eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა ჰორიზონტი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა უმასპინძლა შეხვედრას, რომელიც ჰორიზონტი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ორ მნიშვნელოვან პროექტს: FORGE-AI და WARIE მიეძღვნა.

 

პროექტები ხორციელდება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, თინათინ დავითაშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელსაც აღიარების ჯილდო გადაეცა  „ჰორიზონტი ევროპის“ პროგრამის ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

 

თსუ პროექტში მონაწილეობს როგორც მნიშვნელოვანი კვლევითი და საგანმანათლებლო პარტნიორი. პროექტის განხორციელებაში უნივერსიტეტს წარმოადგენს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი და ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრალური სამსახური, რაც უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების კოორდინაციას უნივერსიტეტის მასშტაბით.

 

პროექტი FORGE-AI (FOsteRing innovation culture for a new generation of GEorgian AI research community) ორიენტირებულია საქართველოში ხელოვნური ინტელექტის კვლევითი პოტენციალის გაძლიერებაზე, ახალგაზრდა მკვლევართა განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებაზე.

 

WARIE (Widening AI Research and Innovation for Excellence in the Eastern Partnership), მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის კვლევისა და ინოვაციის გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ორივე პროექტში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორც კვლევით, ისე საგანმანათლებლო მიმართულებებში, მონაწილეობს ერთობლივ კვლევებში და ხელს უწყობს ევროპელ პარტნიორებთან ცოდნის გადაცემასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას.

თარიღი: 25/04/2026