საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2023 წლის 31 ივლისის N21309/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;

4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 3 აგვისტოს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 2 ოქტომბრისა;

5. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად - 0,5 საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);

6. სამეცნიერო თანამდებობაბზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით. 1000-დან 1700 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306;

8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი);

11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 181/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანის 2023 წლის 25 ივლისის N13183/28 საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი:

ა)ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 11-14 სექტემბერი;

ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 15 სექტემბერი;

გ) სალექციო პერიოდი - 18 სექტემბერი - 16 დეკემბერი;

დ) საგამოცდო პერიოდი - 18 დეკემბერი - 23 დეკემბერი;

2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი:

ა) აკადემიური რეგისტრაცია - 15 იანვარი-18 იანვარი;

ბ) სალექციო პერიოდი - 22 იანვარი - 10 მაისი;

გ) საგამოცდო პერიოდი -13 მაისი-18 მაისი;

2023-2024 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრი:

ა) აკადემიური რეგისტრაცია - 15 მაისი-18 მაისი;

ბ) სალექციო პერიოდი - 20 მაისი - 15 აგვისტო;

გ) საგამოცდო პერიოდი -19 აგვისტო-24 აგვისტო;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 180/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ "ზ” და „ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა,“ „ვ,“,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ინსატიტუტის დირექტორის ნინო ლაპიაშვილის 2023 წლის 31 ივლისის N 21315/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) თანამდებობაზე.

2. კონკურსი ჩატარდეს სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) ერთ საშტატო ერთეულზე.

3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:

ა) ორგანიზებულობა;

ბ) მოტივირებულობა;

გ) წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი;

დ) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;

ე) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

ვ) ოპერატიულობა;

ზ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

თ) სხარტი, კომპლექსური და ლოგიკური აზროვნების უნარი;

ი) გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;

კ) დასაბუთების უნარი;

ლ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

მ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;

ნ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

4. აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ და ინგლისურ ენაზე (Europass ფორმატში, დოკუმენტების PDF ვერსია ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი, განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

დ) ქართული და ინგლისური ენების (ენობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი დონე - არანაკლებ B2, სასურველია C1) სრულყოფილი ცოდნა;

ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ვ) სასურველია უცხოურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამოცდილების (არანაკლებ 1 აკადემიური სემესტრისა) დამადასტურებელი დოკუნენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი;

ზ) მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილების (პრიორიტეტულია უმაღლესი განათლების სფერო) ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ცნობა სამსახურიდან და სხვა).

თ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში, საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;

ი) რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან;

კ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);

ლ) სამოტივაციო წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება აპლიკანტის განათლების, გამოცდილებისა და მოტივაციის შესაბამისობა ვაკანსიასთან (არაუმეტეს 2 გვერდისა).

5. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა იწარმოებს 3 ეტაპად:

ა) განაცხადების განხილვა, რომლის შემდეგ მოხდება დაკავშირება მხოლოდ წერითი ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებთან;

ბ) წერითი ეტაპი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

გ) ზეპირი გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან, რომლის საფუძველზეც მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება საკონკურსო კომისიის მიერ.

6. აპლიკანტები, ვისი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე, გაივლიან წერით ეტაპს (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ), წერითი შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

7. აპლიკანტები წერითი ეტაპის გადალახვის შემდეგ, შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;

8. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება თვეში 820 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით), სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.

9. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტის (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი) შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2023 წლის 4 სექტემბრისა და კომისიის მუშაობის წესი დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით;

10. საბუთების მიღება იწარმოებს 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2023 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „ევროპული კვლევების ინსტიტუტის სპეციალისტი (დირექტორის ტექნიკური ასისტენტი).“

11. ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.geზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში;

12. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საიფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ევროპული კვლევების ინსტიტუტი).

14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 208/02-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარებისა და საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 ივლისის N193/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 58-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის, ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და თსუ-ის ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 01 აგვისტოს N21714/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარებისა და საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 ივლისის N193/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,1. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში, მატერიალური პირის შეცვლის გამო, ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დადგენილ ვადებში ჩატარების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, შეიქმნას საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მიქაბერიძე აკაკი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი (საფინანსო საკითხებში)-კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ვაჩნაძე მერაბი - მედიცინის ფაკულტეტის მენეჯერი, კომისიის წევრი;

გ) ბერაძე ნათია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინ ისტრაციული სამსახურის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია), კომისიის წევრი;

დ) არდაშელია ალექსი - იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ე) ბაკაშვილი მარიამი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია), კომისიის წევრი;

ვ) შუბითიძე თამარი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის წევრი.

