საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მხოლოდ ზოგადი  უნარების  აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე  სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნულიგამოცდების ჩატარების  დებულებისა და  სახელმწიფო  სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის  პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“  მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა, „რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების შესახებ, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2023 წელს მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  სწავლის უფლება, მხოლოდ ზოგადი უნარების  აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი  ტესტების ან ოსური ენის  ტესტის შედეგების საფუძველზე“  სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2023 წლის  01 სექტემბრის N143/23 ბრძანების,  „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს  რექტორის    2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-   01 ბრძანებისა   და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან  მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ჩაირიცხონ  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე  მხოლოდ ზოგადი  უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტების ან ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე შემდეგი სტუდენტები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.   დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.   ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 

სრულად

ბრძანების N: 847/01-04    

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის   ტექნიკოსის თანამდებობაზე ნატა ჩივაძის დანიშვნის შესახებ’’ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 ივნისის N723/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული  კანონის  „საქართველოს  შრომის  კოდექსის“  მე-2 მუხლის პირველი და  მე-2  პუნქტების, მე-12 მუხლის  პირველი  პუნქტის,  მე-17  მუხლის,  მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს  კანონის  23-ე  მუხლის  პირველი  პუნქტების და 24-ე  მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის  დებულების  მე-4  მუხლის,  მე-2  პუნქტის  ,,ზ’’ ქვეპუნქტის, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი  ბრძანების და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის 2023 წლის 27 სექტემბრის  N28018/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე ნატა ჩივაძის  დანიშვნის  შესახებ’’ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 ივნისის N723/02-03 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1 დაინიშნოს 2023 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე (გამოსაცდელი ვადით) ნატა ჩივაძე სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე’’.
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს უზრუნველყოს ნ. ჩივაძესთან გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა.
3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 1030/02-03    

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში  -  უფროსი მეცნიერი თანამშრომლების  და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის   11 სექტემბრის  N135/ნ    ბრძანებით  დამტკიცებული  სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და   მე-6   პუნქტების,   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების   დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), "სსიპ    - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო  განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის  N18/04  ერთობლივი  ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული  ქიმიის  ინსტიტუტის  დირექტორის  ქეთევან  ებრალიძის    2023 წლის    27 სექტემბრის N28073/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის   სხდომის ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პეტრე    მელიქიშვილის  სახელობის  ფიზიკური  და  ორგანული  ქიმიის ინსტიტუტში    უფროსი   მეცნიერი   თანამშრომლების      და   მეცნიერი   თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი , სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო     ან     სხვა     პროფილურ     დაწესებულებაში     სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას  , არამედ   გამოქვეყნებულ   სამეცნიერო   პუბლიკაციებსაც  ) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები , მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 2 ოქტომბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლების   სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა) ქიმიური ეკოლოგიის  ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული
ბ) აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით)  - 1 საშტატო ერთეული

6. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა)  აგრარული ქიმიის  ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1  საშტატო ერთეული
ბ)  მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 1  საშტატო ერთეული

7. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი)    გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); 
ზ) ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
8.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023   წლის 6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით   1000-დან 1700  საათამდე,   თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის   მისამართზე:   თბილისი,   ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია;
9. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
10.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,   პუბლიცისტიკასა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 225/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,   „ო“  და   „პ“ ქვეპუნქტების,  მე-  9 პუნქტის , საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის   2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 9 თებერვლის  N14/2023 დადგენილებით  დამტკიცებული  „სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის 2023-2024 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების   შესახებ“,   „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის  N83/01-01 ბრძანების და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ     2023-2024 სასწავლო  წლის   შემოდგომის   სემესტრიდან   სსიპ     - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტში  მაგისტრატურის
საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისად  თანდართული  სიის  მიხედვით  შემდეგი მაგისტრანტობის კანდიდატები:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7).


