საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სიახლეები

საქართველოში სამართლებრივი თვითშეგნების ამაღლებას უძველესი დროიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა.

ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება და გაძლიერება, ეკონომიკური წინსვლა და აღმავლობა ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა კულტურის შემდგომი განვითარებისათვის. ამას მოწმობს XI-XII საუკუნეებში პირველი სასწავლო-სამეცნიერო და კულტურურ-საგანმანათლებლო ცენტრის არსებობა გელათისა და იყალთოს აკადემიებში.

XIX საუკუნის მეორე ნახევრი და XX საუკუნის დასაწყისი უმაღლესი განათლების ახალ ეტაპს წარმოადგენს საქართველოში. XIX საუკუნეში წარმოშობილი იდეა - უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ჩამოყალიბების შესახებ - განხორციელდა პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტის ივანე ჯავახიშვილის დიდი ძალისხმევით.

უნივერსიტეტის დაარსების წინარე ეტაპზე ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის და ანდრია რაზმაძის მიერ შექმნილ იქნა პროფესორთა კოლეგია, რომელსაც დაევალა უნივერსიტეტის გახსნა-არსებობისათვის უმნიშვნელოვანესი აკადემიური საკითხის გადაწყვეტა: ფაკულტეტების განსაზღვრა.

1917 წლის 26 ნოემბერს გამართულ პროფესორთა საბჭოს პირველ წინასწარ სხდომაზე გადაწყდა ერთი _სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის გახსნა, რომლის ერთ-ერთ – ჰუმანიტარულ განყოფილებაში შევიდოდა სოციალური მეცნიერებანი, რაც გამომდინარეობდა ზოგადი დებულებიდან, რომ ჰუმანიტარული მეცნიერების შესწავლა შეიძლებოდა სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისითაც. თუმცა საბჭოს წევრებს გათვიცნობიერებული ჰქონდათ, რომ სრულ უნივერსიტეტად გადაქცევისთვის აუცილებელი იყო არანაკლებ ოთხი ფაკულტეტის ჩამოყალიბება, რომელთაგან ერთ-ერთი იურიდიული ფაკულტეტი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტს არ ჰქონდა დამოუკიდებელი იურიდიული ფაკულტეტი, 1918 წლის პირველ სემესტრში წაკითხულ იქნა ქართული სამართლის წყაროები და ისტორია, ხოლო უნივერსიტეტის ეკონომიკური დარგი, რომელიც ჰუმანიტარული მეცნიერების შესწავლის ერთ-ერთი საშუალება იყო, მოიცავდა ისეთ სამართლებრივ საგნებს, როგორიცაა სახელმწიფო სამართალი, სააღებმიცემო სამართალი, სამოხელეო სამართალი და ქართული სამართლის ისტორია. შესაბამისად, ღიად დადგა სამართლის ფაკულტეტის დაარსების საკითხი.

თარიღი: 05/03/2019