საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია 1924 წლის აჯანყებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა

1924 წლის აჯანყების 100 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლებისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის აღდგენისათვის თავგანწირვის ღირსეულად დაფასების, იმ დროს განვითარებული მოვლენების უკეთ შესწავლა-გაანალიზებისა და საქართველოს ისტორიაში ამ ამბებისთვის საკადრისი ადგილის დამკვიდრებისთვის, თსუ-ში მკვლევართა ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლები არიან ჩართულნი.

 

 ჯგუფის წევრები თსუ რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას შეხვდნენ და განსახორციელებელ გეგმებსა და მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს. თსუ რექტორის ინიციატივით, აგვისტოს აჯანყების 100-წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში უკვე ცნობილ მეცნიერებთან ერთად, ახალგაზრდა მკვლევრები და სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

 

შეხვედრაზე, ისაუბრეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებაზე. კონფერენცია სახელწოდებით ,,ეროვნულ განმათავისუფლებელი და ანტისაბჭოთა მოძრაობა აღმოსავლეთ ევროპაში” ოქტომბერში გაიმართება და მასში ქართველებთან ერთად უცხოელი მკვლევრებიც ჩაერთვებიან. შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ სტუდენტური ესეების კონკურსის ორგანიზებასა და აჯანყების თემაზე პუბლიკაციების გამოცემაზე.

თარიღი: 12/03/2024