3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 834/01-04

,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო   უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების  ფიზიკის სამეცნიერო  - კვლევითი  ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის  თანამდებობაზე  ლადო გოდოლაძის დანიშვნის შესახებ’’ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 ივნისის N724/02-03 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული  კანონის  „საქართველოს შრომის  კოდექსის“  მე-2  მუხლის პირველი და  მე-2  პუნქტების,  მე-12  მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-17  მუხლის,   მე-20 მუხლის  მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი  პუნქტების  და  24-ე  მუხლის პირველი პუნქტის   „ზ“   ქვეპუნქტის,  საქართველოს  განათლებისა   და   მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ   - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების   მე-15 მუხლის  პირველი   პუნქტის,   მე-16   მუხლის    პირველი   პუნქტის  „ზ“,   ,,ნ’’   და   ,,პ“ ქვეპუნქტების, ნოდარ   ამაღლობელის  სახელობის    მაღალი   ენერგიების    ფიზიკის სამეცნიერო  - კვლევითი  ინსტიტუტის   დებულების მე-4  მუხლის,   მე-2  პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, სსიპ      ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2023 წლის    12 ივლისის     N18/04 ერთობლივი  ბრძანების   და  ნოდარ ამაღლობელის სახელობის    მაღალი   ენერგიების     ფიზიკის    სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მ. ნიორაძის  2023 წლის  27 სექტემბრის   N28018/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი  სამეცნიერო-კვლევითი  ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის   მაღალი  ენერგიების   ფიზიკის  სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე ლადო გოდოლაძის დანიშვნის შესახებ’’ – ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 30 ივნისის N724/02-03 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1 დაინიშნოს  2023 წლის პირველი ივლისიდან  2024 წლის პირველ იანვრამდე (გამოსაცდელი ვადით)  ლადო გოდოლაძე სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო
-  კვლევითი  ინსტიტუტის  ექსპერიმენტული  მეთოდების   ლაბორატორიის ტექნიკოსის თანამდებობაზე’’.

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს  უზრუნველყოს ლ. გოდოლაძესთან გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა.

3.  წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  შიდა აუდიტის სამსახური  და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი).

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 1029/02-03      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე დოქტორანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  58-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული  პირის –ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,   „ო“  და   „პ“  ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის   2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა  და  პირობების“   მე-7  მუხლის   მე-2  პუნქტის , სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2018 წლის  27 დეკემბრის  N245/2018 დადგენილებით  დამტკიცეული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის’’  მე-3 მუხლის, თსუ რექტორის 2023 წლის 4 აგვისტოს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების  განსაზღვრის  შესახებ “ N182/01-01 ბრძანებისა  და ძირითადი  საგანმანათლებლო ერთეულებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ჩაირიცხონ სსიპ  - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე,      ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად  დოქტორანტობის შემდეგი კანდიდატები:
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7).

2. ჩაითვალონ ჩარიცხულად  სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, ორი თვის  ვადაში  შესაბამისი  დოკუმენტაციის (სსიპ  - განათლების ხარისხის  განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის აღიარება/დადასტურება) წარმოდგენის შემთხვევაში წინამდებარე ბრძანების N8 დანართის შესაბამისად (დანართი N8);
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია 
 

სრულად

ბრძანების N: 844/01-04  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ  საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში  სამჯერ კრედიტის  ვერმიღების გამო, 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2023 წლის 01 სექტემბრის N723/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი    ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის    პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული „საჯარო       სამართლის იურიდიული  პირის  –  ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“  მე-14 მუხლის პირველი  პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტებისა და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.შევიდეს ცვლილება „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების  ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის  2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  ჩათვლით  ერთი  და  იმავე  სავალდებულო  სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან  სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან  დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“  რექტორის 2023 წლის  01 სექტემბრის   N723/01-04 ბრძანების მე-3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 16 ოქტომბერი.“

2.   ბრძანების უნივერსიტეტის   ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 845/01-04  

