საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა აფხაზეთის ა/რ თავმჯდომარესთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივაზე ისაუბრეს, რომელიც საჯარო თუ საოჯახო არქივებზე დაყრდნობით, აფხაზეთის თემატიკაზე ანიმაციური სერიების მომზადებას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში შეიქმნება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სამუშაო პროცესს. ჯგუფში პროფესიონალებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

პირველ ეტაპი ანიმაციის ფორმატში ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში გამოცემული წიგნის „შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად“ გადაყვანას გულისხმობს. წიგნი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის აქტიური ჩართულობით გამოიცა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რექტორის მრჩეველი, მულტიმედია ცენტრისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ტელე-კინო ხელოვნების კათედრის წარმომადგენელი, EPLO-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული წარმომადგენლობისა და აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელები, თსუ-ის პროფესორები. პროექტი აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის მეტი ჩართულობის და ინფორმირებულობის მიზნით ხორციელდება.

თარიღი: 28/07/2022