საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტში  ტექნიკური ზედამხედველის  და ხარჯთაღმრიცხვლის   შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი პუნქტის და   24-ე   მუხლის    პირველი  პუნქტის     ,,ა’ ’, ,,ზ’’   და     "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების   მე-15  მუხლის    პირველი  პუნქტის,  მე-16 მუხლის  პირველი   პუნქტის   ,,ა’’,   ,,ვ’’,   ,,ზ’’,    ,,ნ’’   და    ,,პ”   ქვეპუნქტების  , თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     22 სექტემბრის      N268/02-01 და   მატერიალური რესურსების მართვის   დეპარტამენტის  უფროსის  იოსებ  სოფრომაძის   2023 წლის  20 სექტემბრის  N 27136/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის და ხარჯთაღმრიცხველის შესარჩევად.
2.მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველის და ხარჯთაღმრიცხვლის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1500 (ათასხუთასი) ლარით ( საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით ), შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
3.აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის მინიმალური 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ტექნიკური ზედამხედველის მოვალეობის შესრულების გამოცდილება ბოლო 1 წლის განმავლობაში;
გ) მაღალ დონეზე  უნდა  ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Excel, სასურველია ასევე AutoCad-ის ცოდნა.
4.აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
გ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე)  ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
ვ)  მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ზ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

5.   ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :
1)   სამშენებლო  ტექნოლოგიების,   შესრულებული    სამუშაოების მოცულობების პროექტთან    და    ნორმატიულ-ტექნიკურ    დოკუმენტებთან     შესაბამისობის
კონტროლი;
2)   მშენებლობაში  მონაწილეთა მიერ  საპროექტო დოკუმენტაციის  მოთხოვნების შესრულების, სამშენებლო ნორმების და წესების,  სახელმწიფო სტანდარტების, ტექნიკური პირობების  და სხვა იმ ნორმატიული  დოკუმენტების შესრულების კონტროლი, რომლებიც ეხება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების  ხარისხს და შესრულების ტექნოლოგიას;
3)   გამოყენებული მასალების მოცულობების პროექტთან და ნორმატიულ- ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი;
4)   სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების პროცესში იმ შეუსაბამობების და დეფექტების  გამოვლენა, რომლებიც ეწინააღმდეგება სამშენებლო ნორმებს და წესებს, სახელმწიფო სტანდარტებს და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს. მათი ფოტოფიქსაცია და განკარგულების გაცემა მათ აღმოფხვრაზე. განკარგულების სრულად  და  დროულად  შესრულების  კონტროლი, რაც აუცილებლად  უნდა დაფიქსირდეს სამუშაოთა წარმოების ჟურნალში;
5)   მშენებლის   მიერ  ლაბორატორიული  კვლევების  და  გაზომვების  ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტების შესაბამისად;
6)   გამოყენებული  კონსტრუქციების,  ნაკეთობების,  მასალების და  დანადგარების ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტების (ტექნიკური  პასპორტის, სერტიფიკატის,  ლაბორატორიული გამოცდის შედეგების და ა.შ.) შემოწმება;
7)   კონტრაქტის     ფარგლებში   განხორციელებული     სამშენებლო    სამუშაოების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი, მშენებლობაში   მონაწილეთა   მიერ შესრულებული სამუშაოების  მოცულობების კონტროლი;
8)   სამუშაოთა შესრულების  ფარული აქტების შემოწმება და შედარება ფაქტიურად შესრულებულ      მოცულობებთან.      რეალურად     შესრულებული     ფარული სამუშაოების    აქტების     დამოწმება    ხელმოწერით    და    მათში    მოყვანილი
სამუშაოების დასრულების თარიღის მითითებით;
9)   შესრულებული  სამუშაოების აღრიცხვა და ზედამხედველობის ყოველდღიური ჟურნალის წარმოება;
10) შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში  („ფორმა №2“) მოყვანილი  სამუშაოების  მოცულობების   შედარება  ხარჯთაღრიცხვასთან   და ფაქტიურად   შესრულებულ   სამუშაოებთან  და  შემდგომ  მათი  დადასტურება (სამშენებლო   კომპანიის    მიერ   შუალედური   სამუშაოების   დოკუმენტაციის გადმოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში);
11) დასრულებული  სამუშაოების  მოცულობების  ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის კონტროლის უზრუნველყოფა. ასევე დასკვნის მომზადება აღნიშნული  პროექტით მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით,  რის საფუძველზეც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები;
12) სამუშაოთა  შესრულების  გრაფიკის  კონტროლი და  საჭიროების  შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით  მისი ოპტიმიზაცია;
13) პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებისას დამკვეთის ინფორმირება; 
14) ხარჯთაღრიცხვაში   ახალი   სამუშაოს    შეტანის    შემთხვევაში    მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების დადგენა  შესაბამის  ნორმატიულ  დოკუმენტებზე და  საშუალო საბაზრო ფასებზე დაყრდნობით;
15) მშენებელი  ორგანიზაციისაგან   შრომის  უსაფრთხოების   და  გარემოსდაცვითი წესების დაცვის მონიტორინგი და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
16) ექსპლუატაციაში     გასაშვები      სისტემების     (მაგ.     გათბობის)      გამოცდის უზრუნველყოფა  და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობა;
17) მშენებლობის   მიმდინარეობის    შესახებ    დამკვეთისათვის   ყოველკვირეული ანგარიშის  მიწოდება  წერილობითი  ფორმით. ასევე, ყოველთვიური შემაჯამებელი  ტექნიკური ანგარიშების მიწოდება;
18) პროექტის  მონაწილე მხარეებთან  ოფიციალური  წერილობითი  კომუნიკაციის წარმოება სამუშაოთა  შეჩერების,  შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი თუ  რისკის ფაქტორის წარმოქმნისთანავე;
19) სამუშაოთა   შემსრულებლის   მიერ   ობიექტის/დანადგარების  ექსპლუატაციის წესების (სადაც რელევანტურია) დამკვეთისთვის გადაცემის კონტროლი.

