საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ლიტჰაიკერი“ დაბრუნდა!

კონკურსის მონაწილეებს წინ 10 ტური და 10 თანამედროვე ქართული რომანი ელით. პროექტზე რეგისტრაცია შესაძლებელია 15 აპრილის ჩათვლით  ბმულზე.

პირველი ტური  17 აპრილს გაიმართება.

პროექტის მიზანი ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზებაა.  „ლიტჰაიკერში“ ჩართვა სამივე საგანმანათლებლო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ  შემდეგი უნივერსიტეტებიდან:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. 

კონკურსის შედეგად გამოვლენილი 3 გამარჯვებული გამომცემლობის მიერ დაწესებულ პრიზებს მიიღებს:

I ადგილი: 500 ლარი + 500-ლარიანი ვაუჩერი

II ადგილი: 300-ლარიანი ვაუჩერი

III ადგილი: 150-ლარიანი ვაუჩერი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლიტჰაიკერის ფეისბუქგვერდს.

სტუდენტური პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და „სულაკაურის გამომცემლობა“ ერთობლივად ახორციელებენ.


 

თარიღი: 03/04/2021