საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის და 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2023 წლის 30 აგვისტოს N24423/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით მიღებული 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან მონაწილეობა სამეცნიერკვლევით პროექტში. შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიეროკვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

5.კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 6 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 3 ნოემბრისა.

6.კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ბ) ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსართა ელექტროქიმიის ლაბორატორია: უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

7.კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია: მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

8.სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ)ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

9.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 9 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 1000-დან 1700 საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. მისამართი: მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.

10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

11.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში).

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 198/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,, ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომისს სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2023 წლის 31 აგვისტო გასაუბრება ქართულ და ინგლისურ ენებში;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 196/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2023 წლის 20 ივლისის N163/01-01 ბრძანებაში და

1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.1. ბაკალავრიატის/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა:

ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია: ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 4-12 სექტემბერი;

ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-18 სექტემბერი.

ბ) შემოდგომის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 7 აგვისტო - 18 სექტემბერი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 11-18 სექტემბერი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 18 სექტემბერი - 30 დეკემბერი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 9 იანვარი - 7 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 12-17 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ბ.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი - 8 იანვარი, 18 თებერვალი - 3 მარტი.

გ) გაზაფხულის სემესტრი:

გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 4 მარტი;

გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი - 4 მარტი;

გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 15 ივნისი;

გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 22 სექტემბერი.

დ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა:

დ.ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:

დ.ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 18 - 25 სექტემბერი

დ.ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

დ.ბ) შემოდგომის სემესტრი: დ.ბ. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 18 - 25 სექტემბერი

დ.ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

დ.ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 ოქტომბერი - 30 დეკემბერი; 8-20 იანვარი;

დ.ბ.დ) საგამოცდო პერიოდი- 22 იანვარი -10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15-23 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

დ.ბ.ე) არდადეგები - 24 თებერვალი - 3 მარტი.

დ.გ) გაზაფხულის სემესტრი:

დ.გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 4 მარტი;

დ.გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი - 4 მარტი;

დ.გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 15 ივნისი;

დ.გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი - 15 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

დ.გ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 22 სექტემბერი.“

2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3.დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 197/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ ,,ო“ და ,,პ “ ქვეპუნქტების, მე-9და მე-11 პუნქტებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის/დოქტორატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის, 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);

2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 29 სექტემბრისა.

4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა.დაევალოს კანცელარიას.

6. ბრძანება ძალაშია დაინტერესებული პირებისათვის გაცნობისთანავე.

7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 724/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);

ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);

გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);

დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);

ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);

ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);

2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 28 სექტემბრისა;

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;

7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 723/01-04

სსიპ  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება და მართვა“-ს ფასიანი მომსახურებისა  და მასწავლებლის ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის  თაობაზე

,,უმაღლესი განათლების  შესახებ”  საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის   პირველი      ნაწილის,   54–ე მუხლის   პირველის  ნაწილის,  57-ე მუხლის,  ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  − ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  № 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე     ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების      მე-15     მუხლის      პირველი     პუნქტის,მე-16     მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და ,,ნ’ ’ ქვეპუნქტების, სსიპ   – ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის  „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი  წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება და მართვა“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 24 აგვისტოს  N194/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2023 წლის24 აგვისტოს N24015/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ      ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ცენტრის სასერტიფიკატო  კურსის  „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება  და მართვა “-ს ერთი კურსის მოცულობა განისაზღვროს 20 საათით; კურსის  ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 400 ლარის ოდენობით;
2.ტრენერის  ანაზღაურება  განისაზღვროს  ხელშეკრულების  შესაბამისად 1 საათი  - 100 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);
3.დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე  ბრძანების  გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;
4.დაევალოს  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტს   ბრძანების   განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
5.ბრძანება  ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე


 

სრულად

ბრძანების N: 230/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის   „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება  და მართვა“-ს  დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილების,   53-ე მუხლის   მე-3  ნაწილის,   54–ე მუხლის   პირველი  ნაწილის,  55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   წესდების დამტკიცების თაობაზე’’  საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის      N135/ნ     ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის  2023 წლის 22 აგვისტოს   N23714/10 და თსუ    უწყვეტი განათლების ცენტრის  უფროსის  2023 წლის 23 აგვისტოს N23825/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :


1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის  სასერტიფიკატო  კურსი   „HACCP-ის დანერგვამდე აუცილებელი
წინასწარი პროგრამების (PRPs) შემუშავება  და მართვა“;
2. დაევალოს  უნივერსიტეტის   კანცელარიას  წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 194/01-01

,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ’’ რექტორის 2023 წლის 11 აგვისტოს N190/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და 11 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ’’ რექტორის 2023 წლის 11 აგვისტოს N190/01-01 ბრძანების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე (უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ):

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში;

ზ) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი“.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 192/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე2 და მე-3 პუნქტების, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მ. ღლონტის 2023 წლის 9 აგვისტოს N22603/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 8 აგვისტოს სხდომის ოქმი N10) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე კანდიდატის შესარჩევად დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ვიანორ ახალაია - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;

ბ) რუსუდან ზექალაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი;

გ) მაია ლომია - ფილოლოგიის დოქტორი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ - ვიანორ ახალაია, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ - რუსუდან ზექალაშვილი და საკონკურსო კომისიის მდივნად - მაია ლომია;

3. დაევალოს საკონკურსო კომისიას კონკურსანტთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღება და წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შემოწმება სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2023 წლის 2 ოქტომბრისა;

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

6. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი).

7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: N 689/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების „კლინიკური ნეიროფსიქოლოგია“ და „შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია“დოქტორანტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ფსიქოლოგია“ რიგგარეშე შიდა მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანების, 2021 წლის 21 იანვრის N2/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 აგვისტოს N22420/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,ფსიქოლოგია“ - 37 ვაკანტური ადგილი;

2. რიგგარეშე მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საბუთების (დანართი 1, დანართი 2) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ელექტრონულ ფოსტაზე - chancellery.pes@tsu.ge მიღების ვადა – 04 - 08 სექტემბერი;

3. გასაუბრება დარგობრივ კომისიასთან - 11-14 სექტემბერი;

4. რიგგარეშე შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება/გამოცხადება - 15 სექტემბერი;

5. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ კრედიტების აღიარება - 18 სექტემბერი;

6. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან − 19 – 22 სექტემბერი;

7. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული დოქტორანტების სიის წარდგენა - 25 სექტემბერი;

8. შიდა მობილობის წესით დოქტორანტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: N 189/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმის გახსნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-11 პუნქტების, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე:

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);

გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის); ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022- 2023 სასწავლო წელს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ სტუდენტთა პირადი საქმე გაიხსნას შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე (უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს თარგმნილი ქართულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ):

ა) განცხადება რექტორის სახელზე (საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით);

ბ) მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) ორი ცალი ფოტოსურათი (3X4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისათვის);

ვ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული შეფასებების და კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უსდ-ში;

ზ) მოქალაქეობის არმქონე პირის განცხადებას მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნაცვლად უნდა დაერთოს ბინადრობის მოწმობის ასლი.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: N 190/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,, ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესისა და უცხო ენის ცოდნის განმარტების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის N49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-5 მუხლის 2 1 პუნქტის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომისს სემესტრისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ვადად 2023 წლის 14, 15 და 16 აგვისტო , ქართულ და რუსულ ენებში;

2. აღნიშნული გასაუბრების ვიდეოჩანაწერის უზრუნველყოფა დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 191/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შესარჩევად შიდა საუნივერსიტეტო კონკურსის გამოცხადების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 7 აგვისტოს N213/02-01 ბრძანების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მაია გრიგოლიას 2023 წლის 7 აგვისტოს N 22379/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების საშტატო განრიგით განსაზღვრულ მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შესარჩევად.

2. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შრომის ანაზღაურება თვეში განისაზღვრება, შესაბამისად 1200 და 1050 ლარით (საშემოსავლო და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

3. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია თსუ-ში დასაქმებულ პერსონალს.

4. მთავარი სპეციალისტი: აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;

ბ) მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის არანაკლებ 1 წელი;

გ) ინგლისური ენის ან /და რომელიმე უცხო ენის ცოდნა ( წერა, კითხვა, მეტყველება;

დ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Power Point). აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა; ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ბ) ოპერატიულობა;

დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი

ე) კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;

ვ) დასაბუთების უნარი;

ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა ;

ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა.

