eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია ეროვნული აკადემიის დაარსებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

 

კონფერენცია მიზნად ისახავს ეროვნული მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციების განხილვას, სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენას, მეცნიერებისა და განათლების სფეროში ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერასა და მეცნიერების პოპულარიზაციას.

 

ორდღიანი კონფერენცია აერთიანებს აკადემიის წევრებს, უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალსა და დარგის წამყვან ექსპერტებს, რომლებიც სამეცნიერო მიღწევებსა და თანამედროვე გამოწვევებზე მსჯელობენ

თარიღი: 21/07/2026