6.    ხარჯთაღმრიცხველის  პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს  მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების  (ძირითადი  მოვალებები) შესრულება :
1) ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის სარემონტო ობიექტის  უშუალო   ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე გასარემონტებელი მოცულობების აზომვების განხორციელება;
2) გასარემონტებელი ობიექტის ოთახების (აუდიტორიების, ლაბორატორიების ან სხვა დანიშნულების ფართების) სქემატური აზომვითი ნახაზის შედგენა;
3) ობიექტზე ჩასატარებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის (სასურველია რესურსული  მეთოდით) შედგენა;
4) ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება გასარემონტებელი  ობიექტის ხელმძღვანელობასთან;
5) ტენდერის  ჩატარების შემდეგ გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველისათვის  ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მდებარეობის მითითება  ობიექტზე, სქემების შედგენაში დახმარება, გაურკვეველობის/პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში საკითხის  გადაწყვეტის  გზების მოძიება და შეთანხმება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან (ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, შესრულების ვადების კორექტირება და ა.შ.)


7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე; CV ქართულ ენაზე  (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
ბ)  განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); 
ე) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ  (ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა პოზიციის დაკავების შემთხვევაში);
ვ) მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი.


8.   კონკურსში    მონაწილეობის   მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა  განხორციელდეს სააპლიკაციო  პაკეტის   განხილვის   საფუძველზე    საკონკურსო   კომისიის    მიერ.
აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,   წინასწარი    შეტყობინების   საფუძველზე    შესარჩევ   კომისიასთან
გაივლიან   გასაუბრებას  (კონკრეტული  თარიღი და  დრო ეცნობებათ  წინასწარ).გასაუბრების  შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
9.   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური   რესურსების    მართვის          დეპარტამენტის    ტექნიკური ზედამხედველის  და ხარჯთაღმრიცხველის  შესარჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1).
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ   უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 10 ოქტომბრის   ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge   სათაურის  ველში უნდა მიეთითოს    „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველი ან ხარჯთაღმრიცხველი".
11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.
12. ბრძანება    სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის და ხარჯთაღმრიცხველის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  -  www.tsu.ge და ასევე ინტერნეტ  სივრცეში.
13. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო   დეპარტამენტი,    პერსონალის   მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 270/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტებისთვის პრაქტიკული მოსინჯვის უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ 2023 წლის 13 სექტემბრის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი  განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 2023 წლის 26 სექტემბრის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის  N27848/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის  მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური  საგანმანათლებლო  საჭიროებების  მქონე აპლიკანტებისთვის პრაქტიკული  მოსინჯვის  უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ 2023 წლის 13 სექტემბრის  N206/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის დანართი   N1 ჩამოყალიბდეს ახალი , წინამდებარე  ბრძანებაზე  თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 221/01-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01  ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი    ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის    პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის   მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“     მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის N27434/32, 22.09.2023 და N27727/32. 25.09.2023 წარდგინებების საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამებზე    ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს   N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის  საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური  ადგილების სიაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

