საგანმანათლებლო პროგრამების ძიება
„თსუ დესპანი“ ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე წლებია არსებობს და რომლის საშუალებითაც სკოლის მოსწავლეებს უნივერსიტეტის გაცნობის საშუალება აქვთ. თუ რით შეიძლება იყოს თსუ მიმზიდველი და საინტერესო მათთვის, როგორც მომავალი სტუდენტებისთვის, თსუ სტუდენტი-დესპანები მშობლიური სკოლის მოსწავლეებს უყვებიან. სწორედ ისინი არიან საკუთარი უნივერსიტეტის დესპანები საკუთარ სკოლაში.
"თსუ დესპანი" და მე-9 კლასში დასახული მიზანი
ერთ-ერთი ვისაც სწავლა თსუ-ში „დესპანმა“ დააწყებინა გიულგიუნ მამედხანოვაა. მოგვიანებით, ის თავადაც გახდა დესპანი. საკუთარ, თექალოს საჯარო სკოლას ჯერ უნივერსიტეტის დესპანად ეწვია, შემდგე კი მასწავლებლის სახით დაუბრუნდა. თსუ 2022 წელს დაამთავრა. ამჟამად თაქალოს საჯარო სკოლაში საგანს “მე და საზოგადოება” ასწავლის. მეორე პროფესიით ჟურნალისტია, ფრილანსერის სტატუსით ისეთ სოციალურ თემებზე ამზადებს სხვადასხვა პროდუქტს, როგორიცაა: ქალთა უფლებები, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების გამოწვევები, ინდივიდუალური ისტორიები და სხვა. ამას გარდა, გიულგიუნი მარნეულის მუნიციპალიტეტში სხვა ახალგაზრდებთან ერთად სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტს ახორციელებს.
„თსუ-ს შესახებ პირველად Მე-9 კლასში სწავლისას გავიგე, როდესაც ჩვენს სკოლას სტუმრად ყოფილი მოსწავლე, უკვე თსუ-ს სტუდენტის სტატუსით ეწვია. “ის იმდენად დეტალურად, საინტერესოდ, ისეთი სიამაყით გვიყვებოდა კავკასიაში უძველესი უნივერსიტეტის შესახებ, რომლის ნაწილი უკვე თავადაც იყო, რომ სწორედ მაშინ გადავიწყვიტე, ერთ დღეს თსუ-ელი მეც გავხდებოდი. გავხდი კიდეც... თსუ საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობით დავამთავრე და სიღრმისეულად ვისწავლე გარემოსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გიულგიუნმა იმავე წელს ჩააბარა მასწავლებლობის კომპეტენციის დამადასტურებელი 10-კრედიტიანი გამოცდა გეოგრაფიის მიმართულებით.
შემდეგ წელს კი - სამოქალაქო განათლების გამოცდა. როგორც თავად აღნიშნავს, მის კარიერულ წინსვლაში თსუ-ში მიღებულმა ცოდნამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. „ჩემს მოსწავლეებს დიდი მოტივაციით ვასწავლი საგანს „მე და საზოგადოება“. ამას გარდა, საინიციატივო “მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის” აქტიური წევრი ვარ. ჩვენი მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის დანერგვა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებით. ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში აქტიურად ვუჭერთ მხარს ადგილობრივ ფერმერებს, რათა თავისი სასოფლო მეურნეობა გარემოსთვის ზიანის მიუყენებლად განავითარონ, მოიყვანონ სუფთა პროდუქცია, არ დააჩქარონ თავისი საქმიანობით კლიმატის ცვლილება და თანამედროვე სოფლის მეურნეობის ასპექტებს ახლოდან გაეცნონ. მიმაჩნია რომ, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით მიღებული ცოდნა დამეხმარა ჩემი წვლილი შემეტანა ამ ჯგუფის საქმიანობასა და მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებაში“, - აღნიშნავს თსუ კურსდამთავრებული.
