eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა

იწყება განაცხადების მიღება შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე 2027-2028 აკადემიური წლისთვის. შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატის მაქსიმალური ასაკი 35 წელია.

 

პროგრამა მოიცავს სტიპენდიის სამ სახეობას: კვლევით სტიპენდიას, რომელიც განკუთვნილია დოქტორანტებისათვის და გაიცემა მაქსიმუმ 12 თვის ვადით; სადოქტორო სტიპენდიას, რომელიც ასევე განკუთვნილია დოქტორანტებისათვის და ითვალისწინებს დაფინანსებას მაქსიმუმ 36 თვის განმავლობაში; ხელოვნების სტიპენდიას, რომელიც განკუთვნილია ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისათვის და გაიცემა მაქსიმუმ 21 თვის ვადით.

 

განაცხადების მიღება დაიწყება 2026 წლის 20 აგვისტოდან, ხოლო განაცხადების წარდგენის ვადები ქვეყნების მიხედვით 2026 წლის აგვისტოში გამოქვეყნდება შვეიცარიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.sbfi.admin.ch/en/swiss-government-excellence-scholarships

თარიღი: 22/08/2026