2. დაევალოს ზემოაღნიშნულ კომისიას მიმდინარე წლის 03 აგვისტოდან 04 სექტემბრის ჩათვლით, უზრუნველყოს თსუ-ის საწყობში განთავსებული, ბალანსზე რიცხული და ყოფილი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ელგუჯა ობოლაძის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების სრული აღწერა, ინვეტარიზაცია და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა. კომისიას დაევალოს ასევე აღწერილი ქონების გადაბარება თსუ-ის საწყობში ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 207/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული  პირებისათვის  სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტატუსის შეწყვეტის  შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52- ე მუხლის   პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის   მე-3  ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2010 წლის  4 თებერვლის  N10/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  „უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა  პროფესიული და უმაღლესი განათლების სამსახურის  უფროსის 2023 წლის 06 ივნისის MES 1 23 0000836347 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ სტუდენტის  სტატუსი  სტუდენტის  სტატუსის შეჩერებიდან   5 წლიანი ვადის გასვლის გამო სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის     საგანმანათლებლო   პროგრამების სტუდენტებს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1).
2. შეუწყდეთ სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო წინამდებარე ბრძანების N2 დანართის შესაბამისად (დანართი №2).
3. სტუდენტებისათვის შესაბამისი  ინფორმაციის  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაგზავნა დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე   პირთა  მაიდენტიფიცირებელი  მონაცემების  გარეშე და  გადასცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.  წინამდებარე  ბრძანება  დაინტერესებული  პირის  მიერ  შეიძლება  გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში
ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64).

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

 

სრულად

ბრძანების N: 663/01-04 

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 28 ივნისის „2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/86 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2023 წლის 7 ივლისის N18621/28, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 17 ივლისის N19654/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 11 ივლისის N19020/29, იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 19 ივლისის N19974/31, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 11ივლისის N18968/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 13 ივლისის N19290/26 წერილების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);

1.2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

1.3. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N3);

1.4. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N4);

1.5. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N5);

1.6. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია

 

სრულად

ბრძანების N: 179/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღები კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებისა და ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორის 2023 წლის 25 ივლისის N20617/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს მიღება 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“.

2. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ - 10 ვაკანტური ადგილით.

3. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ მიღების ვადები:

ა) საბუთების მიღება - 1-25 აგვისტო;

ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში (C1 დონე) – 30 აგვისტო;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 1 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 4 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 5 სექტემბერი;

ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 6-8 სექტემბერი;

ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 11-14 სექტემბერი;

თ) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 15 სექტემბერი.

4. განისაზღვროს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ის რექტორის სახელზე;

ბ) კვლევითი პროექტი ინგლისურ ენაზე (2500-3000 სიტყვა), რომელიც მოიცავს:

ბ.ა) დისერტაციის სათაურს;

ბ.ბ) კვლევის მიზნებს;

ბ.გ) კვლევით კითხვას/კითხვებს;

ბ.დ) ჰიპოთეზას;

ბ.ე) კვლევის მეთოდოლოგიას;

ბ.ვ) გამოსაყენებელი ლიტერატურის მიმოხილვას.

გ) ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა;

დ) სამოტივაციო წერილი ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ე) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ზ) ფოტოსურათი (3x4) - ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

თ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლები (თსუ-ის კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი);

ი) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

კ) ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობა:

1. ნათია ლაპიაშვილი - (კომისიის თავმჯდომარე);

2. თამაზ ზუბიაშვილი;

3. დანიელა ურსე;

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

8. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავებრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

 

რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 173/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2021 წლის 04 აგვისტოს N131/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2020 წლის 25 დეკემბრის N4 სხდომის ოქმით დამტკიცებული ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და ინსტიტუტის ხელმძღვანელის 2023 წლის 21 ივლისის N13002/10-02 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - აფხაზეთის ინსტიტუტის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2021 წლის 04 აგვისტოს N131/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული აფხაზეთის ინსტიტუტის საბჭოს შემადგენლობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ჯაბა სამუშია - რექტორი

ბ) ირინე ქურდაძე - იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;

გ) ივანე ლეჟავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

დ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ე) ზურაბ შენგელია -აფხაზეთის ინსტიტუტის დირექტორი;

ვ) ნინო ჩიქოვანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;

ზ) რევაზ ჯორბენაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი“.

2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 172/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე;

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია) – 21-30 აგვისტო;

ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) - 4 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 5 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;

ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) – 5 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;

კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;

ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;

მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი;

ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი;

ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 18 სექტემბერი;

პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-22 სექტემბერი;

ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

3.განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი   ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 174/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2023 წლის 28 ივნისის „2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ“ N1.1/86 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:

ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 11 – 13 სექტემბერი;

ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 - 15 სექტემბერი;

ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 18 სექტემბერი;

ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 სექტემბერი;

 ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 20 სექტემბერი;

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/ მაგისტრანტებისათვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 14 სექტემბერი;

ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 სექტემბერი;

ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;

ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -15 სექტემბერი;

ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში- 16 სექტემბერი;

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);

ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

 

სრულად

ბრძანების N: 175/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე;

2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის დოქტორანტურაში მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 21 აგვისტო – 30 აგვისტო;

ბ) გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -11 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;

ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 18 სექტემბერი;

კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 18-19 სექტემბერი;

ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 20 სექტემბერი;

მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20 – 22 სექტემბერი;

ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;

ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);

გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;

ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;

თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 176/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობის ვადები:

1.1 საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 21-22 აგვისტო;

1.2 შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 23-29 აგვისტო;

1.3 შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 30 აგვისტო;

1.4 საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 30-31 აგვისტო;

1.5 ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან - 1 - 6 სექტემბერი;

1.6 საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 7 სექტემბერი;

1.7 შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 8 სექტემბერი;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 177/01-01

,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 დეკემბრის N162/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-5 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის არჩილ კუკულავას 2023 წლის 29 ივნისის N17804/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1 შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 დეკემბრის N162/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ლიკა კილაძე.’’

