eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ოფიციალური ვიზიტით ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტს ეწვია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ოფიციალური ვიზიტით  ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტს ეწვია, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი სახელმწიფო უნივერსიტეტია.

 

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ორი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის, სადაც მხარეებმა შეაჯამეს არსებული თანამშრომლობის შედეგები და განიხილეს პარტნიორობის განვითარების ახალი შესაძლებლობები.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ინიციატივა წარადგინეს, რაც ორ უნივერსიტეტს შორის აკადემიური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების საფუძველს ქმნის.

 

1224 წელს დაარსებული ნეაპოლის ფედერიკო II-ის უნივერსიტეტი იტალიის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აკადემიური და კვლევითი საქმიანობის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

თარიღი: 21/10/2026