საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფიზიკური და ანალიზური ქიმიის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია

ფიზიკური და ანალიზური ქიმიის მიმართულებით ჩატარებული უახლესი კვლევების შედეგებსა და სიახლეებზე ისაუბრეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც თსუ პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად 40-ზე მეტი უცხოელი სტუმარი მონაწილეობდა იტალიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ესპანეთიდან.
 

კონფერენციის ფარგლებში, დოქტორმა ვლადიმერ იოფემ (ისრაელი) ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და დაინტერესებული სტუდენტებისთვის ჩაატარა სემინარი ანალიზური მეთოდის ვალიდაციაზე, ხოლო პროფესორმა ანტონიო სალგადომ (ესპანეთი) ბირთვული მაგნიტური რეზონანსის სპეციფიური რთული ანალიზების (Advanced NMR analysis) შესახებ გამართა ტრენინგი.
 

ღონისძიებაზე სტუდენტებმა და თსუ პროფესორებმა წარმოადგინეს საკუთარი კვლევის შედეგები საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე პოსტერების და ზეპირი მოხსენებების სახით.
 

ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის მე-11 ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა პროფესორ შოთა სიდამონიძისა და პროფესორ გურამ სუპატაშვილის ხსოვნას.
 

კონფერენციის უცხოელ სტუმრებს ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრასთან აკავშირებთ მრავალწლიანი პარტნიორობის გამოცდილება, ასევე, მათ შორის არიან ახალი პარტნიორებიც, რომლებიც პირველად ეწვივნენ უნივერსიტეტს.
 

სამეცნიერო პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება თანამშრომლობა სხვადასხვა კვლევითი მიმართულებით, საერთო სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნება და სამივე საფეხურის სტუდენტების მოკლე და გრძელვადიანი მობილობა.

თარიღი: 08/12/2022