„მულტისექტორული ჯგუფის გარდა მოსწავლეებთან ერთად 3 წლის წინ შევქმენი ეკო -კლუბი „მწვანე აზროვნება“. მარნეულის მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პლასტმასების ნარჩენების ეფექტიანად მართვისთვის, ვახორციელებთ პროექტებს და აქტივობებს. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, გავხსენით პლასტმასას მიმღები პუნქტი მარნეულში და გამოვაცხადეთ კამპანია „მარნეული პლასტმასის გარეშე“. მარნეულის მოსახლეობის ჩართულობით შეგროვილ პლასტმასს ვაბარებთ პლასტმასების მიმღებ ქარხანაში და ამით ხელს ვუწყობთ მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვას. ასევე წელს საბიუჯეტო ინიციატივა შევიტანეთ მარნეულის მერიაში და მოვითხოვეთ, მუნიციპალურ დონეზე დაწესდეს “მარნეულის დასუფთავების დღე”.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ფეისბუკის გვერდი https://m.facebook.com/ProtectEnvironment12/
როდესაც პროექტების უმეტესობას თსუ-მდე მიჰყავხარ...
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო პროგრამები, რომელთა შესწავლა ჩემთვის სიამოვნება იყო. მაგალითად, ჟურნალისტიკა და პოლიტიკა, სოციალური სამუშაო, სოციოლოგია. საზოგადოებრივი გეოგრაფიის სწავლებისას არჩევით საგნებს ამ პროგრამიდან ვირჩევდი. თამამად შემიძლია გითხრათ რომ, ახლა უკეთ ვიაზრებ რამდენად საჭირო საგნებთან მქონდა შეხება და მიხარია რომ ამის ნაწილიც ვიყავი. თუ გიყვარს გეოგრაფია, ამავდროულად გაინტერესებს გარემოსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირები და კანონზომიერება, გინდა გაიგო 21-საუკუნეში მსოფლიო რუკები რატომ არის გამოწვევებით სავსე და ამაში გეოპოლიტიკას რა როლი აქვს? როგორც პიროვნება, გინდა ხედავდე შენს ადგილს საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში? მაშინ საზოგადოებრივი გეოგრაფია აუცილებლად უნდა აირჩიოთ. ძალიან მრავალფეროვან გამოცდილებას მიიღებთ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების სხვადასხვა დარგებში. მაგალითად, მე საზოგადოებრივი გეოგრაფიის სწავლებისას კვლევის მეთოდებიდან დაწყებული, პოლიტიკური გეოგრაფიით დამთავრებული აქტიურ მოქალაქისთვის საჭირო ყველა შესაბამისის ცოდნა და უნარ-ჩვევები შევიძინე.
„თსუ დესპანი“ ჩემთვის ერთ-ერთი ღირებული პროექტი იყო. მის ფარგლებში ჩემს სოფელში, ჩემი სკოლის მოსწავლეებისთვის თსუ-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გავმართე. მოსწავლეებმა თსუ-ის ისტორიის, უმაღლესი განათლების მიღებისას მისი მნიშვნელობის, უნივერსიტეტში არსებული ფაკულტეტებისა და პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. მიხარია რომ, ამ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე მოსწავლის არჩევანი თსუ იყო. ვფიქრობ მათთვის მსგავსი შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანია.
„დესპანის“ შემდეგ აქტიურად დავიწყე მუშაობა ეთნიკურად აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან და დღემდე ვახორციელებ მათ პიროვნულ და კარიერულად განსავითარებელ პროექტებს. ამ მხრივ აქტიური მოღვაწეობისთვის კონკურს “2021 წლის ახალგაზრდული მუშაკი”- ის 11 გამარჯვებულიდან ერთ-ერთი გავხდი. ახალგაზრდობის სააგენტომ ოფიციალურად მაღიარა წლის ახალგაზრდულ მუშაკად ქვემო ქართლის რეგიონიდან, რაც ჩემთვის დიდი პატივია.