აპლიკანტს მოეთხოვება პოზიციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნა:

ა) უმაღლესი განათლების შესახებ გამოცემული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები;

ბ)მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ გამოცემული კანონქვემდებარე აქტები;

ბ) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) თსუ წესდება;

დ) თსუ ეთიკის კოდექსი;

ე) თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

ვ) თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დებულება.

მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :

 კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტის განსაზღვრული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

 განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში, უნივესიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, წერილების მომზადება;

 განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შესამუშავებელი სამართლებრივი აქტების შედგენასა და ექსპერტიზაში მონაწილეობა;

 ,,სტუდენტის გზამკვლევის’’(საინფორმაციო ბროშურა) და სხვა საცნობარო მასალის შემუშავების უზრუნველყოფა;

 ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატები/სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა, ენის ცოდნის დადგენის მიზნით გასაუბრების ჩატარების ორგანიზება, რექტორის თანხმობის წერილების მომზადება, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/ დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგსანმანათლებლო პროგრამებზე გამოცდების ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ, ჩარიცხვის თაობაზე სამართლებრივი აქტების გამოცემა;

 საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურისათვის ვიზის აღების პროცედურის მიზნით მოწვევის წერილების მომზადება და გაცემა;

 მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადება) სპეცილობის მაძიებელთა პროგრამებზე მიღების, ჩარიცხვის, მოწმობის გაცემისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების თაობაზე სამართლებრივი აქტების მომზადება;

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უნივერსიტეტისათვის გამოყოფილი პროგრამული დაფინანსების მოცულობის ფარგლებში ბაკალავრიატის აკრედიტებულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებიდან დასაფინანსებელი სტუდენეტების შერჩევა;

 წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიების მოპოვების მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებების/იურიდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევაში მონაწილეობა;

 დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვაა სახის ცნობების დამზადება (ქართულ- ინგლისურ ენებზე);

 სტუდენტებისათვის კონსულტაციის გაწევა, ასევე ონლაინ რეჟიმში მომსახურება სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

5. წამყვანი სპეციალისტი: აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი;

ბ) ინგლისური ენის ან /და რომელიმე უცხო ენის ცოდნა ( წერა, კითხვა, მეტყველება);

გ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Power Point).

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :

ა) კრეატიულობა და შემოქმედებითობა;

ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

ბ) ოპერატიულობა;

დ) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ე) კომუნიკაბელურობა და გუნდურად მუშაობის უნარი;

ვ) დასაბუთების უნარი;

ზ) ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

თ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;

ი) ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა’ აპლიკანტს მოეთხოვება პოზიციისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ცოდნა:

ა)უმაღლესი განათლების შესახებ გამოცემული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები

ბ)ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

გ) თსუ წესდება;

დ) თსუ ეთიკის კოდექსი;

ე) თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;

ვ) თსუ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის დებულება. წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შერჩეულ სპეციალისტს მოეთხოვება შემდეგი ვალდებულებების (ძირითადი მოვალებები) შესრულება :

 სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში შემოსული კორესპონდენციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში, უნივერსიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებული მუშაობის საფუძველზე, წერილების მომზადება;

 კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტის განსაზღვრული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

 სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მოძიება და დამუშავება, სტუდენტებისათვის მიწოდება და კონსულტაციების გაწევა;

 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტების სასწავლო პროცესში ადაპტირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

 მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების კოორდინირება;

 სტუდენტის პირადი საქმის წარმოებაზე კონტროლი;

 დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სტუდენტებისათვის სხვადასხვაა სახის ცნობების დამზადება (ქართულ- ინგლისურ ენებზე);

 სტუდენტების ხელშეკრულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

 წარჩინებული სტუდენტებისათვის სტიპენდიების მოპოვების მიზნით უფლებამოსილი სახელმწიფო დაწესებულებების/იურუდიული პირების მოთხოვნის საფუძველზე დასაფინანსებელი სტუდენტების შერჩევა;

 სტუდენტებისათვის კონსულტაციის გაწევა, ასევე ონლაინ რეჟიმში მომსახურება;

 ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე აკრედიტებული პროგრამით სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატები/სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისთვის განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

 რექტორის თანხმობის წერილების მომზადება.