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის   გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს კანონის    22-ე    მუხლის   პირველი პუნქტის,  372 მუხლის      მე-4  და  მე-5  პუნქტების,  საქართველოს განათლებისა     და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის    მე-5     პუნქტის,  ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის      სახელმწიფო    უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი      ერთეულის      სამეცნიერო      პერსონალის სამსახურში  მიღების    ერთიანი   წესისა   და   სამეცნიერო   თანამდებობების    დაკავების დამატებითი პირობების        დამტკიცების       შესახებ”        (დამტკიცებულია       თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N03; 23.06.2017წ), "სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო  უნივერსიტეტის   დამოუკიდებელი  სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის   2023   წლის    12 ივლისის       N18/04 ერთობლივი ბრძანების,  ვახუშტი  ბაგრატიონის  სახელობის  გეოგრაიის    ინსტიტუტის დირექტორის      ნანა  ბოლაშვილის    2023 წლის    26 სექტემბრის     N27779/10 წერილის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში  მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან  გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხი , სამეცნიერო  -  კვლევითი საქმიანობის გამოცდილება    (რაც გულისხმობს   არა  მხოლოდ  სამეცნიერო - კვლევით  , უმაღლეს საგანმანათლებლო  ან    სხვა    პროფილურ   დაწესებულებაში    სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას  , არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც ) აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ  1 რეიტინგული   სამეცნიერო   პუბლიკაცია   მაინც    სამეცნიერო  -კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 27 სექტემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ნოემბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს  ვახუშტი ბაფრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება

მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

კარტოგრაფია -გეოინფორმატიკის ლაბორატორია

მეცნიერი თანამშრომელი -1   საშტატო  ერთეული

ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული
5. სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი  თანამშრომლები) გამოცხადებულ  კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო  ქვეყანაში მიღებული  განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის  (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი  პროდუქციის  ჩამონათვალი, თარიღების  მითითებით  და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა  - სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის  ნასამართლეობის შესახებ.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით 1000-დან 1700  საათამდე   თსუ ვახუშტი ბაგრატიონის  სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი, თამარაშვილის ქ.N6.  ოთახი N10.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის  უნივერსიტეტი’’.
8. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.  წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო    დეპარტამენტი,      პერსონალის    მართვის დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის   სამსახური,     ვახუშტი   ბაგრატიონის    სახელობის გეოგრაფიის    ინსტიტუტი,    გაზეთი     ,,თბილისის     უნივერსიტეტი‘‘,     საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 224/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის  დეპარტამენტში  ტექნიკური ზედამხედველის  და ხარჯთაღმრიცხვლის   შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების  შესახებ"  საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი პუნქტის და   24-ე   მუხლის    პირველი  პუნქტის     ,,ა’ ’, ,,ზ’’   და     "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის  2013 წლის   11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების   მე-15  მუხლის    პირველი  პუნქტის,  მე-16 მუხლის  პირველი   პუნქტის   ,,ა’’,   ,,ვ’’,   ,,ზ’’,    ,,ნ’’   და    ,,პ”   ქვეპუნქტების  , თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის     22 სექტემბრის      N268/02-01 და   მატერიალური რესურსების მართვის   დეპარტამენტის  უფროსის  იოსებ  სოფრომაძის   2023 წლის  20 სექტემბრის  N 27136/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის და ხარჯთაღმრიცხველის შესარჩევად.
2.მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველის და ხარჯთაღმრიცხვლის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1500 (ათასხუთასი) ლარით ( საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით ), შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დაზუსტდება შრომითი ხელშეკრულებით.
3.აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან ტექნიკური განათლება;
ბ) სპეციალობით მუშაობის მინიმალური 2 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ტექნიკური ზედამხედველის მოვალეობის შესრულების გამოცდილება ბოლო 1 წლის განმავლობაში;
გ) მაღალ დონეზე  უნდა  ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს Word, Excel, სასურველია ასევე AutoCad-ის ცოდნა.
4.აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:
ა) მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
ბ) დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი;
გ) დროის ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
დ) გუნდური მუშაობის უნარი;
ე)  ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; 
ვ)  მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
ზ) სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