მეორე თსუ-სთან დაკავშირებული პროგრამა, ტუტორიუმის პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს „თსუ ქართულ ენაში მომზადების პროგრამის“ სტუდენტთა აკადემიურ დახმარებას, ახალგაზრდების პრაქტიკული და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას, მათ ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში და ა.შ. ამ პროგრამაში 2020 წლის სექტემბერში ჩავერთე და ოფიციალურად დავასრულე 2021 წლის აპრილში. მის ფარგლებში, კვირაში მინიმუმ 2-3 შეხვედრას ვუტარებდი სტუდენტებს ისეთ თემატიკაზე როგორიცაა: ადამიანის უფლებები, დემოკრატია, მედიაწიგნიერება, სოციალური მეწარმეობა და ახალგაზრდები, ლიდერული უნარ-ჩვევების გამავითარებელი ტრენინგები და ა.შ. ასევე ვეხმარებოდი აკადემიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევების გადალახვაში, ვუტარებდი ქართული ენის შემსწავლელ სემინარებს/შეხვედრებს. პანდემიის პერიოდში დისტანციურმა განათლებამ ბევრი გამოწვევა გაუჩინა სტუდენტებს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობების წარმოადგენლებს. როგორც იცით, ეს ახალგაზრდები უნივერსიტეტში განსხვავებული გზით, ქართული ენის მომზადების პროგრამით (1+4 პროგრამით) ირიცხებიან. ერთი წელი უნვერსიტეტში სწავლობენ სახელმწიფო ენას და პირველკურსელები მერე ხდებიან. ამ ერთი წლის განმავლობაში ენის სწავლის გარდა არაფორმალური განათლების მეშვეობით ანვითარებენ ლიდერულ - სამოქალაქო უნარ-ჩვევებს. პანდემიის დაწყებამ კი მათ ამ მხრივ ხელი შეუშალა. აქედან გამომდინარე გადავიწყვიტე ვყოფილიყავი ტუტორი და სტუდენტებს ამ სირთულეების გადალახვაში დავხმარებოდი.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც სულ ვფიქრობდი, თუ როგორ დავხმარებოდი ქართული ენის შესწავლაში ეთნიკურ უმცირესობებს. ქართული ენის სწავლება სახელმწიფოს ვალდებულებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ Ჩვენი ქვყენის განვითარებაში და კეთილდღეობაში, საერთო ძლიერებაში ჩვენ, მოქალაქეებიც აქტიური უნდა ვიყოთ და ერთად ავაშენოთ ინკლუზიური, განვითარებული, მრავალფეროვნებაზე და ტოლერანტობაზე დაფუძნებული ძლიერი ქვეყანა.
თსუ-ს ამ მიზნის მიღწევაც უკავშირდება. ჩემს მეგობარ მარიამ ისპირიანთან ერთად 2022 წელს მონაწილეობა მივიღეთ სტარტაპ კონკურსზე “Big Idea Challenge”-ზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სტატუსით და გავიმარჯვეთ. „GRANDALA”-ს გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
მოგებული გრანტით დავიწყეთ სოციალურ საწარმო „გრანდალას“ შექმნა, რომელიც იქნება ქართული ენის შემსწავლელი ონლიან პლატფორმა. მისი საშუალებით დავაკავშირებთ ქართული ენის კვალიფიციურ მასწავლებლებს ქართული ენის შესწავლის მსურველ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთან. ამით ვქმნით დამატებით რესურსებს ეთნიკური უმცირესობებისათვის, რათა ისინი მეტად იყვნენ ჩართულნი ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. “გრანდალას” ვებგვერდი და სხვა საორგანიზაციო საკითხები ალბათ 2024 წლის თებერვლისთვის დასრულდება. ვამაყობ რომ, ამ იდეის გარშემო ბევრი ადამიანი და მხარდამჭერი შეიკრიბა.
პრაქტიკული რჩევა სომეხი და აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის
ახალგაზრდებს ვურჩევდი, სტუდენტობის ყველა წამით დატკბნენ. ვფიქრობ ეს დრო ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე შეუდარებელი კვეთაა კარგი და ცუდი ცხოვრებისეული გაკვეთილებისა. ასევე ვურჩევდი ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ ახალგაზრდებს, განათლების მიღებასთან ერთად სტუდენტობისას აქტიურად იყვენენ ჩართული პროექტებში, სტუდენტური თვითმმართველობის მუშაობაში და ქართველ თანაკურსელებთან აქტიურ კომუნიკაციაში. ეს ყველაფერი ქართული ენის უკეთესად სწავლაში დაგეხმარებათ, ჩამოყალიბდით როგორც მოაზროვნე მოქალაქე, რათა უფრო ადვილად შეეძლოთ ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირება.
