საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგი - კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვის უფლებების ცენტრში, მიმდინარე წლის 16 თებერვალს ტრენინგი, კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში დაიწყო, რომელიც 20 თებერვლამდე გაგრძელდება. ტრენინგი ხორციელდება „აღდგენითი მიდგომების დანერგვა უმაღლესი განათლების სისტემაში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისა და ევროპის კავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში წარმოადგენს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ტრავმისადმი მგრძნობიარე და ურთიერთობაზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც პროფესიონალებს აძლევს შესაძლებლობას კრიზისული სიტუაციები გარდაქმნან სწავლის შესაძლებლობებად იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ავლენენ რთულ ქცევებს. ის ეხმარება მოზრდილებსაც საკუთარი ემოციური რეაქციების ამოცნობაში, ინტერპრეტაციასა და მართვაში, როდესაც ისინი აწყდებიან ბავშვის ინტენსიურ ან დესტრუქციულ ქცევას.

 

ტრენინგს უძღვება კრიზისული ინტერვენცია ცხოვრებისეულ კონტექსტში მეთოდის გამოცდილი ტრენერი - გერიტ დე მური ბელგიიდან, რომელიც განახორციელებს ტრენინგს ჩვენი ლექტორების, სტუდენტებისა და პრაქტიკის ხელმძღვანელებისათვის.

 

ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სექციის ხელმძღვანელმა - თეონა კუჭავამ,  საქართველოში ევროპის კავშირის გენდერული თანასწორობის, ბავშვის უფლებების პროგრამების ოფიცერმა, ატაშე ვიოლა კალაბრისმა და თსუ ბავშვის უფლებების ცენტრის ხელმძღვანელმა  ნინო  შატბერაშვილმა.

 

ცენტრის საქმიანობაში მონაწილეობით დაინტერესებულებს დაკავშირება შეუძლიათ მისამართზე chrc@tsu.ge

თარიღი: 16/02/2026