5.   ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :
1)   სამშენებლო  ტექნოლოგიების,   შესრულებული    სამუშაოების მოცულობების პროექტთან    და    ნორმატიულ-ტექნიკურ    დოკუმენტებთან     შესაბამისობის
კონტროლი;
2)   მშენებლობაში  მონაწილეთა მიერ  საპროექტო დოკუმენტაციის  მოთხოვნების შესრულების, სამშენებლო ნორმების და წესების,  სახელმწიფო სტანდარტების, ტექნიკური პირობების  და სხვა იმ ნორმატიული  დოკუმენტების შესრულების კონტროლი, რომლებიც ეხება სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების  ხარისხს და შესრულების ტექნოლოგიას;
3)   გამოყენებული მასალების მოცულობების პროექტთან და ნორმატიულ- ტექნიკურ დოკუმენტებთან შესაბამისობის კონტროლი;
4)   სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების პროცესში იმ შეუსაბამობების და დეფექტების  გამოვლენა, რომლებიც ეწინააღმდეგება სამშენებლო ნორმებს და წესებს, სახელმწიფო სტანდარტებს და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებს. მათი ფოტოფიქსაცია და განკარგულების გაცემა მათ აღმოფხვრაზე. განკარგულების სრულად  და  დროულად  შესრულების  კონტროლი, რაც აუცილებლად  უნდა დაფიქსირდეს სამუშაოთა წარმოების ჟურნალში;
5)   მშენებლის   მიერ  ლაბორატორიული  კვლევების  და  გაზომვების  ჩატარების კონტროლი ნორმატიულ-ტექნიკურ დოკუმენტების შესაბამისად;
6)   გამოყენებული  კონსტრუქციების,  ნაკეთობების,  მასალების და  დანადგარების ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტების (ტექნიკური  პასპორტის, სერტიფიკატის,  ლაბორატორიული გამოცდის შედეგების და ა.შ.) შემოწმება;
7)   კონტრაქტის     ფარგლებში   განხორციელებული     სამშენებლო    სამუშაოების ხარისხის ყოველდღიური კონტროლი, მშენებლობაში   მონაწილეთა   მიერ შესრულებული სამუშაოების  მოცულობების კონტროლი;
8)   სამუშაოთა შესრულების  ფარული აქტების შემოწმება და შედარება ფაქტიურად შესრულებულ      მოცულობებთან.      რეალურად     შესრულებული     ფარული სამუშაოების    აქტების     დამოწმება    ხელმოწერით    და    მათში    მოყვანილი
სამუშაოების დასრულების თარიღის მითითებით;
9)   შესრულებული  სამუშაოების აღრიცხვა და ზედამხედველობის ყოველდღიური ჟურნალის წარმოება;
10) შუალედური და საბოლოო შესრულებული სამუშაოების აქტებში  („ფორმა №2“) მოყვანილი  სამუშაოების  მოცულობების   შედარება  ხარჯთაღრიცხვასთან   და ფაქტიურად   შესრულებულ   სამუშაოებთან  და  შემდგომ  მათი  დადასტურება (სამშენებლო   კომპანიის    მიერ   შუალედური   სამუშაოების   დოკუმენტაციის გადმოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში);
11) დასრულებული  სამუშაოების  მოცულობების  ხარჯთაღრიცხვასთან შესაბამისობის კონტროლის უზრუნველყოფა. ასევე დასკვნის მომზადება აღნიშნული  პროექტით მშენებლობის განხორციელებასთან დაკავშირებით,  რის საფუძველზეც გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტები;
12) სამუშაოთა  შესრულების  გრაფიკის  კონტროლი და  საჭიროების  შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით  მისი ოპტიმიზაცია;
13) პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროებისას დამკვეთის ინფორმირება; 
14) ხარჯთაღრიცხვაში   ახალი   სამუშაოს    შეტანის    შემთხვევაში    მასალების ღირებულების, შრომის ანაზღაურების, მანქანა-მექანიზმების გამოყენების დანახარჯების დადგენა  შესაბამის  ნორმატიულ  დოკუმენტებზე და  საშუალო საბაზრო ფასებზე დაყრდნობით;
15) მშენებელი  ორგანიზაციისაგან   შრომის  უსაფრთხოების   და  გარემოსდაცვითი წესების დაცვის მონიტორინგი და აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება;
16) ექსპლუატაციაში     გასაშვები      სისტემების     (მაგ.     გათბობის)      გამოცდის უზრუნველყოფა  და შესაბამისი აქტების შედგენაში მონაწილეობა;
17) მშენებლობის   მიმდინარეობის    შესახებ    დამკვეთისათვის   ყოველკვირეული ანგარიშის  მიწოდება  წერილობითი  ფორმით. ასევე, ყოველთვიური შემაჯამებელი  ტექნიკური ანგარიშების მიწოდება;
18) პროექტის  მონაწილე მხარეებთან  ოფიციალური  წერილობითი  კომუნიკაციის წარმოება სამუშაოთა  შეჩერების,  შეფერხების ან/და სხვა ნებისმიერი დამაბრკოლებელი თუ  რისკის ფაქტორის წარმოქმნისთანავე;
19) სამუშაოთა   შემსრულებლის   მიერ   ობიექტის/დანადგარების  ექსპლუატაციის წესების (სადაც რელევანტურია) დამკვეთისთვის გადაცემის კონტროლი.

