საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მესინას უნივერსიტეტში (იტალია)

ცხადდება კონკურსი თსუ აკადემიური პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად მესინას უნივერსიტეტში (იტალია)
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგი მიმართულებების აკადემიურ პერსონალს. 
 
მიმართულებები: ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია
 
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
 დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 გასაუბრება კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).
 
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი უნდა გადმოგზავნონ ა/წ 14 თებერვლის 16:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 
outgoingmobility@tsu.ge
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი;
 ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე არაუმეტეს ერთი გვერდისა);
 უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
 ფაკულტეტის დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე;  ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული);
 დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესება მასპინძელი უნივერსიტეტიდან. წერილის მოსაპოვებლად CV და სამუშაო გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ მესინას  უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების პროფესორს);
 შევსებული სამუშაო გეგმა (ინგლისურ ენაზე; მინიმუმ 8 საათიანი სალექციო დატვირთვა; ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული) დანართი 1.
 
სტიპენდია მოიცავს:
დღიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება. 
 
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
5 სამუშაო დღე 
 
დამატებითი ინფორმაცია: 
 დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება;
 დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. ბმულები;
 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
 გასაუბრებების თარიღი და დრო ინდივიდუალურად გაეგზავნება ყველა აპლიკანტს განაცხადში მითითებული ელ-ფოსტის საშუალებით.
თარიღი: 30/01/2020