სტუდენტობისას ძალიან მორცხვი ვიყავი და გარშემომყოფებთან კომუნიკაციას გარკვეული პერიოდი ვერ ვამყარებდი. თან თბილისში ცხოვრება, ჩემი საყვარელი სოფლიდან, მშობლებისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა ცოტა მეძნელებოდა. მიუხედავად ამისა, თსუ-მ მომცა მშვენიერი შესაძლებლობა, გამეცნო ჩემი კურსელები, ლექტორები და მიმეღო თავის საქმის პროფესიონალი ადამიანებისაგან ღირებული ცოდნა და პატივი, ვყოფილიყავი მათი სტუდენტი.
ყოველთვის მინდოდა საზღვარგარეთ წასვლა და მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობა. სტუდენტობის დროს ბევრი კურსელისგან მსმენოდა ერასმუსის და ევროპის
სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობრივი პროგრამების შესახებ და მათში მონაწილეობის სურვილი მეც გამიჩნდა. არსებობს გამოთქმა, „სამყარო ცდილობს ის ოცნება აგისრულოს, რაც გულით გწადია“. ბევრი ცდის შემდეგ ამირჩიეს ბელგიაში 2-თვიან მოხალისეობრივ პროგრამაში და რა დროსაც ძალიან ღირებული გამოცდილება მივიღე. იქ ყოფნისას გავეცანი ახალგაზრდულ და სოციალურ მუშაკებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, განმანათლებლებს, რამაც შესაძლებლობა მომცა, იქ მიღებული გამოცდილება საქართველოში ახალგაზრდებთან მუშაობისას გამოვიყენო.
ჩემი უახლოესი მიზანია საინიციატივო “მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი” დავარეგისტრიროთ არასამთავრობო ორგანიზაციად და უფრო მასშტაბური პროგრამები განვახორციელოთ უკვე მთლიანად ქვემო-ქართლის რეგიონში. Სოფლის მეურნეობა ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა და ამ სფეროს ყურადღების ცენტრში მოქცევა ძალიან მნიშვნელოვანია. მჯერა, რომ კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებით და რეგიონში მდგრადი განვითარების ხელშეწყობით, პოზიტიურ ცვლილებას მოვახდენთ რეგიონში.
ჩემი სამომავლო გეგმები გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით მენტორის სტატუსის მიღებას და მასწავლებლობის სფეროში კარიერულ დაწინაურებას უკავშირდება. აზერბაიჯანულენოვან სკოლებს ნამდვილად სჭირდებათ პროფესიონალი მასწავლებლები ქვეყანაში საერთო კეთილდღეობის მისაღწევად.
ასიამოვნო ფაქტი ისაა, რომ დღეს ჩემი უმცროსი ძმაც თსუ-ს სტუდენტია ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც მულტილინგვური განათლების სპეციალობით სწავლობს. მიხარია, რომ ის დაანგრევს სტერეოტიპს თითქოს, დაწყებითი კლასის მასწავლებლობა მარტო ქალის საქმეა და მომავალში ერთ-ერთი წარმატებული მასწავლებელი იქნება.
გვქონდა გაგვევლო საფაკულტეტო არჩევითი შესავალი კურსები სოციოლოგიის, სოციალური მუშაობის, ჟურნალისტიკის, პოლიტიკის მეცნიერებებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართულებით, რამაც საშუალება მოგვცა უფრო კონკრეტულად განგვესაზღვრა ჩვენი ინტერესები. საბოლოოდ, არჩევანი სოციოლოგიაზე შევაჩერე, რადგან კვლევები ყველაზე მეტად მიზიდავდა. თამამად შემიძლია ვთქვა, ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რაც მიმიღია. ვთვლი, რომ სოცპოლმა კარგი ბაზისი მომცა სოციალურ მეცნიერებებში და დიდი როლი ითამაშა ჩემი ღირებულებების ჩამოყალიბებაში.