6.    ხარჯთაღმრიცხველის  პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს  მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების  (ძირითადი  მოვალებები) შესრულება :
1) ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის სარემონტო ობიექტის  უშუალო   ხელმძღვანელთან ერთად ადგილზე გასარემონტებელი მოცულობების აზომვების განხორციელება;
2) გასარემონტებელი ობიექტის ოთახების (აუდიტორიების, ლაბორატორიების ან სხვა დანიშნულების ფართების) სქემატური აზომვითი ნახაზის შედგენა;
3) ობიექტზე ჩასატარებელი სარემონტო-სარეაბილიტაციო  სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის (სასურველია რესურსული  მეთოდით) შედგენა;
4) ხარჯთაღრიცხვის შეთანხმება გასარემონტებელი  ობიექტის ხელმძღვანელობასთან;
5) ტენდერის  ჩატარების შემდეგ გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლებისა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველისათვის  ჩასატარებელი სარემონტო სამუშაოების მდებარეობის მითითება  ობიექტზე, სქემების შედგენაში დახმარება, გაურკვეველობის/პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში საკითხის  გადაწყვეტის  გზების მოძიება და შეთანხმება უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან (ხარჯთაღრიცხვის კორექტირება, შესრულების ვადების კორექტირება და ა.შ.)


7.   კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის  სახელზე; CV ქართულ ენაზე  (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
ბ)  განათლების დამადასტურებელი  დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა); 
ე) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის  ჩადენისათვის  ნასამართლობის შესახებ  (ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა პოზიციის დაკავების შემთხვევაში);
ვ) მინიმუმ ერთი სარეკომენდაციო წერილი.


8.   კონკურსში    მონაწილეობის   მსურველი   აპლიკანტის   შერჩევა  განხორციელდეს სააპლიკაციო  პაკეტის   განხილვის   საფუძველზე    საკონკურსო   კომისიის    მიერ.
აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს,   წინასწარი    შეტყობინების   საფუძველზე    შესარჩევ   კომისიასთან
გაივლიან   გასაუბრებას  (კონკრეტული  თარიღი და  დრო ეცნობებათ  წინასწარ).გასაუბრების  შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.
9.   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური   რესურსების    მართვის          დეპარტამენტის    ტექნიკური ზედამხედველის  და ხარჯთაღმრიცხველის  შესარჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1).
10. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ   უნდა იქნეს 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2023 წლის 10 ოქტომბრის   ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე:  vacancy@tsu.ge   სათაურის  ველში უნდა მიეთითოს    „მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ტექნიკური ზედამხედველი ან ხარჯთაღმრიცხველი".
11. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 17 ოქტომბრისა.
12. ბრძანება    სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის      სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტში ტექნიკური ზედამხედველის და ხარჯთაღმრიცხველის  შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ  განთავსდეს  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  -  www.tsu.ge და ასევე ინტერნეტ  სივრცეში.
13. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
14. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო   დეპარტამენტი,    პერსონალის   მართვის დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).
15. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 270/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური  საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე აპლიკანტებისთვის პრაქტიკული მოსინჯვის უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ 2023 წლის 13 სექტემბრის N206/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი  განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 42-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 2023 წლის 26 სექტემბრის თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის  N27848/10 წარდგინების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს  ცვლილება „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ  საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის  მიღებაზე რეგისტრირებული სპეციალური  საგანმანათლებლო  საჭიროებების  მქონე აპლიკანტებისთვის პრაქტიკული  მოსინჯვის  უზრუნველსაყოფად საგამოცდო კომისიის შექმნის შესახებ 2023 წლის 13 სექტემბრის  N206/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის დანართი   N1 ჩამოყალიბდეს ახალი , წინამდებარე  ბრძანებაზე  თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსების  უზრუნველყოფა და შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებისთვის მიწოდება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 221/01-01  

