საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცესკოში საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია დაიწყო

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის 12 ოქტომბრის არჩევნებისათვის პასიური საარჩვენო უფლებით სარგებლობისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაცია იწყება 2021 წლის 22 სექტემბერს და დასრულება 2021 წლის 28 სექტემბერს.

 

საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცესკოს უნდა წარუდგინოს:

1.პირადობის დამადასტურებელი საბუთი;

2.ცნობა, რომ ის სწავლობს იმ ფაკულტეტზე, რომელზეც იყრის კენჭს;

3. ცესკოს მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო ბლანკი (ამომრჩეველთა აღრიცხვის ფორმა).

 

საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მსურველმა ორგანიზაციამ ცესკოს უნდა წარუდგინოს:

1. ცესკოს მიერ დამტკიცებული სარეგისტრაციო ბლანკი(ამომრჩეველთა აღრიცხვის ფორმა);

2. ამონაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და წესდების ასლი. ხოლო სტუდენტურ ორგანიზაციათა კოალიციის შემთხვევაში – კოალიციაში შემავალ თითოეული სტუდენტური ორგანიზაციის ამონაწერი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან და წესდების ასლი;

 

შეგახსენებთ, რომ სტუდენტურ ორგანიზაციას (სტუდენტურ ორგანიზაციათა კოალიციას), რომელსაც არჩევნების საფუძველზე შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობაში ჰყავს მოქმედი დელეგატი, არ სჭირდება მხარდამჭერთა სიების შეგროვება.

მისამართი: თსუ-ის I კორპუსი, ოთახი N202
Mail: cesko@tsu.ge

 

თარიღი: 22/09/2021