ჩემი პროფესია, რომელიც უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მენეჯმენტს მოიცავს, განსაკუთრებით აქტუალურია ცოდნის ეკონომიკის ეპოქაში. თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის მდგრადი განვითარება, ეკონომიკური წინსვლა და საზოგადოების კეთილდღეობა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული მის სამეცნიერო-კვლევით და ინოვაციურობის პოტენციალზე. სამეცნიერო კვლევები და ინოვაციები ახალი ცოდნის შექმნის წინაპირობაა, საზოგადოებისათვის ცოდნა კი ერთი მხრივ, პიროვნების თვითაქტუალიზაციისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ფაქტორი, ხოლო მეორე მხრივ, ინტელექტუალურ-ტექნოლოგიური პროგრესის, კვალიფიციური სამუშაო ძალის ფორმირების, ცხოვრების დონის გაუმჯობესებისა და ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარია.
გათვალისწინებით, ზუსტად ვიცოდი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა მესწავლა. თსუ იურიდიულ ფაკულტეტზე მიღებული ცოდნა ნამდვილად გამომადგა პროფესიულ ზრდასა და წინსვლაში, რადგან ლექცია/სემინარებს მიტარებდნენ ლექტორები, რომლებიც იყვნენ და დღესაც არიან პრაქტიკოსი იურისტები. შესაბამისად, თეორიულ ცოდნასთან ერთად მუდმივად მქონდა პრაქტიკული რეალობა, რაც სხვადასხვა საკითხის უკეთ გაგებასა და გააზრებაში მეხმარებოდა. არავისთვის იქნება სიახლე თუ ვიტყვი, რომ თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე ასწავლიან ლექტორები. რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოში სხვადასხვა პოზიციაზე არიან დასაქმებულები, შესაბამისად, მათთან კონტაქტი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ერთ-ერთი ჩემი პირველი სტაჟირებაც სწორედ ამგვარ კონტაქტს უკავშირდება.
ცვლილებებისთვის ფეხის ასაწყობად. რაც დრო გადის, მით უფრო იჩენს თავს სამართლის ახალი სფეროები, რომლებიც შეუსწავლელია, შესაბამისად, თანამედროვე სამყაროს სჭირდება თანამედროვედ და პროგრესულად მოაზროვნე იურისტები, რომლებიც განვითარების სწრაფი ტემპის კვალდაკვალ განავითარებენ
„ძალიან საამაყო და სასიამოვნო იყო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობა. ზოგადად, ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ვცდილობ ეროვნული ნაკრების თამაშებს დავესწრო. რადგან ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ტარდებოდა, რა თქმა უნდა, აქაც ჩემი ქვეყნის ნაკრების გვერდში ვიყავი. უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი მათ იმ ემოციისთვის რაც პირადად მე და მთელ საქართველოს აჩუქეს. მინდა აღვნიშნო, რომ გერმანელები საკმაოდ დადებითად იყვნენ განწყობილი ჩვენი ნაკრებისადმი და თამაშების შემდეგ უფრო მეტი დაინტერესება გამოიჩინეს ზოგადად საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ერთ-ერთი თამაშის დროს მატარებლით მგზავრობა მომიწია ინგლისელ სპორტულ
პროგრამის ხარისხს და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდიდა. ჩემი აზრით, თსუ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ჯანდაცვის სფეროში სურს მუშაობა.
ნორვეგიაში, ზოგადად, სწავლების ძალიან მაღალი სტანდარტები აქვთ. იქ სწავლა არც ადგილობრივი სტუდენტებისთვისაა იოლი და როგორც გავიგე, მაშინ საქართველოდან ჩასული სტუდენტებისგან მით უმეტეს არავინ ელოდა მაღალ შედეგებს. იმ წელს, გლობალური ჯანდაცვის კურსზე მთელს ნაკადში მხოლოდ ერთმა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი შეფასება (A) და ეს ერთი სტუდენტი სწორედ მე ვიყავი - ნორვეგიაში საქართველოდან ჩასული მაგისტრანტი.