 

 

N

 

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური  ადგილების რაოდენობა

 

1

 

კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა

 

22

 

2

საზოგადოებრივი ჯანდაცვა და

ეპიდემიოლოგია

 

8

 

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

 

სრულად

ბრძანების N: 222/01-01  

2023/2024 სასწავლო წლისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და   მე-11  პუნქტების,  რექტორის  ბრძანების     (N  87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა    საერთაშორისო    გაცვლით     და     მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის    შერჩევის    წესის    დამტკიცების   შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის        2021 წლის        31 მაისის         N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა   შერჩევის  წესის   მე-4  მუხლის   მე-18    - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 27804/10; 26.09.2023) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს     კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის თსუ- ს ორმხრივი    თანამშრომლობის   ხელშეკრულების     ფარგლებში   პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების  მიერ  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი     ჩატარდეს 2023 წლის 28 სექტემბერს.
3.დამტკიცდეს     შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ხათუნა      მარწყვიშვილი,     თსუ      ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; 
ბ)    ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ეკა   ლეკაშვილი,   თსუ     ეკონომიკისა    და    ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) მარიამ    ელიზბარაშვილი,    თსუ     ზუსტ   და    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) ნინო   რუხაძე,    იურიდიული    ფაკულტეტის  ასისტენტ   პროფესორი, კომისიის წევრი;

4. ნათია  კალანდაძე, საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
5. კომისიას    დაევალოს   თავისი     საქმიანობა    წარმართოს   მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის  რექტორის 2021  წლის  31  მაისის
15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საერთაშორისო გაცვლით   და მობილობის   პროგრამებში  მონაწილეობისათვის   სტუდენტთა    შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 223/01-01    

სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის   პირველი  პუნქტის   ,,ა’’, ,,ნ’’ , ,,ო“ და  ,,პ” ქვეპუნქტების,  საფინანსო დეპარტამენტის  ექსპერტის   მურმან  ცარციძის   2023 წლის  26 სექტემბრის  N27820/10  წერილის  საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  ,,სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის წესი’’ (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებგვერდზე  გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი, №64). 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 274/02-01      

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2023 წლის 21 სექტემბრის MES 923 0001213778 ბრძანებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირებისათვის  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს მიღების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ"   საქართველოს  კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, 52-ე  მუხლის   მე-53  პუნქტის,   522 -ე  მუხლის პირველი  და  მე-2  პუნტებისა, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველინაწილის, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა, „საქართველოს მოქალაქეებისა  და   „საქართველოს  მოქალაქეთა  და   საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)    მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის  გაცემის  წესის  შესახებ“  საქართველოს კანონის 20 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც 13 ბოლო 2 წლის  განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების   შესახებ“   საქართველოს კანონით  გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე  არსებულ  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  და რომელთა სრული ზოგადი  განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის   (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 მუხლით 13 გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ  სრული  ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების  გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანებით დამტკიცებული  წესისა   და  პირობების,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 21 სექტემბრის MES 9 23 0001213778  ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2023 წლის 21 სექტემბრის  MES 9 23 0001213778 ბრძანებით  ერთიანი  ეროვნული  გამოცდების  გავლის გარეშე ჩარიცხვისა  და დაფინანსების  უფლებამინიჭებული პირებისათვის   სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადად 26 -27  სექტემბერი (18 საათამდე);

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს  მიერ დადგენილი  წესით აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული  სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით); გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონულივერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 220/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 21 სექტემბრის N213/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 21 სექტემბრის N27360/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ მოცულობა განისაზღვროს 180 საათით;

2. სასერტიფიკატო კურსის პოპულარიზაციის მიზნით კურსი განხორციელდეს ერთჯერადად, მსმენელთა მიერ საფასურის გადახდის გარეშე (არაუმეტეს 30 მსმენელი), ხოლო ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება თსუ-სა და ტრენერს შორის დადებული ხელშეკრულებით;

3. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება (ხელშეკრულების შესაბამისად) 1 საათი - 30 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 264/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N27328/30, 21.09.2023 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების სიაში და სიის მე-2 და მე-3 ნომრები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
2 პოლიტიკის მეცნიერება 5
3 3 სოციოლოგია 5 5

 “

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 219/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N27217/31-02 , 20.09.2023 წარდგინებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N27225/26, 21.09.2023 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამის ვაკანტურ ადგილებში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1 სამართალი 45

 