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01  ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი    ადმინისტრაციული კოდექსის  52-ე  მუხლის    პირველი  და  მე-2 ნაწილების,  53-ე მუხლის   მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2  ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და  მე-3  ნაწილების,  63-ე  მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების“     მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის N27434/32, 22.09.2023 და N27727/32. 25.09.2023 წარდგინებების საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის  საგანმანათლებლო  პროგრამებზე    ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს   N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის  საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური  ადგილების სიაში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 

 

 

N

 

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური  ადგილების რაოდენობა

 

1

 

კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა

 

22

 

2

საზოგადოებრივი ჯანდაცვა და

ეპიდემიოლოგია

 

8

 

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე
 

 

სრულად

ბრძანების N: 222/01-01  

2023/2024 სასწავლო წლისთვის თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის    2013 წლის    11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის  იურიდიული  პირის    - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და   მე-11  პუნქტების,  რექტორის  ბრძანების     (N  87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ    - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა    საერთაშორისო    გაცვლით     და     მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის    შერჩევის    წესის    დამტკიცების   შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის        2021 წლის        31 მაისის         N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო   გაცვლით    და    მობილობის    პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა   შერჩევის  წესის   მე-4  მუხლის   მე-18    - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  უფროსის  წერილის  (N 27804/10; 26.09.2023) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს     კონკურსი 2023/2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის თსუ- ს ორმხრივი    თანამშრომლობის   ხელშეკრულების     ფარგლებში   პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების  მიერ  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი     ჩატარდეს 2023 წლის 28 სექტემბერს.
3.დამტკიცდეს     შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ხათუნა      მარწყვიშვილი,     თსუ      ფსიქოლოგიისა    და    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე; 
ბ)    ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)  ეკა   ლეკაშვილი,   თსუ     ეკონომიკისა    და    ბიზნესის   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ) მარიამ    ელიზბარაშვილი,    თსუ     ზუსტ   და    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე) ნინო   რუხაძე,    იურიდიული    ფაკულტეტის  ასისტენტ   პროფესორი, კომისიის წევრი;

4. ნათია  კალანდაძე, საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
5. კომისიას    დაევალოს   თავისი     საქმიანობა    წარმართოს   მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტთა  საერთაშორისო გაცვლით  და მობილობის  პროგრამებში  მონაწილეობისათვის  შერჩევის  წესის დამტკიცების  შესახებ”  უნივერსიტეტის  რექტორის 2021  წლის  31  მაისის
15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის  საერთაშორისო გაცვლით   და მობილობის   პროგრამებში  მონაწილეობისათვის   სტუდენტთა    შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე   განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე   ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი   წესით   გადაეცეს დაინტერესებულ  პირებს  და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 223/01-01    

სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის    სახელობის   თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის   პირველი  პუნქტის   ,,ა’’, ,,ნ’’ , ,,ო“ და  ,,პ” ქვეპუნქტების,  საფინანსო დეპარტამენტის  ექსპერტის   მურმან  ცარციძის   2023 წლის  26 სექტემბრის  N27820/10  წერილის  საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს  ,,სსიპ   - ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალურად პასუხისმგებელ პირთა საქმიანობის წესი’’ (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ   ვებგვერდზე  გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   დავით   აღმაშენებლის ხეივანი, №64). 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე

