საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შალვა ნუცუბიძის 130 და უნივერსიტეტის დაფუძნების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი 2018 წლის 14-15 დეკემბერს ატარებს საერთაშორისო კონფერენციას.
               
კონფერენცია ეძღვნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსისა და საზოგადო მოღვაწის აკადემიკოს შალვა ნუცუბიძის 130 და უნივერსიტეტის დაფუძნების 100 წლისთავს  

კონფერენციის მიზანია:
•სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა ფილოსოფიის დარგების, მედიევისტიკის, რუსთველოლოგიის, საუნივერსიტეტო თეოლოგიის, კულტუროლოგიისა, ისტორიისა და ფილოლოგიის მიმართულებით, და ა.შ.
•საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და სტუდენტების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.
•პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს, რუსთველოლოგიის, საუნივერსიტეტო თეოლოგიის, მედიევისტიკის, ანთროპოლოგიის, კულტუროლოგიის, ისტორიის, რელიგიის, ლიტერატურის, ხელოვნების სფეროებს.

საორგანიზაციო კომიტეტი მიესალმება შალვა ნუცუბიძის ფილოსოფიური მემკვიდრეობის გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებსა და შედარებითი კვლევის შედეგებს.

კონფერენციის გახსნა: 2018 წლის 14 დეკემბერი, 10:00 საათი.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, აუდ. 115, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,


სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
•მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,
აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
•მოხსენების ტექსტი ელექტრონული ვერსია, (10-12 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი აკადნუსხური, ზომა 12, ინტერვალი 1.15)
•გაფართოებული რეზიუმე ინგლისურად (3 გვ. A4 ფორმატი, შრიფტი Times New Roman, ზომა 12, ინტერვალი 1,15)

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან anastasia.zakariadze@tsu.ge, არაუგვიანეს 2018 წლის 30 ნოემბრისა.
კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.
ტელ: 222-11-89, 599 257471

 

თარიღი: 25/10/2018