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტურ ადგილებში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1 განათლების ფსიქოლოგია 4
2 ფსიქოლოგია 17
3 კულტურული პერსონოლოგია,ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები 1
4 პროფესიული განათლება (ინგლისურენოვანი) 6
5 განათლების მეცნიერებები (ერთობლივი)

11 (თსუ-9; აწსუ-2)

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

 

სრულად

ბრძანების N: 216/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის   პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის   პირველი პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ე’’  და  „ნ“  ქვეპუნქტების,   2023 წლის   18 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსშეჩერებულ    საქართველოს    მოქალაქეობის    ან     პირადობის ნეიტრალური მოწმობის   ან/და   ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,    დოქტორანტურის, მასწავლებლის    მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტო,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამის  იმ   სტუდენტებს,  რომლებსაც 2023 წლის  1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული  ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი (იმ შემთხვევაში თუ  სტატუსის შეჩერებიდან გასული  არ არის 5 წელი) და ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის უნივერსიტეტის   წინაშე   გააჩნიათ  ფინანსური   დავალიანება  სწავლის საფასურის სახით,  ჩამოეწეროთ აღნიშნული   დავალიანება  და  მიეცეთ   შესაძლებლობა კანონმდებლობითა და   უნივერისტეტის  შიდასამართლებრივი   აქტებით   დადგენილი წესით 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან გაიარონ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.
2.შესაბამისი  სტუდენტების მიერ ამ ბრძანების პირველ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული    და    აკადემიური   რეგისტრაციის     გავლის უზრუნველსაყოფად, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის ადმინისტრაციული და აკადმიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი;
ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი.

3.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება,  წინამდებარე ბრძანების და შესაბამისი ინფორმაცის სტუდენტებისთვის მიწოდება (ელ. ფოსტით, მოკლე ტექსტური  შეტყობინებით,  სასწავლო პროცესის  მართვის  ელექტრონული  სისტემით) დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6.  წინამდებარე  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  მისი  ძალაში შესვლიდან  1 თვის ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოში,  მისამართზე  ქ.  თბილისის,   დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


რექტორი ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 21/04  

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა დამ ეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუ ნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების, 2023 წლის 13 სექტემბრის N244/02-01 ბრძანებისა და თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიისი ისტიტუტის 2023 წლის 13 სექტემბრის N26064/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ”ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02- 01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,13. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი (ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N31) 1. ხაჩიძე მირანდა - ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი -ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე 403 და 404 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და 405 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურიად პასუხისმგებელი;

2. ქავთარაძე ნინო - ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე 401, 402, 406-417ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და 416 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

3. მოლოდინაშვილი ზაზა - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 505-515 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხსიმგებელი პირი;

4. წინწკალაძე გიორგი - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე 309-315 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;

5. კლარჯეიშვილი ნაზი - აგრარული ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე NN:301, 302, 303, 305, 306, 307, 317 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და ამავე სართულზე მდებარე 304 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

6. ჩუბინიშვილი ზურაბი - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 501-504 და 517 ოთახებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

7. ბალხამიშვილი გოდერძი - მომმარაგებელი - ინსიტუტის განკარგულებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

8. გურგენაძე მურთაზი – უფროსი ინჟინერი - ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-2 სართლზე მდებარე ბუღალტერიის ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

9. გაბუნია ვახტანგი - ფიზიკურ-ქიმიური კვლევის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის რენდგენის ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;

10. დოლაბერიძე ნანული - ფიზიკურ-ქიმიური კვლევის ლაბორატორის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე 309 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

11. მჭედლიშვილი ირინა - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი-ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 507 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი; 12. ხოტენაშვილი ნანული - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 501 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 262/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 13 სექტემბრის N244/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. დამტკიცდეს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესი’’ (დანართი N1).

2. დატკიცდეს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებაზე და ინფორმაციის მოწოდებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების სია’’ (დანართი N2).

3. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 06 მარტის N48/02-01 ბრძანება.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე).

5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე).

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 261/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2023 წლის 19 სექტემბრის N26973/10 წერილისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 19 სექტემბრის N27055/10 და 2023 წლის 20 სექტემბრის N27121/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი „ქართული ენა დამწყებთათვის“;

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 213/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2023 წლის 13 სექტემბრის N26027/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023 წლის 8 სექტემბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ა) ლინდა გიორგაძე - თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე - 0,5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ლინდა გიორგაძესთან.