 

სრულად

ბრძანების N: 274/02-01      

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2023 წლის 21 სექტემბრის MES 923 0001213778 ბრძანებით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლებამინიჭებული პირებისათვის  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს მიღების ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების   შესახებ"   საქართველოს  კანონის   22-ე   მუხლის    პირველი პუნქტის, 52-ე  მუხლის   მე-53  პუნქტის,   522 -ე  მუხლის პირველი  და  მე-2  პუნტებისა, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  52-ე  მუხლის პირველი  და  მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის   პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველინაწილის, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის,  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა, „საქართველოს მოქალაქეებისა  და   „საქართველოს  მოქალაქეთა  და   საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის)    მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის  გაცემის  წესის  შესახებ“  საქართველოს კანონის 20 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც 13 ბოლო 2 წლის  განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების   შესახებ“   საქართველოს კანონით  გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე  არსებულ  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  და რომელთა სრული ზოგადი  განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, აგრეთვე, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის   (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 მუხლით 13 გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირების, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო პროგრამების არარსებობის გამო არ ჰქონდათ  სრული  ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს საქართველოში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა) მოქმედ სკოლაში, საქართველოს  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების  გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 7 ივლისის N77/ნ ბრძანებით დამტკიცებული  წესისა   და  პირობების,   საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 21 სექტემბრის MES 9 23 0001213778  ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2023 წლის 21 სექტემბრის  MES 9 23 0001213778 ბრძანებით  ერთიანი  ეროვნული  გამოცდების  გავლის გარეშე ჩარიცხვისა  და დაფინანსების  უფლებამინიჭებული პირებისათვის   სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს წარმოსადგენი დოკუმენტების მიღების ვადად 26 -27  სექტემბერი (18 საათამდე);

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს  მიერ დადგენილი  წესით აღიარებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული  სრული ზოგადი  განათლების დამადასტურებელი  დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით); გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონულივერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 220/01-01  

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 21 სექტემბრის N213/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის 21 სექტემბრის N27360/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „ქართული ენა დამწყებთათვის“ მოცულობა განისაზღვროს 180 საათით;

2. სასერტიფიკატო კურსის პოპულარიზაციის მიზნით კურსი განხორციელდეს ერთჯერადად, მსმენელთა მიერ საფასურის გადახდის გარეშე (არაუმეტეს 30 მსმენელი), ხოლო ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება თსუ-სა და ტრენერს შორის დადებული ხელშეკრულებით;

3. ტრენერის ანაზღაურება განისაზღვრება (ხელშეკრულების შესაბამისად) 1 საათი - 30 ლარი (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 264/02-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N27328/30, 21.09.2023 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების სიაში და სიის მე-2 და მე-3 ნომრები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
2 პოლიტიკის მეცნიერება 5
3 3 სოციოლოგია 5 5

 “

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; 4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 219/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N27217/31-02 , 20.09.2023 წარდგინებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N27225/26, 21.09.2023 წარდგინების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამის ვაკანტურ ადგილებში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა ვაკანტური ადგილების რაოდენობა
1 სამართალი 45

 

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 04 აგვისტოს N182/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანამანათლებლო პროგრამების ვაკანტურ ადგილებში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

N

სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა

ვაკანტური ადგილების რაოდენობა

1 განათლების ფსიქოლოგია 4
2 ფსიქოლოგია 17
3 კულტურული პერსონოლოგია,ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია და მიგრაციის კვლევები 1
4 პროფესიული განათლება (ინგლისურენოვანი) 6
5 განათლების მეცნიერებები (ერთობლივი)

11 (თსუ-9; აწსუ-2)

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

 

