საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’,  ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის და ფაკულტეტის დეკანის ს. დუნდუას  2025 წლის 5 ნოემბრის N28582/30 განცხადების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორის შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 1 ვაკანსია ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

2.  კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ბაკალავრი/მაგისტრი ან სტუდენტს.

3.   კონკურსში მონაწილე პირი უნდა იცნობდეს: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულება

4. კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ქართული ენის ცოდნა;
გ) ინგლისური ენის ცოდნა (სასურველია);
დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

5.  სტაჟიორის შერჩევისას ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა 
ბ) დავალების შესრულების ხარისხი
გ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება 
დ) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ე) გუნდური მუშაობის კულტურა
ვ) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა 
ზ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
თ) ინიციატივის გამოვლენა
ი) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი 
კ) კომუნიკაბელურობა
ლ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6. სტაჟიორის ფუნქცი- ვალდებულებებია:

1. გაეცნოს თსუ-ს შინაგნაწესს, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულებას და მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხის დამუშავებაში;
2. მიიღოს მონაწილეობა ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. სამსახურის დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელოექტრონული საშუალებებითა და სხვა.
3. შეისწვლოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო თემების ელექტრონული არქივის შექმნა/განახლება; ფაკულტეტზე დაგეგმილი კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებაში ტექნიკური დახმარება; სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის მომზადება/მოწესრიგება;
4.   გაუწიოს ტექნიკური დახმარება ფაკულტეტზე დაგეგმილი კონფერენციებისა და შეხვედრების ორგანიზებას,
5.  განახორციელოს ფაკულტეტის სოციალური მედიის მართვა; ფაკულტეტზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გამოკითხვების ორგანიზებაში ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
6.  შეასრულოს ყველა ის დავალება, რომლებიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
7.  კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: 
ა)    განაცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );
ბ)    CV;
გ)    საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)   განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ე)    უცხოენის ცოდნის   დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);
ვ)    ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8.   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის   19 ნოემბრიდან   21 ნოემბრამდე ჩათვლით.

9. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტი განხილვის   საფუძველზე ინდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.

10.  სტაჟირების პერიოდი განისაზღვრება   6 (ექვსი) თვე. ანაზღაურებადი სტაჟირება განისაზღვრება თვეში 650 (ექვსასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

11. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტაზე. შემდეგ ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით.

12. მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2025 წლის
19 ნოემბრიდან 21 ნოემბრამდე ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

13. ინფორმაცია „ სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტაჟიორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 15 დეკემბრისა.15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 372/02-01  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინინსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში  სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და    24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 3 სექტემბრის N260/02-01 ბრძანების, სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის    2011 წლის    16 მაისის    N80/02-01 ბრძანებით დამტკიცებული სტაჟირების გავლის წესის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  4 ივლისის  N190/02-01 ბრძანების და დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მ. ჯოჯუას 2025 წლის 30 ოქტომბრის N27757/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი  სტაჟიორების  შერჩევის  მიზნით  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის    საფინინსო    დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე, 2 (ორი) ვაკანსიაზე.

2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს ან დმამთავრებელი კურსის სტუდენტს.

3. კონკურსში მონაწილე პირმა სასურველია იცოდეს: 
ა)საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; 
ბ)საქართველოს კანონი ,,უმაღლესი განათლების შესახებ;
გ) თსუ-ს საფინანსო დეპარტამენტის დებულება.


4. აპლიკანტი უნდა ფლობდეს:

ა) სახელმწიფო ენას (წერა, კითხვა, მეტყველება); ბ) ინგლისურ ენას (სასურველია);
გ) საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office: WORD, EXCEL, INTERNET, POWERPOINT.

5.სტაჟიორის   შერჩევისას   ყურადღება   მიექცევა   შემდეგ   პიროვნულ   მახასიათებლებს (უნარებს):

ა) პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა
ბ) დავალების დადგენილ ვადაში შესრულება
გ) დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
დ) გუნდური მუშაობის კულტურა
ე) პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა
ვ) ტექნიკური უნარ-ჩვევები
ზ) ინიციატივის გამოვლენა
თ) კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი ი) კომუნიკაბელურობა
კ) ცვლილებების სწრაფად აღქმის უნარი.

6. სტაჟიორის ფუნქცია- ვალდებულებებია:

1. გაეცნოს   საფინანსო   დეპარტამენტის,   შესყიდვების   განყოფილების   და უნივერსიტეტის მუშაობის სპეციფიკას. კომპეტენციის ფარგლებში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა საკითხების დამუშავებაში.
2. გაეცნოს განყოფილების  დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა);
3. შეისწავლოს სახელმწიფო  შესყიდვების კანონი, კანონქვემდებარე     აქტები, გაეცნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცემულ მითითებებსა და რეკომენდაციებს;
4. გაეცნოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას (https://procurement.gov.ge/);
5. შეისწავლოს სხვადასხვა დოკუმენტაციის მომზადება: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები,   ხელშეკრულებაში ცვლილების შესახებ შეთანხმებები, ბრძანებების პროექტები და სხვა).
6.  გაეცნოს ტენდერის წინამოსამზადებელ პროცედურებს, როგორიცაა ტექნიკური დავალების გადამოწმება/სისტემატიზაცია, ბაზრის კვლევა, ბაზრის კვლევის შედეგების ანალიზი და სხვა;
7.   მონაწილეობა მიიღოს, ტენდერის ჩატარების საჭირო სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების შედგენაში; 
8.   სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას მონაწილეობა მიიღოს სატენდერო წინადადებების განხილვა - შეფასებაში, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადებში;
9.   ზედამხედველობის ქვეშ მოამზადოს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები;
10. შეისწავლოს  გამარტივებული  შესყიდვის,  ელექტრონული  ტენდერის  ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ  ხელშეკრულების  ცვლილების   (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის)ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
11. მოამზადოს    კომპეტენციის    ფარგლებში,    უნივერსიტეტის    სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსულ კორესპოდენციაზე წერილობითი პასუხები;
12. განახორციელოს,  განყოფილების  ხელმძღვანელის  დავალებით,  დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვადასხვა მიმდინარე სამუშაოები;
13. შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ, გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულის დებულებით და საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე;
14. გაეცნოს უნივერსიტეტის შინაგანაწესს და ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს.


7. კონკურსში    მონაწილეობის    მისაღებად    სტაჟიორობის    კანდიდატმა    უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)     განცხადება   კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2,1 ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ );

ბ) CV;

გ)  საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ე) უცხო ენის ცოდნის   დამადასტურებელი დოკუმენტი  (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“ (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

8.დოკუმენტაციის  წარმოდგენის ვადა  განისაზღვროს  2025 წლის 20  ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით.

9. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, შერჩეული აპლიკანტები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.

10. ანაზღაურებადი სტაჟირება თვეში განისაზღვრება 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა. სატაჟირების გავლის პერიოდია 3 ( სამი) თვე. 
11. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის   განხილვის საფუძველზე და შემდეგ ეტაპზე გადასვლა ეცნობებათ ელ-ფოსტის მეშვეობით.

12. აპლიკანტის  მიერ საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  განისაზღვრება   2025  წლის  20 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით 17 საათამდე, ელექტრონულ ფოსტაზე : stajireba@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს - ანაზღაურებადი სტაჟირება შესყიდვების განყოფილებაში.

13. ინფორმაცია    ,,სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში სტაჟიორების შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ" განცხადება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ინტერნეტ სივრცეში.

14. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2025 წლის დეკემბრის თვისა.

15. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური).

16. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 373/02-01  

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2025 წლის 4 ნოემბრის N19-01253082791 (თსუ რეგისტრაციის N20608/10-02,  05.11.2025) წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული  სტუდენტების წახალისების და სოციალურად დაუცველი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2021 წლის 9 თებერვლის, N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2024 წლის 12 ნოემბრის  „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის N74-4 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N303/01-01 ბრძანება.
3. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.  წინამდებარე  ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის  დღიდან  1  თვის ვადაში     ქ.თბილისის     საქალაქო   სასამართლოს   ადმინისტრაციულ    საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 281/01-01    

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცებისა და აღნიშნულ პროგრამებზე ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, „2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 18 ივლისის N122/ნ ბრძანების N1 დანართის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული ბაკალავრიატის/დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე დასაფინანსებელი ადგილების  რაოდენობა პროგრამული დაფინანსების ფარგლებში, სტუდენტების მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის გათვალისწინებით წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის  შესაბამისად (დანართი N1).
2.მომდევნო სასწავლო წლებში (მაგრამ არაუმეტეს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ ვადაში), პროგრამული დაფინანსების ფარგლებში  სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა სასწავლო წელს ბრძანების დანართ N1-ში  მითითებულ შესაბამის  პროგრამაზე ათვისებული  ექნება აღნიშნული   პროგრამით  გათვალისწინებული არანაკლებ 45 კრედიტი
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა  და  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 280/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“  და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა  და სასწავლო პროცესის  მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო თსუ-ს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2.წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლისას  სწავლის საფასურად;
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და  გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   თბილისი,   დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1279/01-04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ” რექტორის 2025 წლის 14 ნოემბრის N1279/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო   სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით  დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1 .შევიდეს  ცვლილება ,, სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის
2025-2026 სასწავლო წლის  შემოდგომის  სემესტრიდან  ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ” რექტორის
2025 წლის 14 ნოემბრის   N1279/01-04 ბრძანებაში და პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი N1)
2.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 1289/01-04  

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების  მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის,  მე-8  პუნქტის  "ა",  "ბ"  და  "პ"  ქვეპუნქტების,  მე-9  პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.დამტკიცდეს    „ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის წესი“ დანართი N1.
2.ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.დაევალოს    კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება    ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 278/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო თსუ-ს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2.წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს მომდევნო ადმინისტრაციული  რეგისტრაციის გავლისას  სწავლის საფასურად;
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე  და  გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს;
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 1276/01-04      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 06 ოქტომბრის N286/02-01 ბრძანებაში ცვლილებების  შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ზ’’   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ   პირთა   საქმიანობის    წესის    დამტკიცების შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 სექტემბრის  N274/02-01 ბრძანების, თსუ- ის იურიდიული ფაკულტეტის 2025 წლის    16 სექტემბრის     N26212/35-05 და  თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის N22946/10, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის 17 სექტემბრის N23085/32, თსუ-ის ანდრია რაზმაძის მათემატიკის  ინსტიტუტის  18 სექტემბრის   N23295/10, თსუ-ის ეროვნული  სამეცნიერო ბიბლიოთეკის 24 სექტემბრის N23758/10, თსუ-ის გამომცემლობის 22 ოქტომბრის N26806/10, თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  2025 წლის 29 ოქტომბრის N27603/28, თსუ-ის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის 2025 წლის   06 ნოემბრის   N28713/10, თსუ-ის კანცელარიის 2025 წლის   11 ნოემბრის N29219/10 და     თსუს-ის    ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის  მურმან ცარციძის 2025 წლის 11 ნოემბრის N29169/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


 
1. შევიდეს ცვლილებები ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 06 ოქტომბრის N286/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ N1 დანართში და აღნიშნული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (დანართი N1).
2.  ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის  გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, მისი ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან, ერთი თვის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ქ. N64).


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 359/02-01  

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი N1) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის    პირველი   პუნქტის,   ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების     მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა ,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების   დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   საბჭოს    2017 წლის   31 მაისის    N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის    მე-6    მუხლის     მე-17,    მე-18    და    მე-20    პუნქტების,    ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის  ფიზიკის      ინსტიტუტის დებულების მე-9 მუხლის  მე-7 პუნქტის, მე-11 მუხლის   მე-5 პუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ  რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 4 ივლისის 10/04 ერთობლივი ბრძანების  და ელეფთერ ანდრონიკაშვილის   სახელობის  ფიზიკის   ინსტიტუტის დირექტორის გელა
გელაშვილის 2025 წლის   10 ნოემბრის   N28963/10 წერილის  (თან  ერთვის  ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის     2025 წლის    7 ნოემბრის     სხდომის   შემაჯამებელი   ოქმი    N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ა) კონდენსირებული გარემოს ფიზიკის განყოფილება:
არჩილ ჭირაქაძე - მეცნიერი თანამშრომელი 1 საშტატო ერთული (4 წლის ვადით)


2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის  ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელ არჩილ ჭირაქაძესთან.

