საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
2023/2024 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ და DAAD-ის Go East პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის ბრძანების (N 87/01-01; 26/04/2023) და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 25957/10; 13.09.2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის და DAAD-ის Go East პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 15 სექტემბერს.

ა) ნინო ოკრიბელაშვილი, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ვაჟა ტრაპაიძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის წევრი;

3. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).

6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

7. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 208/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის დამტკიცების მიზნებისათვის ჰიმნის ტექსტის (ლექსის) შერჩევის პროცედურის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის 2023 წლის 07 სექტემბრის N25317/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიმნის დამტკიცების მიზნებისათვის ჰიმნის ტექსტის (ლექსის) კონკურსის საფუძველზე შერჩევის პროცედურა“ (დანართი N1).

2. კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის რექტორის 2023 წლის 25 მაისის N 115/01-01 ბრძანებით დამტკიცებული საკონკურსო კომისია.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 202/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’, ,,პ” ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის პირველი მაისის N99/02-01 ბრძანების, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის ზ. გაიპარაშვილის 2023 წლის 4 სექტემბრის N24847/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ;

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა შესარჩევად - 10 ვაკანსია.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით), სტუდენტთა დასაქმების პროგრამა განხორციელდება ერთი თვე.

3. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აქტიურ სტუდენტებს.

4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად თსუ სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დანართი 1), 2023 წლის 25 სექტემბრიდან 2023 წლის 29 სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს დასაქმება ბიბლიოთეკაში.

5. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა;

ბ) ქართული, რუსული (A-1) და ინგლისური (A-1) ენების ცოდნა;

6. სტუდენტების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე, რაც გულისხმობს მათი ცოდნის შემოწმებას საოფისე პროგრამა Excel-ის - დაწყებითი საფეხურის ცოდნას, ასევე ქართული, რუსული (A-1) და ინგლისური (A-1) ენების ცოდნას; გასაუბრების დრო და თარიღი სტუდენტებს ეცნობებათ წინასწარ.

7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება: ბიბლიოთეკაში შემოსული პირადი კოლექციების ოპერატიულად დამუშავება, აღწერა და სიების მომზადება, ელექტრონულ კატალოგში განსათავსებლად დღეში 45-50 ჩანაწერის გაკეთება (სირთულიდან გამომდინარე).

8. შერჩეულ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტრენინგი წიგნების ბიბლიოგრაფიული აღწერილობის შესასწავლად და შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის თაობაზე.

9. შერჩეულმა სტუდენტებმა, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე, პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარადგინონ ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’.

10. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი 2);

11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

12. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.

13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ბიბლიოთეკა, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 241/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 07 N25274/31-01 წარდგინების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის N 25328/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსულების 2023 წლის 07 სექტემბრის N25236/26, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 სექტემბრის N 25384/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსულების 2023 წლის 08 სექტემბრის N25361/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2023 წლის 07 სექტემბრის N25257/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსულების 2023 წლის 07 სექტემბრის N 25204/32 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გადაყვანილ იქნენ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);

ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N5);

ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 741/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2023 წლის 11 – 15 სექტემბერი, გასაუბრება ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებში;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 737/01-04

2023/2024 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PEERS საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 25221/10; 07.09.2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი 2023/2024 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PEERS საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. ჩატარდეს სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი 2023 წლის 8 სექტემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) დარეჯან გარდავაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) თამარ ჭელიძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 200/01-01

2023/2024 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PEERS საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის ბრძანების (N 87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (N 25222/10; 07.09.2023) საფუძველზე.

ვბრძანებ:

1. ჩატარდეს სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი 2023/2024 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PEERS საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად. 2. ჩატარდეს სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა/შეფასების ეტაპი 2023 წლის 8 სექტემბერს Zoom პლატფორმის საშუალებით.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნათია ჩიტაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) მერაბ ხოხობაია, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) სანდრო ტაბატაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.

5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 201/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2023 წლის 02 აგვისტოს N21952/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 11 აგვისტოს N22905/30, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 07 აგვისტოს N22330/32, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის 2023 წლის 25 აგვისტოს N24049/31-05, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 18 აგვისტოს N23366/31-05, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 22 აგვისტოს N23742/31-01, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 04 სექტემბრის N24725/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 04 აგვისტოს N22191/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 18 აგვისტოს N23415/26, ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2022 წლის 12 აგვისტოს N19901/10 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები გამოცდის და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად: ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);

ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 199/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის და 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2023 წლის 30 აგვისტოს N24423/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით მიღებული 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან მონაწილეობა სამეცნიერკვლევით პროექტში. შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიეროკვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

5.კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 6 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 3 ნოემბრისა.

