საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, ზუგდიდის ტექნოპარკში იმართება მასშტაბური 36-საათიანი ტექნოლოგიური მარათონი – „AgriHacks 2026 - Future of Agriculture“.
პროექტის მთავარი მიზანია სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული რეალური, გლობალური პრობლემების ინოვაციური და ტექნოლოგიური გზით გადაწყვეტა. ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, იმუშაონ მულტიდისციპლინურ გუნდებში, გამოიყენონ ზუგდიდის ტექნოპარკის „ფაბლაბის“ ტექნოლოგიური რესურსები და დარგის წამყვანი მენტორების დახმარებით შექმნან ინოვაციური პროტოტიპები.
გამარჯვებულ გუნდს, იდეისა და პროტოტიპის შემდგომი განვითარებისთვის, GITA-სგან გადაეცემა 10,000 ლარის ოდენობის გრანტი. ამასთან ერთად, პარტნიორი კომპანიებისგან გათვალისწინებულია სპეციალური ფულადი/არამატერიალური პრიზები.
ვის შეუძლია მონაწილეობა? პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 16 წლიდან ახალგაზრდებს (როგორც ინდივიდუალურად, ისე მაქსიმუმ 4-წევრიანი გუნდის სახით) , რომლებიც დაინტერესებულნი არიან შემდეგი სფეროებით:
სოფლის მეურნეობა და აგროტექნოლოგიები
პროგრამირება და IT ტექნოლოგიები
ინჟინერია და პროტოტიპირება (Hardware/IoT)
დიზაინი და ინოვაციური/ტექნოლოგიური მეწარმეობა
ბიზნესის განვითარება
თქვენი სტუდენტების პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშესაწყობად, გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია და თანდართული სარეგისტრაციო ბმული გააზიაროთ თქვენი უნივერსიტეტის შიდა საკომუნიკაციო არხებში (სტუდენტური პორტალი, ოფიციალური Facebook ჯგუფები, ელ-ფოსტის ბაზები).
ღონისძიების მნიშვნელოვანი დეტალები:
ლოკაცია: ზუგდიდის ტექნოპარკი (შერჩეული მონაწილეების მგზავრობას, სრულფასოვან კვებასა და სამუშაო სივრცეს სრულად უზრუნველყოფს ორგანიზატორი).
რეგისტრაციის ბმული: https://apps.mygita.ge/zs/cdzzDV
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 ივნისი
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ.