საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰოლანდიელი ფსიქოანალიტიკოსის იაპ უბელსის სემინარი თსუ-ში

29-30 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება ევროპის ფედერაციის ( EFPP ) სასწავლო პროგრამის ფარგლებში აწყობს სემინარს: „ენკოპრეზი ადრეულ მოზარდებში: ანალიზის ფრაგმენტები“,  „ენურეზი ადრეულ მოზარდებში: "ანალიზის ფრაგმენტები“. სემინარს ჩაატარებს ჰოლანდიელი ფსიქოანალიტიკოსი  იაპ უბელსი:
საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის ტრენინგ ანალიტიკოსი.       
2002-2014 წწ. აღმოსავლეთ ევროპის ფსიქოანალიტიკური  ინსტიტუტის (PIEE)  ტრენინგ კომიტეტის წევრი;     
2006-2014 - ნიდერლანდების ფსიქოანალიზის სამეცნიერო კომიტეტის პრეზიდენტი; 
მუსლიმ მიგრანტთა საკითხების ფსიქოანალიტიკური კომიტეტის წევრი;
1998-2001- ნიდერლანდების ფსიქოანალიტიკური საზოგადოების პრეზიდენტი;   
ამსტერდამის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფსიქოანალიზის ფილოსოფიის სამაგისტრო კვლევითი პროგრამის სამეცნიერო თანახელმძღვანელი. 

სფფს გასცემს სერტიფიკატებს, სადაც სემინარზე მონაწილეობა იქნება დადასტურებული იაპ უბელსის ხელმოწერით.
სემინარი ჩატარდება თბილისის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში:

29 ივნისი- 107 და 115 აუდიტორია;
30 ივნისი-107 და 301აუდიტორია.

სემინარის ღირებულებაა - 140 ლარი
სტუდენტებისათვის -   90 ლარი
სემინარზე დასწრების მსურველებმა  შესაბამისი თანხა უნდა გადარიცხონ საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების  ანგარიშზე:
205255310
GE88TB7124736020100006
TBCBGE22
სემინარის დაწყების წინ რეგისტრაციის გავლის დროს თან იქონიეთ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

სარეგისტრაციის ფორმის მისაღებად მიმართეთ: ninosesiashvili@yahoo.com

თარიღი: 08/06/2019