საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბავშვთა დაცვის დღე თსუ-ში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომლის ორგანიზატორი თსუ ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი იყო.

 

სტუმრებს მუსიკალური განწყობა შეუქმნეს ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვებმა, ხოლო საბალეტო სტუდია „ელეგანტის“ პატარა ბალერინები შთამბეჭდავი საცეკვაო ნომრით წარდგნენ. ასევე მოეწყო 10 სხვადასხვა გამომცემლობის საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც პატარები და მათი მშობლები მრავალფეროვან ლიტერატურას გაეცნენ და სასურველი წიგნები შეიძინეს.

 

შემეცნებით და შემოქმედებით სივრცეებში ბავშვებს დახვდათ კალიგრაფიის კუთხე, სადაც ლამაზად წერის ხელოვნებას გაეცნენ და ქიმიკოსების კუთხე, სადაც სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები ჩატარდა.

 

საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, ანთიმოზ ივერიელის დარბაზში მოეწყო საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა თემაზე: „ჩემი საყვარელი წიგნის ილუსტრაცია“.

თარიღი: 02/06/2026