ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანება „სხივი“-ს ორგანიზებით, თსუ-ში სტუდენტებისათვის გაიმართა განსხვავებული ფორმატის მუსიკალური შეხვედრა ჯაზის ცნობილ შემსრულებელ მაია ბარათაშვილთან.
შეხვედრაზე თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა, ხაზი გაუსვა მუსიკის უნიკალურ ძალას, მის შესაძლებლობას გააერთიანოს ადამიანები, შექმნას ემოციური კავშირი და დაუვიწყარი გამოცდილება.
მაია ბარათაშვილმა მსმენელს შესთავაზა როგორც ცნობილი, ისე განსაკუთრებული მუსიკალური ინტერპრეტაციები, გაუზიარა საკუთარი დამოკიდებულება მუსიკისადმი.