საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობის გაფართოება თსუ-სა და ბარ-ილანის უნივერსიტეტს შორის

სამეცნიერო და აკადემიურ სფეროებში არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხებზე გაიმართა ონლაინ შეხვედრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბარ-ილანის უნივერსიტეტის (ისრაელი) წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, ბარ-ილანის უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი ოფერ დაჰანი, აკადემიური ხელმძღვანელი რეიჩელ  დეკელი, აკადემიური ვიზიტების დირექტორი იაელ ტოლედანო, პროფესორი ფილხაზ ნანიკაშვილი, აკადემიური თანამშრომლობისა და პროექტების დირექტორი, Erasmus+ICM კოორდინატორი დენიელ შუვალი.

ბარ-ილანის უნივერსიტეტი და თსუ აქამდე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულებით თანამშრომლობდა ერთმანეთთან. თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, მომავალში თანამშრომლობა კიდევ უფრო მრავალმხრივი გახდება. „ისრაელის ერთ-ერთ წამყვანი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე საუბარი შეეხო არსებული ურთიერთობის გაფართოებაზე. მათ შორის, სამომავლოდ ერთობლივ სამეცნიერო კვლევებსა და გაცვლით პროგრამებზე, განსაკუთრებით ნანოტექნოლოგიებისა და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით.“

ბარ-ილანის უნივერსიტეტი ისრაელის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა. 20 ათასამდე სტუდენტი სწავლობს უნივერსიტეტის 9 ფაკულტეტზე: ებრაისტიკა, მედიცინა, ინჟინერია, სამართალი, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები, სოციალური მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები და ჰუმანიტარული მეცნიერებები.

თარიღი: 13/01/2022