შესაბამისად, კვლევის პირველ ეტაპზე უნდა დავადგინოთ, ბერძნული ტექსტის ისტორიის/განვითარების რომელ საფეხურს ასახავს ქართული თარგმანი. ამ მიზნის განსახორციელებლად ქართულსა და ბერძნულ ტექსტებს სიტყვასიტყვით ვუდარებთ და მერე მსგავსებებსა და განსხვავებებს ვაანალიზებთ. ამ ანალიზის საფუძველზე ვადგენთ თარგმანის მიმართებას ბერძნულ წყაროებთან. პირველი მეფეთას რამდენიმე ძველი ქართული თარგმანი არსებობს. ერთ-ერთი მათგანი უშუალოდ ბიბლიურ ხელნაწერებშია შემონახული, მეორე კი – ლექციონარის ხელნაწერებში. სანამ გავაგრძელებთ, ვთქვათ რა არის ლექციონარი: ესაა კალენდარზე გაწყობილი ლიტურგიკული კრებული, რომელშიც ამა თუ იმ დღესასწაულზე შესასრულებელი ღვთისმსახურებაა აღწერილი იმის მითითებით, თუ რომელი მონაკვეთები უნდა წაიკითხონ ძველი და ახალი აღთქმიდან წირვა-ლოცვისას. სწორედ ამ მონაკვეთებს ჰქვია საკითხავები. ლექციონარის ქართულ ხელნაწერებში პირველი მეფეთას საკმაოდ დიდი ნაწილია შესული საკითხავების სახით. ლექციონარისა და ბიბლიის მკვლევართათვის ყოველთვის საინტერესო იყო საკითხი, ლექციონარში შესული საკითხავები იგივე ტექსტებია, რაც ბიბლიურ ხელნაწერებში, თუ ლექციონარებსა და ბიბლიის ხელნაწერებში სხვადასხვა თარგმანებია. სწორედ ამის გარკვევა იყო ჩემი დისერტაციის კიდევ ერთი მიზანი. პირველი მეფეთას შემთხვევაში ლექციონარის საკითხავები ბიბლიის ხელნაწერებში შესული ტექსტისაგან განსხვავებული თარგმანია და მომდინარეობს სეპტუაგინტას L ტექსტუალური ფორმიდან. იმის ახსნა, თუ რა არის სეპტუაგინტას L ტექსტუალური ფორმა შორს წაგვიყვანს. დაინტერესებულთ შეუძლიათ ჩემი დისერტაცია წაიკითხონ ან მომწერონ და ვისაუბროთ ბიბლიის ტექსტოლოგიაზე და სამაგისტრო პროგრამაზე – ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია – რომლის ფარგლებშიც შეისწავლიან ბიბლიის ფილოლოგიას და გახდებიან ქართული ბიბლიის მკვლევარნი.
რით აღმოჩნდა ახალაგაზრდა მკვლევარისთვის მიმზიდველი „ესთერის წიგნი“? ესთერის წიგნზე მუშაობა სამაგისტრო ნაშრომისთვის დავიწყე. მაშინ მის შესახებ არაფერი ვიცოდი და არც რაიმე მიმზიდველობა ჰქონდა, არჩევანი შემთხვევითი იყო. თუმცა, ამ გადასახედიდან, როცა ახლოს გავიცანი, ასეთი საინტერესო ისტორიის წიგნი სხვა არ მეგულება. მგონი ტექსტის ისტორიაც უნდა განვმარტო. ძველი ტექსტების შემთხვევაში, ესაა ცვლილებების ერთობლიობა, რომელსაც ესა თუ ის ტექსტი ჩაწერილი, ფიქსირებული ფორმის მიღების შემდეგ თანამედროვე გამოცემებამდე ხელნაწერიდან ხელნაწერში გადაწერის პროცესში განიცდის. ზოგიერთი ტექსტის ისტორია არც ისე ამაღელვებელია და გადამწერის მიერ დაშვებული შეცდომებით შემოიფარგლება, ზოგი ტექსტი კი სხვადასხვა მიზეზისა თუ გარემოების გამო უფრო დრამატულად იცვლება: რომელიმე გადამწერი თუ მთარგმნელი უბრალოდ კი არ თარგმნის ან გადაწერს ტექსტს, არამედ საქმეს შემოქმედებითად უდგება და იწყებს გარდათხზვას: ამატებს რამეს, ან აკლებს, ან ადგილს უნაცვლებს. ესთერის წიგნი ბიბლიის იმ წიგნთა შორისაა, რომელსაც