საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და შპს "მოორ ეიბისის" შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "მოორ ეი ბი სი"-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და შპს "მოორ ეიბისი"-ს დირექტორმა მიხეილ აბაიაძემ მოაწერეს.

მხარეთა თანამშრომლობა გულისხმობს მემორანდუმის ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით ხელი შეუწყონ სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და დასაქმების ხელშეწყობას სტაჟირების გზით, აგრეთვე ერთობლივი ღონისძიებების, შეხვედრებისა და ტრენინგების მოწყობაში. მემორანდუმის მიზანია სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობის მოძიებაში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა ხელშეწყობა, საკადრო რეზერვის შექმნა და მისი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელებ. 

"მოორ ეიბისი" საქართველოში 2008 წლიდან ეწევა მომსახურებას საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია წარმოადგენს აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელის “Moore Global Network Limited“- ის დამოუკიდებელ წევრ კომპანიას. ქსელი მოიცავს 609 ოფისს 112 ქვეყანაში, სადაც გაერთიანებულია 30,000-ზე მეტი თანამშრომელი.

თარიღი: 26/10/2021