საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მორიგი წარმატება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით გამართულ ეროვნულ ოლიმპიადაზე: „ახალგაზრდა იურისტები კონსტიტუციური უფლებებისთვის“, რომლის ფინალურ ეტაპზეც მონაწილეობდა ოთხი უნივერსიტეტის რვა გუნდი, გამარჯვება მოიპოვეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის გუნდი დაკომპლექტებული იყო მე-5 სემესტრის  სტუდენტებით - ილია კურდღელაშვილისა და ალექსანდრე ხარატიშვილის შემადგენლობით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ილია და ალექსანდრე ასევე გახდნენ გამარჯვებულები ნომინაციებში - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რჩეული და  საუკეთესო მოსარჩელე.

თარიღი: 24/12/2018