საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი

ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი წარმოადგენს უნივერსიტეტის სამეცნიერო დამხმარე ერთეულს. ცენტრის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი პირი დააინტერესოს ინოვაციური საქმიანობით და აღმოაჩინოს ინოვაციური იდეების ავტორები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში, თითოეულ მეცნიერს მისცეს შესაძლებლობა, განივითაროს საჭირო სამეწარმეო და სტარტაპ უნარები და დაეხმაროს მათი საქმიანობის განხორციელებასა და განვითარებაში.

სტარტაპ, სამეწარმეო და სამეცნიერო დარგის ეკოსისტემის განვითარებისთვის ცენტრი ზრუნავს ისეთი პროდუქტებისა და სერვისების შექმნასა და განვითარებაზე, როგორებიცაა: ცოდნის გადაცემა ტრენინგებისა და ლექცია-სემინარების საშუალებით, ინოვაციური იდეების მუდმივი სტიმულირება და მეცნიერების პოპულარიზაცია, კონსულტაციის გაწევა იდეის ავტორებისთვის, იდეების განხორციელების მხარდამჭერი მექანიზმების განვითარება, მეცნიერებისა, თუ მკვლევარებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, თსუ-ში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი მეთოდების დანერგვა, კომერციალიზაციაში მხარდაჭერის მექანიზმების განვითარება და ამ კუთხით, იდეის ავტორებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის  უწყვეტი განვითარება.