ასე შემოქმედებითად მოეკიდა მთარგმნელიც და შემდეგში კიდევ ორი ავტორი და ასე ებრაულის თარგმნა-გარდათხზვით შეიქმნა ესთერის სეპტუაგინტას ტექსტუალური ფორმა, ამ უკანასკნელის გარდათხზვით კი ალფა ტექსტი და კიდევ ერთი ბერძნული ტექსტი, რომელიც სრული ფორმით მხოლოდ ძველმა ლათინურმა თარგმანმა შემოგვინახა. ბიბლიის ქართული ტრადიცია ერთადერთია, რომელშიც ალფა ტექსტის (ესთერის წიგნის სეპტუაგინტას თარგმანის გარდათხზვით მიღებული ტექსტის) თარგმანი არსებობს სრული ფორმით. ეს ტექსტი მხოლოდ ოშკის ბიბლიაშია შემონახული. კიდევ უფრო გასაოცარი და საინტერესოა ესთერის წიგნის მეორე ძველი ქართული თარგმანი, რომელიც ესთერის წიგნის ყველა არსებულ ფორმას აერთიანებს თავის თავში: სეპტუაგინტასაც, ალფა ტექსტსაც და მესამე ბერძნულ ტექსტსაც და კიდევ იმასაც, რომელიც სხვაგან აღარ შემონახულა. მოკლედ ამბავი ძალიან საინტერესოა და ორი სიტყვით არ ითქმის. ესთერის შემდეგ ვგეგმავ ჩემი დისერტაციის გამოქვეყნებასაც. უფრო შორსმიმავალი გეგმები ციფრულ ჰუმანიტარიას უკავშირდება, იმედია, განვახორციელებთ დიდ ინსტიტუციურ პროექტს და მოვამზადებთ ხელნაწერთა აღწერილობის ელექტრონულ ბაზებს, ლინირებისა და ჭვირნიშნების ბაზებს, ქართული ბიბლიის პარალელურ კორპუსს...
თარაშმა 2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხით (საერთაშორისო სამართლის მიმართულება) და უნივერსიტეტშივე ევროპული კვლევების ინსტიტუტის IES ინგლისურენოვანი პროგრამის ევროპისმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით.
ხოლო დიმიტრიმ ესპანეთში. ეს პირველი დიდი და საჭირო გამოცდილება იყო ორივე ჩვენგანისთვის რაც ჩვენმა პროგრამამ მოგვცა. თუმცა, ამის შემდეგ ორივეს გვსურდა საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილების მიღება. ამიტომ, როდესაც ჩვენი სამაგისტრო პროგრამაც დასასრულს მიუახლოვდა დავიწყეთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შანსების ძიება. ვინაიდან ყოველთვის გვინდოდა აზიაში, კერძოდ, ჩინეთში მოგზაურობა, ჩინური კულტურის მიმართ დიდი ინტერესის გამო, ძალიან გაგვიხარდა, როდესაც თსუ-ს ვებგვერდზე აღმოვაჩინეთ CSC (Chinese Scholarship Council) სტიპენდია, რომელიც ქართველი სტუდენტების დაფინანსების საშუალებას იძლეოდა პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლისთვის. მოვიძიეთ ინფორმაცია და როგორც აღმოჩნდა, ეს სასწავლებელი საკმაოდ პრესტიჟულად მიიჩნეოდა ჩინეთშიც და მსოფლიო მასშტაბითაც. მაშინვე დავეკონტაქტეთ ქ-ნ ლელა კაცაძეს, რომელიც ამ პროგრამას კურირებდა თსუ-ში, შევაგროვეთ ყველა საჭირო საბუთი, გვქონდა ინგლისური ენის ტესტი, გასაუბრება ინგლისურ ენაზე და საბედნიეროდ მეც და დიმიტრიმაც დავაკმაყოფილეთ მოთხოვნები. გარდა სწავლის 100% დაფინანსებისა, CSC სტიპენდიის ფარგლებში ასევე უფასოდ ვცხოვრობდით სასწავლებლის სტუდენტურ საცხოვრებელში და გვქონდა ყოველთვიური სტიპენდია ($500), რაც საკმარისი იყო სტუდენტური ცხოვრებისთვის”, - გვიყვება თავის ისტორიას ნინო.
