eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა ნეაპოლის უნივერსიტეტის დოცენტ გაგა შურღაიასთან

 28 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ამავე ბიბლიოთეკისა და ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოების თაოსნობით, თსუ-ის  კურსდამთავრებულთან, ნეაპოლის უნივერსიტეტის -„ლ’ორიენტალე“ - აზიის, აფრიკისა  და  ხმელთაშუაზღვისპირეთის  კათედრის  დოცენტ გაგა შურღაიასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი იყო მეცნიერს მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობებსა და კვლევებზე. 

 

გაგა შურღაიას მეცნიერული საქმიანობა მოიცავს ქართული ლიტერატურისა და კულტურის ისტორიის ვრცელ კვლევას, რომელიც  ასზე მეტ  პუბლიკაციასა და ოთხ მონოგრაფიაშია ასახული: მეტი სიახლის წარმოსაჩენად და შესაფერისი გააზრებისათვის, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მათ ევროპულ და საერთაშორისო ასპექტებს. გაგა შურღაიას კვლევითი საქმიანობა  ეფუძნება   დასავლური ევროპული ლიტერატურის  ღრმა ცოდნას. გარდა თანამედროვე ენებისა,  ასევე საფუძვლიანად აქვს შესწავლილი: ძველი ბერძნული, ლათინური და ძველი სომხური ენები. აქვს მხატვრული და სამეცნიერო თარგმანები რუსულიდან, იტალიურიდან და ფრანგულიდან.

 

 2019 წელს იტალიის კულტურის ძეგლთა, კულტურულ ღონისძიებათა და ტურიზმის სამინისტროს  მიერ  გაგა შურღაიას წლის  ეროვნული პრემია მიენიჭა მხატვრულ თარგმანში. 

  ღონისძიების მიზანი  აკადემიურ სივრცეში გაგა შურღაიას მრავალმხრივი მოღვაწეობის პოპულარიზაცია გახლდათა.

 

თარიღი: 28/07/2026