საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია პეკინში გამართულ ,,Global Smart Education Conference 2025-ში მონაწილეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ლაშა საღინაძესთან ერთად პეკინში გამართულ ,,Global Smart Education Conference 2025-ში მონაწილეობს.

 

კონფერენცია ყოველწლიურად პეკინის უნივერსიტეტის ორგანიზებით იმართება. მასში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების მინისტრები, მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტების რექტორები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, მკვლევრები და განათლების ექსპერტები.

 

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ადამიანის და ხელოვნური ინტელექტის კოლაბორაციას, სწავლა-სწავლების ინოვაციური მოდელების დანერგვას, ეთიკური და უსაფრთხო ტექნოლოგიური ინტეგრაციის მნიშვნელობას.

 

ფორუმის ფარგლებში ასევე განიხილება იუნესკო-სა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ დასახელებული პრიორიტეტები განათლების ციფრული ტრანსფორმაციისთვის: კოორდინაცია და ლიდერობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ფინანსური მდგრადობა, ინოვაციური გადაწყვეტილებები და მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკა.

 

თსუ რექტორის მონაწილეობა აღნიშნულ ფორუმში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ჩართულობას გლობალურ საგანმანათლებლო პროცესებში და მისწრაფებას, ხელი შეუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

თარიღი: 18/08/2025