თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური გაერთიანება „სხივის“ კინოკლუბის ორგანიზებით, საკულტო ფილმის, „დიდი მწვანე ველის", პირველ ჩვენებას სპეციალური სტუმარი, ფილიმის რეჟისორი, ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი უდიდესი ფიგური მერაბ კოკოჩაშვილი დაესწრო.
მან სტუდენტებთან ერთად განიხილა ფილმის თემატიკა, შინაარსი და ეპოქა, რომელშიც „დიდი მწვანე ველი“ შეიქმნა. სტუდენტებმა იხილეს არა მხოლოდ ეკრანული ისტორია, არამედ თავად ავტორისგან მოისმინეს მოგონებები, შემოქმედებითი პროცესის დეტალები და ის ხედვა, რომელმაც ქართული კინოს ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.
დიდმა რეჟისორმა განსაკუთრებით აღნიშნა, თუ რაოდენ სასიხარულოა, როცა მისი ღვაწლი და, ზოგადად, კინო დღევანდელ ახალგაზრდობას კვლავ ხიბლავს. მისი თქმით, ფილმისადმი სტუდენტების ინტერესი საუკეთესო დასტურია იმისა, რომ თემები და ემოციები, რომლებზეც იგი მუშაობდა, დღემდე ახერხებს თაობათაშორისი შემოქმედებითი დიალოგის წარმართვას.