6.კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ბ) ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსართა ელექტროქიმიის ლაბორატორია: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

7.კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

8.სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ)ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

9.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 1000-დან 1700 საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. მისამართი: მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.

10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

11.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში).

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 198/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,, ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომისს სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2023 წლის 31 აგვისტო გასაუბრება ქართულ და ინგლისურ ენებში;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 196/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში და

1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1. ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია: ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 4-12 სექტემბერი;

ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-18 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 18 სექტემბერი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 11-18 სექტემბერი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 18 სექტემბერი - 30 დეკემბერი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 7 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 12-17 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ბ.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი - 8 იანვარი, 18 თებერვალი - 3 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:

გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 4 მარტი;

გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი - 4 მარტი;

გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 15 ივნისი;

გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 22 სექტემბერი.

დ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:

დ.ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:

დ.ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 18 - 25 სექტემბერი

დ.ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

დ.ბ) შემოდგომის სემესტრი: დ.ბ. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 18 - 25 სექტემბერი

დ.ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

დ.ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 ოქტომბერი - 30 დეკემბერი; 8-20 იანვარი;

დ.ბ.დ) საგამოცდო პერიოდი- 22 იანვარი -10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15-23 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

დ.ბ.ე) არდადეგები - 24 თებერვალი - 3 მარტი.

დ.გ) გაზაფხულის სემესტრი:

დ.გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 4 მარტი;

დ.გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი - 4 მარტი;

დ.გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 15 ივნისი;

დ.გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

დ.გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 22 სექტემბერი.“

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 197/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ,,ო“ და ,,პ “ ქვეპუნქტების, მე-9და მე-11 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);

2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 29 სექტემბრისა.

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა.დაევალოს კანცელარიას.

6. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.

7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 724/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 28 სექტემბრისა;

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 723/01-04

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება და მართვა“-ს ფასიანი მომსახურებისა  და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ”  საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის   პირველი      ნაწილის,   54–ე მუხლის   პირველის  ნაწილის,  57-ე მუხლის,  ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  № 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების      მე-15     მუხლის      პირველი     პუნქტის,მე-16     მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’ ’ ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი  წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება და მართვა“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 24 აგვისტოს  N194/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის24 აგვისტოს N24015/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ      ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო  კურსის  „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება  და მართვა “-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 20 საათით; კურსის  ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით;
2.ტრენერის  ანაზღაურება  განისაზღვროს  ხელშეკრულების  შესაბამისად 1 საათი  - 100 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3.დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.ბრძანება  ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე


 

სრულად

ბრძანების N: 230/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება  და მართვა“-ს  დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილების,   53-ე მუხლის   მე-3  ნაწილის,   54–ე მუხლის   პირველი  ნაწილის,  55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   წესდების დამტკიცების თაობაზე’’  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის      N135/ნ     ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის  2023 წლის 22 აგვისტოს   N23714/10 და თსუ    უწყვეტი განათლების ცენტრის  უფროსის  2023 წლის 23 აგვისტოს N23825/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო  კურსი   „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი
წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება  და მართვა“;
2. დაევალოს  უნივერსიტეტის   კანცელარიას  წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 194/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ’’ რექტორის 2023 წლის 11 აგვისტოს N190/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და 11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ’’ რექტორის 2023 წლის 11 აგვისტოს N190/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე (უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ):

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში;

ზ) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 192/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მ. ღლონტის 2023 წლის 9 აგვისტოს N22603/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 8 აგვისტოს სხდომის ოქმი N10) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ბ) რუსუდან ზექალაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი;

გ) მაია ლომია - ფილოლოგიის დოქტორი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - რუსუდან ზექალაშვილი და საკონკურსო კომისიის მდივნად - მაია ლომია;

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 2 ოქტომბრისა;

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: N 689/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების „კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“ და „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“დოქტორანტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ფსიქოლოგია“ რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანების, 2021 წლის 21 იანვრის N2/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 აგვისტოს N22420/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ფსიქოლოგია“ - 37 ვაკანტური ადგილი;

2. რიგგარეშე მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საბუთების (დანართი 1, დანართი 2) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე - chancellery.pes@tsu.ge მიღების ვადა – 04 - 08 სექტემბერი;

3. გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან - 11-14 სექტემბერი;

4. რიგგარეშე შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება/გამოცხადება - 15 სექტემბერი;

5. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ კრედიტების აღიარება - 18 სექტემბერი;

6. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან − 19 – 22 სექტემბერი;

7. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული დოქტორანტების სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

8. შიდა მობილობის წესით დოქტორანტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: N 189/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე (უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ):

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში;

ზ) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: N 190/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,, ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომისს სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2023 წლის 14, 15 და 16 აგვისტო , ქართულ და რუსულ ენებში;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 191/01-01