eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უცხოელ მატემატიკოსებს თსუ-ის მედლები გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-ორგანიზაციული თანამშრომლობისა და საქართველოში ალგებრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად თსუ რექტორის მოადგილემ ნინო გვენეტაძემ პროფესორებს ეფიმ ზელმანოვს (სან-დიეგოს უნივერსიტეტი, აშშ, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, ჩინეთი) და ალექსეი მიასნიკოვს (სტივენსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ჰობოკენი, აშშ) მედლები გადასცა.

თსუ რექტორ, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასთან გამართულ შეხვედრაზე უცხოელმა მეცნიერებმა და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თსუ-ის საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებაზე და ამ მიმართულებით მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ურთიერთობების გაძლიერებაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი პეტრე ბაბილუა და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის წარმომადგენლები.

თარიღი: 11/09/2026