საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტრენინგები აკადემიური წერისა და კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება  ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანი სტუდენტებისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისი უნარების გამომუშავებაში  დახმარებაა. კერძოდ, შემდეგი მიმართულებით: 

  •  სამეცნიერო სტილი, მისი მოთხოვნები, მახასიათებლები და ენობრივი საშუალებები; 
  •  საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის მოთხოვნები და მახასიათებლები; 
  •  რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?
  •  Turnitin-ის გამოყენება.
  •  ელექტრო-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების ტექნიკა და სტრატეგიები
  •  პროგრამა Mendeley  -  თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება და ციტირების სტილები

ტრენინგები ჩატარდება   2019 წლის 15 და 16 ივნისს,  11.00-დან 14.00 საათამდე 

  მისამართი:  თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა, მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი N3, სართ. 3, აუდ. N402 .

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის მიყევით  ბმულს.


რეგისტრირებული სტუდენტებისთვის დამატებითი ინფორმაციის მისაწოდებლად ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან დავუკავშირდებით პირადად. 
თარიღი: 11/06/2019