17 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების მაკრომოლეკულების ქიმიის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგის, ქიმიის დოქტორის ელზა მარქარაშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებაზე დამსწრეთ თსუ ვიცე-რექტორი ნინო გვენეტაძე და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პეტრე ბაბილუა მიესალმნენ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს გია ღარიშვილი, ლია ხორბალაძე, ნინო ბერიანიძე და ქიმიის მიმართულების სტუდენტები.