საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თსუ საგანმანათლებლო პროგრამების გაუმჯობესებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების პროცესებში ჩაერთვებიან.
პროექტში „სტუდენტთა შესაძლებლობების გაზრდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფაში მათი ჩართულობისთვის“ შერჩეული სტუდენტებისთვის ტრენინგი გაიმართა, რომელსაც შოტლანდიური ორგანიზაციის Sparqs (Student partnerships in quality Scotland) წარმომადგენლები უძღვნებოდნენ.
ტრენინგის მიზანია სტუდენტების კომპეტენციის გაზრდა სწავლა-სწავლების პროცესის განვითარების საკითხში. პროექტისთვის სტუდენტები მათი განაცხადის საფუძველზე, კონკურსის წესით შეირჩნენ.
პროექტის ფარგლებში თსუ სტუდენტები საკუთარ მოსაზრებებს პროგრამის ხელმძღვანელებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს წარუდგენენ და სასწავლო პროცესის გაუმჯობესების საკითხზე მუდმივად იზრუნებენ. პროექტი თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და "განათლების საერთაშორისო ცენტრის" კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაფინანსებით ხორციელდება.

თარიღი: 01/12/2020