საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები სასწავლო პრაქტიკას საქართველოს იუსტიციის სამინისტროში გაივლიან.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ და თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სასწავლო/სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ირინე ქურდაძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების, ფორუმებისა და კონგრესების გამართვას, სტუდენტების სტაჟირებას, ასევე სამართლის აქტუალურ საკითხებზე მუშაობისას უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გამოყენებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის მიზანია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენება და პრაქტიკული უნარების განვითარება.

თარიღი: 01/04/2021