3.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის  სამსახური,   ელეფთერ ანდრონიკაშვილის    სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 275/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ"  და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული  „უმაღლესი განათლების  მართვის   საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8  პუნქტის, „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების  საჯაროდ გამოცხადების  წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.აღუდგეთ     სტუდენტის   სტატუსი      2025-2026 სასწავლო   წლის    შემოდგომის სემესტრიდან სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის     საგანმანათლებლო  პროგრამების   შემდეგ სტუდენტებს N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე    განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო     ტექნოლოგიების      დეპარტმენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების   დაინტერესებულ  პირთათვის   გადაცემა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


  რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 1258/01-04      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის აღდგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ"  და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და  პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის  წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის №10/ნ ბრძანების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული ბაზის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   აღუდგეთ სტუდენტის სტატუსი 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის    საგანმანათლებლო პროგრამების შემდეგ სტუდენტებს N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1).
2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 1257/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის  სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომლი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის  შედეგების  (შემაჯამებელი  ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  და ,,პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ “, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის  მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის,  მე-10 მუხლის  მე-2 და მე-4 პუნქტების და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ლებანიძის 2025 წლის 4 ნოემბრის N6934/10-02 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომლი - თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

პეტროლოგიის, მინერალოგიის, გეოქიმიისა და ლითოლოგიის განყოფილება
ბერიძე  გიორგი  -  მთავარი   მეცნიერი   თანამშრომელი (ვადიანი)-   1  საშტატო ერთეული;
მაისურაძე ნიკოლზი -   მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;

2.   დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს არჩეულ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება
3.   წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.   წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპრტამენტი,  ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 274/01-01

2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ორმხრივი თანამშრომლობით გათვალისწინებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტიების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის  31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე  პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის  უფროსის წერილის (N 29230/10; 11.11.2025) საფუძველზე,

ვბრძანებ:


1. ჩატარდეს    კონკურსი ორმხრივი თანამშრომლობით გათვალისწინებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის  საფეხურის სტუდენტებისათვის 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 12 ნოემბერს.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.ნინო ქიმერიძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
2.კონსტანტინე ბრეგაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
3.სიმონ გელაშვილი - ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
4.სერგი ჯორბენაძე - იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;


4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ირინა გამყრელიძე
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 277/01-01  

„სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 25 აგვისტოს N114/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის   პირველი   პუნქტის   ,,ზ’’   ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2  და  მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16   მუხლის   პირველი   პუნქტის   „ნ“   ქვეპუნქტისა და საფინანსო დეპარტამენტის  უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მანონი ჯოჯუას   2025  წლის 7 ნოემბრის  N28788/10  წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სატენდერო კომისიის, სატენდერო კომისიის აპარატის შექმნისა და „სატენდერო  კომისიის   შექმნის   შესახებ“   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 14 ნოემბრის N200/02-01  ბრძანების       ძალადაკარგულად        გამოცხადების   შესახებ“ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2014  წლის 25 აგვისტოს    N114/02-01 ბრძანებაში  და ბრძანების   მე-2  პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,2. სატენდერო      კომისიის      ტექნიკური      და      ორგანიზაციული      საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას სატენდერო კომისიის აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირმა აბრამიშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი;
ბ) ინგა  მერკვილიშვილი - საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების უფროსის მოადგილე;
გ) ლელა  კოპალეიშვილი    - საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
დ) დინარა ტიკარაძე - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
ე)  ლია  ბაყაშვილი  -  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების  მთავარი სპეციალისტი;
ვ)  შოთა  გაბადაძე  -  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების  მთავარი სპეციალისტი;
ზ) ლევან იობაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების მთავარი სპეციალისტი;
თ)  ქრისტინა  ხუციშვილი  -  საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
ი) შორენა გურაშვილი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
კ) მიხეილ ჩადუნელი - საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
ლ)    ნინო    დუნდუა    -    საფინანსო    დეპარტამენტის    შესყიდვების    განყოფილების სპეციალისტი.’’

