საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა 64- საშუალო სკოლაში მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით

მეცნიერების პოპულარიზაციის პროექტის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები თბილისის 64-ე საშუალო სკოლას ეწვივნენ. სკოლაში სწავლება ქართულ, უკრაინულ და აზერბაიჯანულენოვან სექტორებზე წარმოებს.

პროექტის ძირითადი ინოვაციური მხარე ლაბორატორიულ-ექსპერიმენტული მუშაობის მოსწავლეებისათვის უშუალო, ხელშესახებ გაცნობასა და მათი ქიმიის სასკოლო თეორიული ცოდნის შესაფერისი ქიმიური ცდების ჩატარების უნარ-ჩვევების გამომუშავებაში მდგომარეობს. 

ქიმიურმა ექსპერიმენტმა უნდა დააინტერესოს მოსწავლე. ლაბორატორიული მუშაობის სპეციფიკის გაცნობით მოსწავლე შეიძენს და გაიღრმავებს თეორიულ ცოდნას და ექსპერიმენტული მუშაობის უნარ-ჩვევებს. სწავლობს ქიმიური  ამოცანების ამოხსნას, სასკოლო დონეზე თანამედროვე გამზომი ხელსაწყოების გამოყენებას. შეიძენს მიღებული ცოდნის გა,ოყანებას მათ შორის მომიჯნავე დარგებში. აღნიშნული დაეხმარება სასკოლო პროგრამის დაძლევაში და სტიმული იქნება მომავალი პროფესიის ქიმიის მეცნიერებასა ან ქიმიურ-ტექნოლოგიურ სფეროში ასარჩევად.

ჩატარებულ სახალისო ქიმიური ექსპერიმენტებში გამოყენებული იყო ბავშვისათვის ნაცნობი საგნები, მასალები, პროდუქტები, რაც  მათთვის ქიმიის ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებას აადვილებს. მიუხედავად ქიმიური არსის ჯერ არ ცოდნისა, პრაქტიკული მაგალითებით  აჩვევს ბავშვს სხვადასხვა მოვლენის მეცნიერებასა და ტექნოლოგიასთან კავშირის დადგენა ისწავლოს. ამავე მიზანს ემსახურება სახალისო ექსპერიმენტების დასახელება: „ლიმონის ტარტალეტკები“, „სპილოს ეშვები“ (ქიმიური ტორტი), „ვულკანი“, „ფარაონი“ და სხვა, სულ 14 სახალისო ცდა.

ამ პროექტის მიზანი მოსწავლეების ქიმიის მიმართ ინტერესის გაზრდა, ქიმიის მეცნიერების სფეროების შესახებ წარმოდგენის ფორმირება, ქიმიური ტექნოლოგიის პროდუქტების ყოველდღიურ ყოფაში აღმოჩენაა. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის ქიმიური ექსპერიმენტების, ლაბორატორიული მუშაობის სპეციფიკის ჩვენება, დაეხმარება მათ ზედა კლასებში ინტერესით მოეკიდონ ისეთი მნიშვნელოვანი STEM მეცნიერების, როგორიც ქიმიაა, საფუძვლების შესწავლას. ასევე, გააფართოვებს მათ თვალსაწიერს თანამედროვე ტექნოლოგიური დარგების დიდ ჩამონათვალზე, მათ პრაქტიკულ საჭიროებაზე და ამ სფეროში საქმიანობის შესაძლებლობაზე.  

თარიღი: 21/02/2024