ცხადდება კონკურსი UNESCO ESD-Net 2030-ის ESD Okayama Award-ის მოსაპოვებლად. აღნიშნული ჯილდო, მიზნად ისახავს იმ პროექტების გამოვლენასა და მხარდაჭერას, რომლებიც ხელს უწყობენ განათლების მდგრადი განვითარებისთვის (ESD) გავრცელებას ადგილობრივ დონეზე და წარმოადგენენ კარგი პრაქტიკის მაგალითებს. წარდგენილი ინიციატივები უნდა აერთიანებდნენ ცოდნის გაცვლას და აქტიურ ქმედებებს მდგრადი საზოგადოების მშენებლობისათვის.
კონკურსში მონაწილეობისათვის ორგანიზაციის მიერ წარდგენილი შეიძლება იქნას ESD პროექტი, რომლის ხანგრძლივობაც არის არანაკლებ 2 წელი. დასაჯილდოებელი პროექტების რაოდენობა: 1 ან 2. ფულადი ჯილდო: 3,000 აშშ დოლარი თითოეულ გამარჯვებულ პროექტზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 31 მაისი, იაპონიის დროით 17:00 საათი. ჯილდოს გადაცემის ცერემონია გაიმართება 2025 წლის 21 ოქტომბერს, ოკაიამას ქალაქში (იაპონია), გაეროს უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების კვლევის ინსტიტუტის, ოკაიამას ქალაქისა და ESD ხელშეწყობის კომისიის ორგანიზებით. გამარჯვებული პროექტების თითო წარმომადგენელი მიწვეულნი იქნებიან იაპონიაში ხსენებულ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად და საკუთარ პროექტზე პრეზენტაციის გასაკეთებლად.
დამატებითი ინფორმაციისთვის, განაცხადის წარდგენის წესისა და ონლაინ რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს.