eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საჯარო დისკუსია -„მთის ტურისტული მიმართულებების კრიზისებისადმი მედეგობის გაძლიერება ალპებსა და კავკასიაში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო დისკუსია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინსბრუკის უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, ReMoDe პროექტის – „მთის ტურისტული მიმართულებების კრიზისებისადმი მედეგობის გაძლიერება ალპებსა და კავკასიაში“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.  პროექტი დაფინანსებულია OeAD – განათლებისა და ინტერნაციონალიზაციის სააგენტოს მიერ, APPEAR პროგრამის ფარგლებში.

ღონისძიებაზე ReMoDe-ის გუნდმა პროექტის ძირითად მიღწევები და კვლევის შედეგები წარადგენა და ოფიციალურად დაანონსა ლაბის შექმნა, რომელიც კვლევითი თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების პლატფორმა იქნება.

 

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოდაგილე ნინო გვენეტაძე, ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი  ელჩი საქართველოში, რობერტ გერშნერი, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) წარმომადგენლები, ასევე პროექტის ავსტრიელი და ქართველი მკვლევრები, პარტნიორები და  დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ.

 

საჯარო დისკუსიის მთავარი თემა იყო ავსტრიულ-ქართული თანამშრომლობა მთის კვლევისა და მდგრადი განვითარების მიმართულება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლს კვლევის, ცოდნის გაცვლის, შესაძლებლობების გაძლიერებისა და მთიანი ტურისტული მიმართულებების მედეგობის განვითარებაში.

 

ღონისძიება ასევე შექმნის შესაძლებლობას ავსტრიულ, ქართულ და ევროპულ ინსტიტუტებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განვითარებისათვის.

თარიღი: 17/09/2026