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველ თსუ-ში დასაქმებულ პერსონალს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;

დ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მთავარი სპეციალისტი);

ე) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად.

7. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი N1) და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი (დანართი N2).

8. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს 2023 წლის 14 აგვისტოდან 2023 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) ან წამყვანი სპეციალისტი“.

9. სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტის (I კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 25 აგვისტოსი.

10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი).

12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 218/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხის, წარდგენის ვადებისა და მისაღები გამოცდის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N111/ნ ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 აგვისტოს N22410/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ

1. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ვადად - 24 აგვისტო - 13 სექტემბერი/გარდა უქმე და დასვენების დღეებისა; 11 საათიდან 17 საათამდე, თსუ მე-3 კორპუსი, ჭავჭავაძის 11, ოთახი 110;

2. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

გ) ფოტოსურათი ¾, ბეჭდური (2 ცალი, ელექტრონული ვერსია CD-ზე);

დ) ბაკალავრის/მაგისტრის და/ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ცნობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან საგნის სწავლების თაობაზე (სავალდებულოა მოქმედი მასწავლებლებისათვის);

ზ) ცნობა ან სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი საგნის გამოცდის ჩაბარების თაობაზე.

3. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მისაღები გამოცდის ვადები შემდეგი სახით:

ა) გამოცდა - 15 სექტემბერი 14:00 სთ (უნივერსიტეტის ქ.№11, თსუ ბიბლიოთეკა);

ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება -18 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -19 სექტემბერი (09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე)

დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება- 20 სექტემბერი;

ე) საბოლოო შედეგების გამოცხადება - 21 სექტემბერი;

ვ) ხელშეკრულების გაფორმება - 22-25 სექტემბერი (თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი 110);

ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა - 26 სექტემბრამდე.

თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 27 სექტემბერი

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 187/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2023 წლის 08 აგვისტოს N22419/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2023-2024 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 25 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ა. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 27 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ა. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 ოქტომბერი - 30 დეკემბერი; 8 - 20 იანვარი;

ა. დ) საგამოცდო პერიოდი - 22 იანვარი - 10 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები), 15 - 23 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);

ა. ე) არდადეგები - 1 – 6 იანვარი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ. ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 4 მარტი

ბ. ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 26 თებერვალი – 4 მარტი;

ბ. გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი - 15 ივნისი;

ბ. დ) საგამოცდო პერიოდი - 17 ივნისი- 13 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 19 - 25 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი  ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 186/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მპვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 07 აგვისტოს N22396/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1) 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის (1 სემესტრი):

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 სექტემბერი - 23 ოქტომბერი;

ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 4 სექტემბერი - 23 ოქტომბერი;

ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 23 ოქტომბერი - 30 დეკემბერი, 3 იანვარი - 29 თებერვალი;

ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები - 1- 9 მარტი;

ა.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი - 2 იანვარი, 11 - 16 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 9 - 18 მარტი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-18 მარტი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 18 მარტი – 28 ივლისი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები - 29 ივლისი - 5 აგვისტო;

ბ.ე) არდადეგები - 6 აგვისტო - 18 სექტემბერი.

1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 19 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 2 ოქტომბერი - 30 დეკემბერი, 3 იანვარი - 19 თებერვალი;

ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები - 20 - 27 თებერვალი;

ა.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი - 2 იანვარი, 28 თებერვალი - 2 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 27 თებერვალი - 5 მარტი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 29 თებერვალი - 4 მარტი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 4 მარტი – 15 ივლისი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები 17-22 ივლისი;

ბ.ე) არდადეგები - 23 ივლისი - 18 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 185/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მპვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 07 აგვისტოს N22396/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის „მედიცინა (ინგლისურენოვანი)“ და „სტომატოლოგია (ინგლისურენოვანი)“ სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1) 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის

(1 სემესტრი):

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 სექტემბერი - 23 ოქტომბერი;

ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 4 სექტემბერი - 23 ოქტომბერი;

ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 23 ოქტომბერი - 30 დეკემბერი, 3 იანვარი - 29 თებერვალი;

ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები - 1- 9 მარტი;

ა.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი - 2 იანვარი, 11 - 16 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია 9 - 18 მარტი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14-18 მარტი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 18 მარტი – 28 ივლისი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები - 29 ივლისი - 5 აგვისტო;

ბ.ე) არდადეგები - 6 აგვისტო - 18 სექტემბერი.

