საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ს ინსტიტუციური პარტნიორების, უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების რიცხვი 56 ქვეყანაში 400-მდე აღწევს;

 

ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში /ICM/, 2015-2021 წლებში, თსუ-ს მონაწილეობით დაფინანსდა 364 პროექტი, მათ შორის, 2020-2022წწ - 107 პროექტი ევროპის 29 ქვეყნის 100-ზე მეტ უნივერსიტეტთან. 
 

თსუ ლიდერია როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე საქართველოში 2015-2021 სასწავლო წლებში იმ სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობით, რომლებმაც ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლეს და აიმაღლეს კვალიფიკაცია. ამ პერიოდში 2500-ზე მეტი მობილობა განხორციელდა როგორც თსუ-ს, ისე პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ. 
 

აზიაში თსუ თანამშრომლობს 10 ქვეყნის 26 უნივერსიტეტთან;

 

თსუ ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას Asia Science Camp-ში, აზიის სხვადასხვა ქვეყანაში (იაპონია, სინგაპური, ისრაელი, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია და ა.შ.)   

 

უნივერსიტეტში მოქმედებს 24 უცხოენოვანი პროგრამა - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და ერთსაფეხურიანი; მათ შორის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საჯარო მმართველობის და ქიმიის, ABET აკრედიტებული ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამები;

 

თსუ-ში სწავლობს 900 უცხოეთის მოქალაქე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, მათ შორის, 100-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი ყოველწლიურად ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის და ორმხრივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.