საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში (ესპანეთი)

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე სემესტრის სტუდენტებს. 

ინგლისურენოვანი მიმართულებები: საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული მეცნიერება, ეკონომიკა, ბიზნესი; 
ესპანურენოვანი მიმართულებები: იურიდიული, სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები (ენების გარდა).

სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
 დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
 საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

დაინტერესებულმა სტუდენტებმა ა/წ 10 სექტემბრის 12:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
outgoingmobility@tsu.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
 პასპორტის ასლი 
 ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
 ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
 CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
 მოტივაციის წერილი (ინგლისურ ან ესპანურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
 ერთი სარეკომენდაციო წერილი ( ინგლისურ ენაზე)
 ინგლისური ან ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (2018 წლის 9 ოქტომბერს ან 2019 წლის 13 მარტს თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა ან/და მოქმედი ენის საერთაშორისო სერთიფიკატები - მინიმუმ B2 დონე; აღებული უკანასკნელი 2 წლის მანძილზე)
 შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი).

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია: 
- კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვთ ბაკალავრიატის საფეხურის მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებიც 2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იქნებიან მესამე, მეოთხე ან მეხუთე სემესტრში;
- სასწავლო ხელშეკრულებისთვის საგნების არჩევა შესაძლებელია შემდეგი ფაილიდან - დანართი 2 (Semester B);
- შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია.

თარიღი: 02/08/2019