საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ქალთა ბრძოლა: რეტროსპექტული წერილები“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფოტოებისა და რეტროსპექტული წერილების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სომხეთში მცხოვრებ ქალთა ისტორიები, რომლებმაც სხვადასხვა სფეროში წარმატებას მიაღწიეს, ამასთან ერთად, თავიანთი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გარკვეული სირთულეები გადაიტანეს. 


ღონისძიების სტუმრებს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში,  ასოცირებული პროფესორი თეონა მატარაძე მიესალმა.


პროექტი განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაციის „თანაბარი უფლებებისთვის“ საგანმანათლებლო ცენტრის მიერ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი „თავისუფლებისთვის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ერევნის ოფისის მხარდაჭერით.
 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფოტოგრაფების ანი გევორგიანის, ნელლი შიშმანიანის, ნაზიკ არმენაკიანის, სუსინა ხაჩატრიანის, ვაღინაკ ღაზარიანის, ფირუზა ხალაფიანის მიერ გადაღებული ფოტოები.

თარიღი: 17/11/2022