თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტამბოლის აიდინის უნივერსიტეტის პროფესორთან ნიგარ დემირჯანთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ-სა და აიდინის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებასა და გაღრმავებას; მათ შორის, ევროკავშირის პროგრამა ერასმუს პლუსის სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებას - სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალის ურთიერთგაცვლას.
თსუ რექტორისა და აიდინის უნივერსიტეტის პროფესორის საუბრის შედეგად გადაწყდა, რომ 2026 წელს თსუ და აიდინის უნივერსიტეტი სტამბოლში ერთობლივად ჩაატარებენ საერთაშორისო კონგრესს „ენა და კულტურა“.
2027 წელს კი კონგრესს თსუ უმასპინძლებს.