საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილოსოფოს ვაჟა ნიბლაძის მონოგრაფიის პრეზენტაცია

16 აპრილს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტმა, ფილოსოფოს ვაჟა ნიბლაძის წიგნის, ,,ყოფიერების მეტაფიზიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები ფილოსოფიაში’’ პრეზენტაცია ჩაატარა.

 

თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტმა ვაჟა ნიბლაძის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მისი ნაშრომები მონოგრაფიად გამოსცა. ვაჟა ნიბლაძემ თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტზე 35 წელზე მეტი ხნის მუშაობის მანძილზე გამოაქვეყნა ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ქართულ ისე უცხო ენებზე. მისი ბოლო დროის მუშაობის ძირითადი მიმ

16 აპრილს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტმა, ფილოსოფოს ვაჟა ნიბლაძის წიგნის, ,,ყოფიერების მეტაფიზიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები ფილოსოფიაში’’ პრეზენტაცია ჩაატარა.

თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტმა ვაჟა ნიბლაძის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად მისი ნაშრომები მონოგრაფიად გამოსცა. ვაჟა ნიბლაძემ თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტზე 35 წელზე მეტი ხნის მუშაობის მანძილზე გამოაქვეყნა ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომი, როგორც ქართულ ისე უცხო ენებზე. მისი ბოლო დროის მუშაობის ძირითადი მიმართულება ეგზისტენციალიზმს, ონტოლოგიას და გნოსეოლოგიას მოიცავდა. მეცნიერი იკვლევდა სარტრის, კამიუს და გერმანელი ფილოსოფოსის ჰაიდეგერის ნაშრომებს. ნიბლაძის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები ორიგინალური ხასიათის იყო. იგი გახლდათ საქართველოში ფრანგული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი.

 

ვაჟა ნიბლაძის ნაშრომი ,,ყოფიერების მეტაფიზიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები ფილოსოფიაში’’ (ადამიანის მეტაფიზიკური და ეგზისტენციალური ,,წუხილები”), რთულ და მრავალფეროვან სააზროვნო ფილოსოფიურ პრობლემატიკას აანალიზებს. ამ ნაშრომთა კრებულში უშუალოდ ჩანს ავტორის ,,წუხილები’’ და ეგზისტენციალური სევდა, რისი მატარებელი გახლდათ ამ წიგნის ავტორი.

ართულება ექსისტენციალიზმს, ონტოლოგიას და გნოსეოლოგიას მოიცავდა. მეცნიერი იკვლევდა სარტრის, კამიუს და გერმანელი ფილოსოფოსის ჰაიდეგერის ნაშრომებს. ნიბლაძის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები ორიგინალური ხასიათის იყო. იგი გახლდათ საქართველოში ფრანგული ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი.

 

ვაჟა ნიბლაძის ნაშრომი ,,ყოფიერების მეტაფიზიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები ფილოსოფიაში’’ (ადამიანის მეტაფიზიკური და ეგზისტენციალური ,,წუხილები”), რთულ და მრავალფეროვან სააზროვნო ფილოსოფიურ პრობლემატიკას აანალიზებს. ამ ნაშრომთა კრებულში უშუალოდ ჩანს ავტორის ,,წუხილები’’ და ეგზისტენციალური სევდა, რისი მატარებელი გახლდათ ამ წიგნის ავტორი.

თარიღი: 16/04/2024