1.2. მე-2 და შემდგომი სემესტრის სტუდენტებისათვის:

ა) შემოდგომის სემესტრი:

ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 19 სექტემბერი - 2 ოქტომბერი;

ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) - 2 ოქტომბერი - 30 დეკემბერი, 3 იანვარი - 19 თებერვალი;

ა.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები - 20 - 27 თებერვალი;

ა.ე) არდადეგები - 31 დეკემბერი - 2 იანვარი, 28 თებერვალი - 2 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:

ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 27 თებერვალი - 5 მარტი;

ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 29 თებერვალი - 4 მარტი;

ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით) – 4 მარტი – 15 ივლისი;

ბ.დ) საგამოცდო პერიოდი (კურაციული სისტემით) - დამატებითი გამოცდები 17-22 ივლისი;

ბ.ე) არდადეგები - 23 ივლისი - 18 სექტემბერი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 185/01-01

'სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღები კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 28 ივლისის N173/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე - „ევროპისმცოდნეობა“ 2023- 2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიღების გამოცხადებისა და მისაღები კონკურსანტებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 28 ივლისის N173/01-01 ბრძანების მე3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე- „ევროპისმცოდნეობა“ მიღების ვადები:

ა) დოკუმენტაციის მიღება - 1-30 აგვისტო;

ბ) გამოცდა ინგლისურ ენაში– 6 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;

ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 18-19 სექტემბერი;

ზ)დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები -20 სექტემბერი;

თ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 20-22 სექტემბერი;

ი) საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

“ 2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 184/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარებისა და საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 ივლისის N193/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 58-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის, მე-2 პუნქტის, ,,ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მანონი ჯოჯუასთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის დაკისრების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 07 აგვისტოს N213/02-01 ბრძანებისა და თსუ-ის ცენტრალური საინვენტარიზაციო კომისიის აპარატის თავმჯდომარის მურმან ცარციძის 2023 წლის 07 აგვისტოს N22245/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში ინვენტარიზაციის ჩატარებისა და საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 26 ივლისის N193/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,1.სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საწყობში, მატერიალური პირის შეცვლის გამო, ინვენტარიზაციის ორგანიზებულად და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ჩატარების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოს სირთულისა და მოცულობის გათვალისწინებით, შეიქმნას საინვენტარიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მიქაბერიძე აკაკი-ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯერი (საფინანსო საკითხებში)-კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ბერაძე ნათია-სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია), კომისიის წევრი;

გ) არდაშელია ალექსი-იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

დ) ლობჯანიძე ვაჟა-ადმინისტრატორი, კომისიის წევრი;

2.დაევალოს ზემოაღნიშნულ კომისიას მიმდინარე წლის 07 აგვისტოდან 08 სექტემბრის ჩათვლით, უზრუნველყოს თსუ-ის საწყობში განთავსებული, ბალანსზე რიცხული და ყოფილი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ელგუჯა ობოლაძის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ქონების სრული აღწერა, ინვეტარიზაცია და შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენა. კომისიას დაევალოს ასევე აღწერილი ქონების გადაბარება თსუ-ის საწყობში ახლად დანიშნულ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე.”.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მანონი ჯოჯუა

სრულად

ბრძანების N: 214/02-01

თსუ-ს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული მოკლევადიანი კლინიკური პრაქტიკის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, რექტორის ბრძანების (N 87/01-01; 26/04/2023), ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 22378/10; 07.08.2023) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2023 წლის 11 აგვისტოს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) თამარ რუხაძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი, დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ლუდმილა ბარბაქაძე, თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

გ) ნინო ქიმერიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;

დ) სოფიო თოთიბაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირინა გამყრელიძე;

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 183/01-01