ორგანიზაციაში მისი საქმიანობა კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა.
„რაც შეეხება ცოდნის გამოყენებას, ცხოვრებაშიც და საქმიანობაში შეუმჩნევლად შემომეპარა ნასწავლი მასალა. საქმის დაწყების წინ ვცდილობ გავიგო რა მაქვს მთავარი მიზანი, როგორ გამოვიყენო ნაკლები რესურსი, როგორ მივაღწიო მიზანს სწრაფად.“-აცხადებს სოფიო კვაშილავა, რომლისთვისაც პროფესიულ პროგრამაზე სწავლის 10 თვე ნაყოფიერი აღმოჩნდა .
სასწავლო პროგრამების ჩამონათვალი
პროგრამების დათვალიერება