საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი 2025 წლის 13-14 ნოემბერს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ატარებს  ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ინტერდისციპლინურ საერთაშორისო კონფერენციას და 17-18 ნოემბერს სტუდენტთა რეგიონულ კონფერენციას, რომელიც ეძღვნება ქართული ფილოსოფიის სკოლის დამფუძნებლის, განმანათლებლის, ლოგიკოსის, ჟურნალისტის, პროზაიკოსის, ლიტერატურის ისტორიკოსის, პედაგოგის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის  სოლომონ დოდაშვილის (1805-1836) დაბადებიდან 220 წლისთავს.

 

13  ნოემბერს, მოეწყობა მუზეუმში (თსუ, მუზეუმის დარბაზში, I კორპუსი, II სართული) გამოფენა ,,სოლომონ დოდაშვილი 220’’.

 

კონფერენციის მიზანია:

სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობა თანამედროვე ფილოსოფიურ აზროვნებაში და  ისტორიის, ფილოლოგიის  და სხვ. მიმართულებით.

საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევარების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება.

პრობლემით დაინტერესებულ ქართველ მეცნიერთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ კოლეგებთან.

 

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის, თეოლოგიის, ხელოვნების, ისტორიის, ფილოლოგიის სფეროებს.

განსაკუთრებით მივესალმებით სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიური, ისტორიულ-პოლიტიკური, ფილოლოგიური ნააზრევის  გარშემო წარმოდგენილ მოხსენებებს და შედარებითი კვლევის შედეგებს.

 

კონფერენციის გახსნა:  2025 წლის 13 ნოემბერს, 10:00 სთ, 107-ე აუდიტორია.

მისამართი : ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1.

 

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

(გაფართოებული თეზისები და მოხსენების სრული ტექსტი, რომელიც დაიბეჭდება ბილინგურ ჟურნალში  ,,ფილოსოფიურ-თეოლოგიურ მიმომხილველი’’ N16, 2026).

მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,

აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,

მოხსენების ტექსტის  ელექტრონული ვერსია, ( 13-15 გვ. (ამ გვერდების

რაოდენობაში არ შედის უცხოენოვანი რეზიუმე და გამოყენებული ლიტერატურის სია);

A4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),  ზომა 12,

 სტრიქონებს შორის მანძილი –1.15;

მინდორი: ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ;

ფურცელი არ ინომრება;

ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.

გაფართოებული რეზიუმე ინგლისურად (არანაკლებ 800 სიტყვისა;  A4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),   ზომა 12, ინტერვალი 1).

გამოყენებული ლიტერატურაში  ანბანური თანმიმდევრობით: ჯერ ქართული, შემდეგ უცხოური გამოცემები;

 

გამოყენებული ლიტერატურის მითითების წესი:

წიგნის/კრებულის მითითებისას:

➢ გამოცემის თარიღი;

➢გამომცემლობა;

 ➢სტატიის შემთხვევაში  ჟურნალის (კრებულის, რომელშიც განთავსებულია სტატია) დასახელება;

➢ჟურნალის (კრებულის), წიგნის, წიგნის ნაწილის, ღონისძიების ISSN, ISBN;

➢სპონსორ(ებ)ის დასახელება,  თუ კვლევა შექმნილია რომელიმე ფონდის ფინანსური მხარდაჭერით;

ლიტერატურის დამოწმებისას სტატიის ტექსტში დასახელებული ყველა  ავტორი მიეთითება   APA-ს სტილის დაცვით (ანბანის თანმიმდევრობით):

 

წიგნის მითითების ნიმუში:

ნუცუბიძე შ. (2020). შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია, თბილისი: „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“

ნიბლაძე ვ. (2021). ყოფიერების მეტაფიზიკური და ანთროპოლოგიური ასპექტები ფილოსოფიაში,  თბილისი: გამომცემლობა ,,ლოგოსი’’

 

სტატიის დამოწმების წესი გამოყენებულ ლიტერატურაში:

ელექტრონული:  ვებგვერდის მითითებამდე  აუცილებელია ავტორის, წიგნის/სტატიის სათაურის, ჟურნალის, ჟურნალის ნომრის (# და № სიმბოლოების გარეშე), გვერდის (გვ.-ს გარეშე)   გამოყოფა წერტილით, და ამის შემდეგ ვებგვერდის მისამართის მითითება;  სათაურის დამაზუსტებელი ქვესათაური უნდა გამოიყოს ორწერტილით (მაგ.,დელფოს სამისნო და სოკრატეს დემონი). ავტორის გვარი უნდა იყოს მარცხნივ გაწეული, დამოწმების ყველა მომდევნო სტრიქონი — შეწეული (TAB-ღილაკით), მაგ.:

კვარაცხლია, ნ.(2024). დელფოსის სამისნო და სოკრატეს დემონი „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი“, 14. http://www.spekali.tsu.ge/index.php/ge/article/viewArticle/5/49

ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში კრებულში მოცემული სტატიის გვერდები მიეთითოს პირდაპირ, მძიმით გამოყოფილი ტომის ნომრის შემდეგ, დეფისით:

ბუაჩიძე, თ. (2002). ადამიანის ფენომენი,  მაცნე,VII, 1-31, თბილისი: „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“

გამოყენებულ ლიტერატურაში უცხოენოვანი წიგნების დამოწმების შემთხვევაში მიუთითეთ  ავტორის გვარი, სახელის ინიციალი, სტატიის სათაური, წიგნის სათაური, გამოცემის ადგილი და წელი.

 

სტატიის ციფრული იდენტიფიკატორის (DOI) არსებობის შემთხვევაში (როგორც წესი, გამოიყენება ვებმისამართის ნაცვლად)  საჭიროა ვებმისამართის პრეფიქსის (https://) მითითება: https://doi.org/საიდენტიფიკაციო ნომერი (როგორც წესი, 10-ით იწყება):

 

შიდატექსტური დამოწმების წესი:

APA-ს სტილის ბოლო, მე-7 გამოცემის მიხედვით, კონკრეტული წყაროს შესახებ მოცემულ ინფორმაციაში ყოველი ელემენტი ერთმანეთისაგან უნდა გამოიყოს წერტილით; მძიმეებს ვსვამთ ელემენტების შიდა ჩამონათვალის შემთხვევაში (მაგ.: ავტორთა გვარები,  ან ავტორის გვარი, რომელსაც მოჰყვება სახელის ინიციალი); ორწერტილი გამოიყენება მონოგრაფიის/კრებულის გამოცემის ადგილისა და გამომცემლობის სახელებს შორის (და, დამაზუსტებელი, ქვესათაურის არსებობის შემთხვევაშიც);

 

შიდატექსტური დამოწმება:

ციტატა:  

ბრჭყალებში ჩასმული ციტატის შემდეგ ავტორი მიეთითება შემდეგი წესით:  მრგვალ ფრჩხილში  (ავტორის გვარი, წელი, გვ. 107), იხ. ნიმუში:

„...“ (ნუცუბიძე, 1947, გვ. 107).

ციტატის პერიფრაზის შემთხვევაში, რომელშიც, მსჯელობის ნაწილში, მოყვანილია ავტორის გვარი,   მიეთითება მხოლოდ  (წელი, გვ. 107) — მრგვალ ფრჩხილებში, ავტორის დასახელების  შემდეგ; მაგ.,    შ. ნუცუბიძის მიხედვით (1947, გვ. 107),    ... და გაგრძელდება მსჯელობა.

შიდატექსტურ ციტატაში ორზე მეტი ავტორის შემთხვევაში მრგვალ ფრჩხილში მიეთითება მხოლოდ პირველი ავტორი:

ქართულში:   (კაპანელი და სხვ., 1978, გვ. 45)

ინგლისურში: ( Kapaneli et al., 1978, გვ. 45)

 

40  სიტყვაზე მეტი მოცულობის, ე.წ.  „ბლოკური  ციტატა“ ძირითადი ტექსტისაგან უნდა გამოიყოს  აბზაცით:

სტატიაში გამოყენებული ციტატები დახარეთ.

ციტირების წესები სრულად იხ.  APA-ს სტილის ბოლო გამოცემის ოფიციალურ (განახლებულ) ვებგვერდზე:  https://apastyle.apa.org/

სტატიებმა უნდა გაიაროს ფარული (ორი) რეცენზირება, რადგან ჟურნალს ვამზადებთ  ERIH PLUS -ში მოსახვედრად.

 რეცენზირებულ ნაშრომებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

 

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge, ან  anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2025 წლის 1 ნოემბრისა.

 

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

 

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 59257471

თარიღი: 22/07/2025