ბ) ბრძანების მე - 4 პუნქტის დანართით დამტკიცებული ,,დანართი N1’’ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).

გ) ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,5. უნივერსიტეტის ელექტრონულ რესურსზე, ამ ბრძანების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის ატვირთვა დაევალოს სსიპივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს ლელა მჭედლიძეს და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების პროგრამისტს კახაბერ მღებრიშვილს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მონაწილეობით.“;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 200/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის და ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2023 წლის 26 ივლისის N20837/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023 წლის 25 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება

არჩილ დურგლიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) -1 საშტატო ერთეული

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს არჩილ დურგლიშვილთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება

3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტი).

5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 169/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ამ მიზნით საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 58-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის, ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და თსუ-ის ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 25 ივლისის N/10 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში, მატერიალური პირის შეცვლის გამო, ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ჩატარების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, შეიქმნას საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მიქაბერიძე აკაკი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი (საფინანსო საკითხებში) - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) სიგუა ზვიადი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) კომისიის წევრი;

გ) ვაჩნაძე მერაბი - მედიცინის ფაკულტეტის მენეჯერი, კომისიის წევრი;

დ) ბერაძე ნათია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) კომისიის წევრი;

ე) ჩუბინიძე მიხეილი - იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი კომისიის წევრი;

ვ) ბაქანიძე ქეთევანი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) კომისიის წევრი;

ზ) კონტრიძე დიმიტრი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის წამყვანი სპეციალისტი, კომისიის წევრი.

2. დაევალოს ზემოაღნიშნულ კომისიას მიმდინარე წლის 27 ივლისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, უზრუნველყოს თსუ-ის საწყობში განთავსებული, ბალანსზე რიცხული და ყოფილი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ელგუჯა ობოლაძის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების სრული აღწერა, ინვეტარიზაცია და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა. კომისიას დაევალოს ასევე აღწერილი ქონების გადაბარება თსუ-ის საწყობში ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი    ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 193/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22 -ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28 - ე მუხლის, 29 - ე მუხლის მე - 2 პუნქტის, მე-9 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 მაისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას 2023 წლის 12 ივლისის N 19071/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 26 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 29 აგვისტოდან 2023 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 2 ოქტომბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“);

5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ)სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 29 აგვისტოდან 2023 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;

8. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 165/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 მაისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სალომე დუნდუას 2023 წლის 12 ივლისის N 19071/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 26 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 29 აგვისტოდან 2023 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით, საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 2 ოქტომბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად: პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება ასისტენტ პროფესორი – ერთი საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);

5. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

თ) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 29 აგვისტოდან 2023 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით, 10.00 სთ-დან 17.00 სთ-მდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8 (VI კორპუსი) ოთახი N203-ა;

8. ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 166/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის იოსებ სოფრომაძის 24 ივლისის N20393/10 და 25 ივლისის N20630/10 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება და დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში:

ა) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. გიორგი თავაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების საწყობის მენეჯერი - თსუ პირველი სასწავლო კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

ბ) აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული N1 დანართის 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 26-ე პუნქტი:

,,26. კახა გოგლიძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტი - თსუ პირველი სასწავლო კორპუსის ტერიტორიაზე მდებარე საწყობში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე. 

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 189/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გურამ ქუთელიას 2023 წლის 18 ივლისის N12688/10-02 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2023 წლის 15 ივლისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად: გარემოს დაცვის განყოფილება აკაკი მაღლაკელიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს ა. მაღლაკელიძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ - გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპრტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 162/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1. ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 4-12 სექტემბერი;

ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-18 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 18 სექტემბერი; ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 11-18 სექტემბერი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 18 სექტემბერი - 30 დეკემბერი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 7 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 12-17 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ბ.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი - 8 იანვარი, 18 თებერვალი - 3 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:

გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 4 მარტი;

გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი - 4 მარტი; გ

.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 15 ივნისი;

გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 22 სექტემბერი.

1.2. მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა რეგისტრაცია: ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 25 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 სექტემბერი- 2 ოქტომბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 2 ოქტომბერი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 25 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 ოქტომბერი - 30 დეკემბერი; 8-20 იანვარი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი- 22 იანვარი -10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15-23 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ბ.ე) არდადეგები - 24 თებერვალი - 3 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:

გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 4 მარტი;

გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი - 4 მარტი;

გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 15 ივნისი;

გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი- 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 19 - 25 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 26 ივლისი - 29 სექტემბერი.

2. 2023-2024 სასწავლო წელს სასწავლო პროცესი წარიმართოს სრულად დასწრებით ფორმატში, არადისტანციურ რეჟიმში.

3. უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს დაევალოს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება და სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით გაგზავნა.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი

სრულად

ბრძანების N: 163/01-01