საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ში სოციოლინგვისტიკის მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციოლინგვისტიკის მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, გაიხსნა რომლის ორგანიზატორები არიან სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება. გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისს რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, სახელმწფიო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სკოლის ხელმძღვანელი თინათინ ბოლქვაძე და საზაფხულო სკოლის მოწვეული ლექტორები ნიდერლანდების, იტალიისა და აშშ-ს უნივერსიტეტებიდან.


საზაფხულო სკოლა ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  სახაფხულო სკოლაში მონაწილეობენ სტუდენტები თსუ-ისა და საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან, ასევე უცხოელი სტუდენტები სხვადასხვა ქვეყნიდან.


 სოციოლინგვისტიკის  საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავს ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ეთნოლოგია-ეთნოგრაფიისა და სოციოლოგიის მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სადოქტორო პროგრამის შემდგომი პერიოდის სპეციალისტებს მისცეს ცოდნა სოციოლინგვისტიკის თეორიასა და პრაქტიკაზე,  ენობრივ კონტაქტთა სახეებსა და შედეგებზე, ლინგვისტურ სიტუაციაზე, სახელმწიფოში ენათა იერარქიაზე, ენობრივ პოლიტიკასა და ადამიანის ენობრივ უფლებებზე.


სოციოლინგვისტიკის საზაფხულო სკოლის პროგრამა იხილეთ დანართში: 

https://tsu.ge/assets/media/files/87/17/SSIS_20025.pdf

 

თარიღი: 21/07/2025