3. წინამდებარე ბრძანების განთავსება ოფიციალურ ვებგვერდზე დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

 

სრულად

ბრძანების N: 214/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წელს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ მიღების გამოცხადების, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე -„შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“ (ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 3);

2. განისაზღვროს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლისთვის მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია - მატერიალური ფორმით) – 22 სექტემბერი;

ბ) გამოცდა უცხო ენაში – 25 სექტემბერი (10:00 სთ.);

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 25 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 26 სექტემბერი (12:00 სთ.-მდე);

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 26 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 27 სექტემბერი (10:00 სთ.);

ზ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 27 სექტემბერი;

თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 28 სექტემბერი (12:00 სთ.- მდე);

ი) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 28 სექტემბერი;

კ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 29 სექტემბერი (13:00 სთ.-მდე);

ლ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 29 სექტემბერი.

3.განისაზღვროს თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმღებ კომისიაში მატერიალურად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 215/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ,გაიპარაშვილის 2023 წლის 14 სექტემბრის N26294/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასიი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;

ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში შემოსული საბიბლიოთეკო დოკუმენტების აღრიცხვა და რეგისტრაცია ჯამობრივი და ინდივიდუალური აღრიცხვის ჟურნალებში;

ბ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ტექნიკურად დამუშავება;

გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ბიბლიოგრაფიული აღწერილობის შედგენა;

დ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების კლასიფიცირება;

ე) ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა;

ვ). ელექტრონული კატალოგის რედაქტირება-კორექტირება უზრუნველყოფა;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი).

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარი (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 254/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ,გაიპარაშვილის 2023 წლის 14 სექტემბრის N26294/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასიი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე:

4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;

ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა)საბიბლიოთეკო დოკუმენტების დიგიტალიზაცია;

ბ) დასკანერებული საბიბლიოთეკო დოკუმენტაციის გვერდების დამუშავება, PDF ან/და Flash ფორმატში გადაყვანა;

გ) საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების საიტზე განსათავსებლად მომზადება;

დ) ელექტრონულ კატალოგში და ბიბლიოთეკის ვებ. გვერდზე საბიბლიოთეკო დოკუმენტების ელექტრონული ვერსიების განთავსება;

ე) არსებული ელექტრო-მექანიკური და ავტომატიზაციის მოწყობილობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტი.

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსების განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 257/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

მაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ,გაიპარაშვილის 2023 წლის 14 სექტემბრის N26294/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასიი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. ალიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;

ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ე) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, სამეცნიერო კვლევენისა და აკადემიური პერსონალის მუშაობისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიება;

ბ) თანამედროვე ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მოძიება ფონდების შევსების მიზნით;

გ) კატალოგის სრულფასოვნად შევსებასა და წესების დაცვაზე მონიტორინგი;

დ) კოლექციებისა და ფონდების ანალიზი და მათი პოპულარიზაცია;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი). 10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ინფორმაციული კვლევის განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელ განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2023 წლის 14 სექტემბრის N26294/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად (1 ვაკანსია).

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა.

3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი /პროფესიული განათლება;

ბ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი საბიბლიოთეკო საქმის შესახებ, უნივერსიტეტის წესდება, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დებულება;

4. აპლიკანსტს უნდა ჰქონდეს:

ა) კომპიუტერული უნარები;

ბ) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

დ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო–საარქივო დოკუმენტების შესწავლა და დამუშავება;

ბ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ პუბლიკაციების, საგანმანათლებლო–სამეცნიერო მასალების დამუშავება და შენახვა;

გ) საბიბლიოთეკო – საარქივო ფონდების აღწერა, შესწავლა და სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა;

დ) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება;

ე) განყოფილების გამგესთან და თანამშრომლებთან ერთად სტუდენტური კონფერენციების მომზადება და გამართვა;

ვ) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკასთან დაკავშირებით არსებული არაქართულენოვანი ლიტერატურის თარგმნა და საგამომცემლოდ მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ქართულენოვანი ტექსტების უცხო ენაზე თარგმნა.

ზ) ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტების მონაცემების შეტანა.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1);

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილების (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი).

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უახლესი ისტორიის პერიოდის არქივების შემსწავლელი განყოფილებაში (შტატგარეშე პოზიციაზე) უფროსი ბიბლიოთეკარის (უფროსი სპეციალისტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 256/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის მიღებაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ 2023 წლის 13 სექტემბრის N204/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 2023 წლის 19 სექტემბრის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N26914/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის მიღებაზე ქ. თბილისში და ქ. ქუთაისში რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ“ 2023 წლის 13 სექტემბრის N204/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე-2 პუნქტის დანართი N2 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N2).

2. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას. 3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 212/01-01