„2019 წლის ბოლოს, როდესაც პანდემია დაიწყო ჩინეთში, ჩვენ პეკინში ვიყავით. ვინაიდან ჩვენთვის სადოქტორო პროგრამის დამამთავრებელი სასწავლო წელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი უნივერსიტეტი და ქვეყანა ისვენებდა ჩინური ახალი წლის გამო, ჩვენ მაინც ვაპირებდით ექსპერიმენტების გაგრძელებას. ასეც ვიქცეოდით, როდესაც პანდემია დაიწყო. ჩვენი ოჯახის წევრებს ერჩივნათ საქართველოში დავბრუნებულიყავით ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. თან მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ასე გავრცელდებოდა ეს ვირუსი მთელს მსოფლიოში. იმისიც შეგვეშინდა, რომ ჩინეთი ფრენებს შეაჩერებდა. ჩვენ გარშემო უცხოელი სტუდენტებისგან გვესმოდა უამრავი ფრენის გაუქმების შესახებ. 2020 წლის პირველ თებერვალს დავბრუნდით საქართველოში და დაახლოებით ერთი წელი დავყავით. საქართველოდან ვმუშაობდით თეზისზე, გვქონდა ონლაინ-შეხვედრები ხელმძღვანელთან. 2020 წლის ზაფხულში გვქონდა ონლაინ-დაცვა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. პარალელურად ვეძებდით პოსტდოკის (პოსტ-დოქტურანტურის) პოზიციებს ისევ ჩინეთში და ასევე ევროპის ქვეყნებშიც. თუმცა, პანდემიის გამო ძალიან გართულებული იყო ნებისმიერ ადგილას მუშაობის დაწყება. გამოგვიჩნდა პოსტდოკის გაკეთების ვარიანტი ორივე ჩვენგანს ვილნიუსის უნივერსიტეტში, რომელიც ასევე საკმაოდ პრესტიჟული უნივერსიტეტია ევროპაში. გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა, საბუთებიც უკვე გაკეთებული იყო, მაგრამ მივიღეთ იმეილი SUSTech-იდან გასაუბრებასთან დაკავშირებით. როდესაც ეს გასაუბრებაც გვქონდა, პროფესორმა მიგვიღო. მიუხედავად იმისა, რომ გაცნობიერებული გვქონდა ჩინეთში პანდემიის დროს დაბრუნებასთან დაკავშირებული სირთულეები, მაინც ვარჩიეთ ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა და ვილნიუსში წასვლაზე უარი ვთქვით. რამდენიმე თვის მოცდის შემდეგ, ბიუროკრატიული პროცედურები დასრულდა და მივიღეთ ოფიციალური მოწვევა SUSTech-დან, თუმცა, მაგ დროისთვის ჩინეთის საკონსულო საქართველოში ვიზებს საერთოდ არ გასცემდა პანდემიის და ჩინეთის მთავრობის მიერ დადგენილი კანონებიდან გამომდინარე. ამის შემდეგ, გადავწყვიტეთ დავკონტაქტებოდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს ნუნუ მიცკევიჩს, რომელიც თსუ-ში სწავლის პერიოდში იყო ჩვენი ლექტორი იმუნოლოგიაში. მისი დახმარებითა და სამინისტროს შუამდგომლობით, ჩინეთის საელჩომ დაუშვა გამონაკლისი, საკონსულომ მოგვცა ვიზები და ამის შემდეგ მალევე, 2021 წლის მარტში წამოვედით ჩინეთში. ჩინეთში ჩამოსვლის შემდეგ შევხვდით გარკვეულ სირთულეებს. მოგვიწია 2-კვირიანი კარანტინი შანხაიში, და შემდეგ 2 კვირიანი თვითიზოლაცია შენზენში. გარდა ამისა, აქაური მკაცრი რეგულაციების გამო ყოველდღიურად ვიკეთებდით ტესტს კოვიდ-19-ზე. უარყოფითი ტესტის პასუხის გარეშე გადაადგილება უბრალოდ შეუძლებელი იყო. მკაცრი რეგულაციები სულ ახლახანს მოხსნეს, რამაც თავის მხრივ ვირუსის საოცრად სწრაფი გავრცელება გამოიწვია დიდ მასშტაბებში და მათ შორის ჩვენც ვერ დავემალეთ“,-ამბობს ნინო.