2.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე        განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.   ბრძანების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების   უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 354/02-01    

2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტიების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების  მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, ,,სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და  მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის შერჩევის  წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის  N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო  ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის წერილის (N 29230/10; 11.11.2025)  საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.ჩატარდეს კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის 2025/2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის  გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი    ჩატარდეს 2025 წლის 11 - 13 ნოემბერს.

3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

1.   ეკა ლეკაშვილი - ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
2.   ეკატერინე  ფირცხალავა  -  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
3.   გიორგი ამირანაშვილი - იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
4.   ირინე გველესიანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი;
5.   ნათია სვანიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
6.   ნანა მჭედლიძე, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
7.   თამარ კბილაძე - ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
8.   დავით    მაცაბერიძე    -    სოციალურ    და    პოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
9.   ხათუნა  მარწყვიშვილი  -  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
10. ნათელა   ნემსაძე   -   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;


4.   დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ირინა გამყრელიძე
5.   კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და    ,,სსიპ    -    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04, 10 მარტისა N 9/04, 2024 წლის 14 ნოემბრის N 24/04 და 2025 წლის 13 ოქტომბრის    ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

რექტორი ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 276/01-01  

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების,  გრანტი/კრედიტისა  და საკუთარი შემოსავლების ფარგლებში, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე   მუხლის    პირველი  პუნქტის  „ზ“,   ,,თ“   და   ,,ი“  ქვეპუნქტების, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლების, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების, გრანტი/კრედიტისა და საკუთარი შემოსავლების  ფარგლებში, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების თანდართული გეგმა დაფინანსების წყაროების შესაბამისად (დანართი N1, N2,N3).

2.  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების თანდართული გეგმა კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილ იქნას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

3.   ბრძანების  შესრულებაზე კონტროლი დაევალოს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს.

4.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5.   ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების უზრუნველყოფა  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

6.   ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

7.   ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისი  ძალაში შესვლიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, მისამართზე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 350/02-01

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში-ანდრია  რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და  მეცნიერი  თანამშრომლების თანამდებობაზე   გამოცხადებული  კონკურსის   შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის    პირველი   პუნქტის,   ,,საჯარო   სამართლის  იურიდიული   პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების     მე-14 მუხლის   პირველი  პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა ,  მე-9  პუნქტის, ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის    სამეცნიერო   პერსონალის   სამსახურში   მიღების ერთიანი წესისა  და  სამეცნიერო  თანამდებობების   დაკავების  დამატებითი  პირობების დამტკიცების შესახებ”    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   საბჭოს    2017 წლის  31 მაისის  N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის   მე-6  მუხლის   მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,  ანდრია  რაზმაძის სახელობის   მათემატიკის          ინსტიტუტის   დებულების მე-10  მუხლის   მე-3  და  მე-4 პუნქტების, სსიპ      ივანე      ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2025 წლის  4 ივლისის    10/04 ერთობლივი ბრძანების   და   თსუ  ანდრა რაზმაძის სახელობის მათემატიკის   ინსტიტუტის დირექტორის  ნინო  ფარცვანიას  2025
წლის 4 ნოემბრის N28420/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 3 ნოემბრის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ   სამეცნიერო - კვლევით ერთეულში  ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი  თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე  გამოცხადებული   კონკურსის  შედეგი  (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვროს არჩეულად:

ა) გეომეტრიისა და ტოპოლოგიის განყოფილება:

