საქართველოს მთავრობის 2026 წლის 15 იანვრის N3 დადგენილებით (შემდგომ - დადგენილება) დამტკიცდა, „2025 წლის 17 დეკემბრამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსების წესი და პირობები".
აღნიშნული დადგენილების პირველი მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების თანახმად, სოციალური პროგრამის ფარგლებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მე-2 საფეხურზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის/სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოპოვება შეუძლია 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ გარკვეული კატეგორიის სტუდენტებს. კერძოდ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებით, განცხადებები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში, პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2026 წლის 26 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მოსაპოვებლად, მაგისტრანტები განცხადებას წარადგენენ მხოლოდ ელექტრონულად, პორტალზე − http://socreg.mes.gov.ge, 2026 წლის 28 სექტემბრიდან 2026 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. გიგზავნით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 14 ივლისის N926892 ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების სოციალურ პროგრამებს და საჭირო დოკუმენტების ნუსხას.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზე, ბანერში - „სტუდენტთა დაფინანსების სოციალური პროგრამები“.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.