საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2022 წლის შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ

2022 წლის 24-29 ივლისს თბილისში დაგეგმილია შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო კონგრესის ჩატარება. საერთაშორისო ღონისძიების ორგანიზატორები არიან შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაცია ((ICLA), შედარებითი ლიტერასტურის ქართული ასოციაცია (GCLA), ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი.

კონგრესში მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობაა იყოთ შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის ქათული ორგანიზაციის (GCLA) წევრი.  ასოციაციის წევრობა ვრცელდება ჰუმანიტარული პროფილის მეცნიერებზე. გარდა ამისა, ქართული მხარე გეგმავს ოფიციალური წერილით მიმართოს შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციას, რათა ქართული ორგანიზაციის წევრებისათვის დაწესდეს შეღავათი მონაწილეობის გადასახადზე.

ქართველ მეცნიერებს, რომლებსაც სურვილი გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ეროვნულ ასოციაციაში. მათ კი, ვინც უკვე არის შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის წევრი, გაიაქტიუროთ სტატუსი.

დეტალური ინფორმაცია  იხილეთ ბმულზე.

თარიღი: 30/03/2021