სრულად

ბრძანების N: 216/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ფინანსური დავალიანების ჩამოწერის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის   პირველი პუნქტის და  24-ე მუხლის   პირველი პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   სსიპ - ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ე’’  და  „ნ“  ქვეპუნქტების,   2023 წლის   18 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსშეჩერებულ    საქართველოს    მოქალაქეობის    ან     პირადობის ნეიტრალური მოწმობის   ან/და   ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის,    დოქტორანტურის, მასწავლებლის    მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტო,  დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამის  იმ   სტუდენტებს,  რომლებსაც 2023 წლის  1 აგვისტოს მდგომარეობით შეჩერებული  ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი (იმ შემთხვევაში თუ  სტატუსის შეჩერებიდან გასული  არ არის 5 წელი) და ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის უნივერსიტეტის   წინაშე   გააჩნიათ  ფინანსური   დავალიანება  სწავლის საფასურის სახით,  ჩამოეწეროთ აღნიშნული   დავალიანება  და  მიეცეთ   შესაძლებლობა კანონმდებლობითა და   უნივერისტეტის  შიდასამართლებრივი   აქტებით   დადგენილი წესით 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან გაიარონ ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.
2.შესაბამისი  სტუდენტების მიერ ამ ბრძანების პირველ პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული    და    აკადემიური   რეგისტრაციის     გავლის უზრუნველსაყოფად, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრის ადმინისტრაციული და აკადმიური რეგისტრაციის ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი;
ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 25-29 სექტემბერი.

3.  ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება,  წინამდებარე ბრძანების და შესაბამისი ინფორმაცის სტუდენტებისთვის მიწოდება (ელ. ფოსტით, მოკლე ტექსტური  შეტყობინებით,  სასწავლო პროცესის  მართვის  ელექტრონული  სისტემით) დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5.  წინამდებარე ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
6.  წინამდებარე  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს  მისი  ძალაში შესვლიდან  1 თვის ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოში,  მისამართზე  ქ.  თბილისის,   დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


რექტორი ჯაბა სამუშია

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 21/04  

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა დამ ეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუ ნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების, 2023 წლის 13 სექტემბრის N244/02-01 ბრძანებისა და თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიისი ისტიტუტის 2023 წლის 13 სექტემბრის N26064/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ”ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 ოქტომბრის N283/02- 01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1-ის 52-ე მუხლის მე13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,13. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი (ქ. თბილისი, პოლიტკოვსკაიას ქ. N31) 1. ხაჩიძე მირანდა - ორგანულ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი -ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე 403 და 404 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და 405 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურიად პასუხისმგებელი;

2. ქავთარაძე ნინო - ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე 401, 402, 406-417ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და 416 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

3. მოლოდინაშვილი ზაზა - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 505-515 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხსიმგებელი პირი;

4. წინწკალაძე გიორგი - ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე 309-315 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;

5. კლარჯეიშვილი ნაზი - აგრარული ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე NN:301, 302, 303, 305, 306, 307, 317 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე და ამავე სართულზე მდებარე 304 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

6. ჩუბინიშვილი ზურაბი - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 501-504 და 517 ოთახებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

7. ბალხამიშვილი გოდერძი - მომმარაგებელი - ინსიტუტის განკარგულებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

8. გურგენაძე მურთაზი – უფროსი ინჟინერი - ინსტიტუტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-2 სართლზე მდებარე ბუღალტერიის ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

9. გაბუნია ვახტანგი - ფიზიკურ-ქიმიური კვლევის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის რენდგენის ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;

10. დოლაბერიძე ნანული - ფიზიკურ-ქიმიური კვლევის ლაბორატორის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე 309 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი;

11. მჭედლიშვილი ირინა - ნავთობის ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი-ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 507 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი; 12. ხოტენაშვილი ნანული - მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის მეცნიერ თანამშრომელი - ინსტიტუტის ლაბორატორიული კორპუსის მე-5 სართულზე მდებარე 501 ოთახში არსებულ ძვირფას ლითონებზე მატერიალურად პასუხისმგებელი პირი.“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 262/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ” და ,,ი“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’ და ,,პ“ ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 13 სექტემბრის N244/02-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 

1. დამტკიცდეს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესი’’ (დანართი N1).

2. დატკიცდეს ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებაზე და ინფორმაციის მოწოდებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების სია’’ (დანართი N2).

3. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 06 მარტის N48/02-01 ბრძანება.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე).

5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე).

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 261/02-01