 
ანზორ  ბერიძე   - უფროსი  მეცნიერი  თანამშრომელი 0.5 საშტატო  ერთული  (7 წლის ვადით)
ბ) მათემატიკური ლოგიკის განყოფილება:
კონსტანტინე რაზმაძე - მეცნიერი თანამშრომლი 0.5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)
გ) მათემატიკური ანალიზის განყოფილება:
ლაზარე ნათელაშვილი - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  1 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს  შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ანდრია რაზმაძის  სახელობის მათემატიკის  ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომელ ანზორ   ბერიძესთან   ,მეცნიერ   თანამშრომელ კონსტანტინე   რაზმაძესთან   და  მეცნიერ თანამშრომელ ლაზარე ნათელაშვილთან.

3.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  ანდრია რაზმაძის   სახელობის  მათემატიკის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 271/01-01  

2025/2026 სასწავლო წლისათვის, ორმხრივი თანამშრომლობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თსუ-ს აკადემიური  და ადმინისტრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე- 14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის   პერსონალის შერჩევის  წესის   დამტკიცების თაობაზე უნივერსიტეტის  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის   N8/04 ერთობლივი ბრძანებით  დამტკიცებული ,,სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  მე-4 მუხლის  მე-10  - მე-12 პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის    შემსრულებლის წერილის (N 28744/10; 07.11.2025) საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.ჩატარდეს     კონკურსი   2025/2026 სასწავლო წლისათვის,  ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული  ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების     მიერ     თსუ-ს    აკადემიური    და     ადმინისრაციული პერსონალისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.    კონკურსი   ჩატარდეს  2025  წლის  7  ნოემბრიდან  28  ნოემბრის  ჩათვლით პერიოდში
3.        დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ერეკლე ასტახიშვილი,  თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) კახაბერ ჭეიშვილი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;
გ)  შოთა  ფოთოლაშვილი, თსუ   ხარისხის   უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
დ) ლაშა სღინაძე თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კომისიის წევრი;


4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.
5.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.    კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის  წესის  დამტკიცების თაობაზე  უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N 8/04, 2025 წლის 6 ოქტომბრის N 15/04 და 9 ოქტომბრის N 16/04 ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის საფუძველზე.
7.    წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 272/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და წარდგენის ვადების განსაღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 02 ივლისის №42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“ 19-ე მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის მე-13 მუხლის  მე-4 პუნქტის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელის 2025 წლის 04 ნოემბრის N28339/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2025 წელს ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედნის წარმოდგენით); ბ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;
გ) მიღებული წინარე განათლების დამადასტურებელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ- ერთი დოკუმენტის ასლი (დედნის  წარმოდგენით);
გ.ა.) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, პროფესიული განათლების მე-4   ან/და მე-5 დონის   დამადასტურებელი დიპლომის ან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი  ((დედნის  წარმოდგენით) საფინანსო სერვისების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე     საბაზო განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის/პროფესიული განათლების მე-4 ან/და მე-5 დონის დამადასტურებელი დიპლომის/სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი);
გ.ბ.) თსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე  ყოფნის დამადასტურებელი  დოკუმენტი (მმამრობითი სქესის აპლიკანტებისთვის).
2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული  დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2025 წლის 04-22 ნოემბერი.
3. ამ ბრძანების მეორე პუნქტით განსაზღვრულ  ვადაში შესაბამისი  დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი;
4. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ) გაფორმება ქ. თბილისში რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა უნდა მოახდინონ შემდეგ მისამართზე:  ქ. თბილისი უნივერსიტეტის ქ. N19, მე-10 სასწავლო (მაღლივი) კორპუსი  თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.
5. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენა და ხელშეკრულების (საგანმანათლებლო მომსახურების  შესახებ) გაფორმება ქ. ქუთაისში რეგისტრირებულმა  აპლიკანტებმა უნდა მოახდინონ შემდეგ მისამართზე - ქ. ქუთაისი ნიკეას მე-2 შესახვევი N8 თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.
5. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ  ერთეულებისთვის მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 268/01-01